x
image
ნინო ნინო
ამაოება ამაოებათა
როდემდე უნდა არახუნონ ქართველმა ვაი-პოლიტკოსებმა ეს აჩემებული, ისტერიულად აკვიატებული ტერმინი “ კოჰაბიტაცია თუ კოაბიტაცია" ( ზოგადად, პოლიტიკური მეცნიერებების ისტორიაში დიდიხნისწინათ დასამარებული ტერმინების განარქივება ძალიან უყვართ ქართველ პოლიტიკოსებს) და ამ ჩახუტება-მუშტი-კრივში პირდაღებული ამომრჩეველი, ჩვეულად პასიური და უმოქმედო, ისევ გოდოს ელოდებოდეს...

როდემდე უნდა ათავისუფლებდნენ და ავიწროვებდნენ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით “კადრების გადახალისების " საფარქვეშ... პოლიტიკური დევნილების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და სათანადოდ ეს მაინც არავის აღელვებს...

როდემდე უნდა იკავებდნენ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს ქსენოფობები და პარტსკოლების თეორიებით თავგამოტენილი, მარქსიზმ-ლენინიზმზე აღზრდილი, მენტალიტეტით კორუმპირებული, განარქივებული მაღალჩინოსნები?

როდემდე გასტანს ხელოვნების და კულტურის, სულიერი მოღვაწეობის აბსოლუტურად ყველა სფეროს პოლიტიზაციის უგვანო ტენდენცია?


როდის უნდა მოვიდეს საქართველოში ხელისუფლება, რომელიც არ მოყვება საკუთარი მოქალაქეების სტიგმატიზაციას ნიშნით “ძველი" ( ფაშისტურ- კომუნისტური წარმოშობის ქართული პოლიტიკური პანდემია. ამ სენით საქართველოს ყველა ხელისუფლება იყო დასნებოვნებული) და დირექტორიდან დამლაგებლამდე ყველას არ გაათავისუფლებს, აბსოლუტურად გამოთავისუფლებული პასუხისმგებლობისგან მათ წინაშე, როგორც მათი მოქმედი ხელისუფლება...image









როდემდე უნდა ჰქონდეს ქართველ ხალხს პოლიტიკური “დეჟავუ"და ( მუშტიკრივი პარლამენტსა და პირდაპირ ეთერში) ბნელ წარსულში დაბრუნების შიში ...

როდის ისწავლის ქართველი ხალხი მის მიერ არჩეული ხელისუფლების კონტროლს? როდის გაიცნობიერებს, რომ მან ხელისუფლება იქირავა და უმაღლეს პოლიტიკას თავად ახორციელებს დროებით არჩეული წარმომადგენლობის საშუალებით...

როდემდე უნდა რჩებოდეს უმოქმედო და პასიური... ან ერთიანად აალებული?


სანამ ამ ანომალიებს არ მოვიშორებთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობების, ჩვენი კონსსტიტუციური უფლებების გაცნობიერებას არ ვისწავლით, იქამდე წავა გოგი და მოვა მაგოგი!

ასე რომ... მალე დარწმუნდებით, რა ტყუილად ქოთქოთობდით პირველ ოქტომბრამდე, ქართველებო...

დანარჩენი მართლაც ამაოებათა ამაოება და აბსურდის თეატრია!



0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0