x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა მეღვინეობა გადაწყვიტეს
უკანასკნელ პერიოდში ვარსკვლავების საყვარელი ჰობი გახდა მეღვინეობა. ამ სფეროში საკუთარი ძალები უკვე მოსინჯეს ფრენსის ფორდ კოპოლამ, დრიუ ბერიმორმა და ფერჯიმ.

მათ რიცხვს შეუერთდა ცნობილი ვარსკვლავური წყვილი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი. ისინი საკუთარი ღვინის წარმოებას გეგმავენ.

ანჯელინამ და ბრედმა თანამშრომლობა გადაწყვიტეს ფრანგ მეღვინე მარკ პერინთან და მის ოჯახთან. ამ თანამშრომლობის შედეგი იქნება ვარსკვლავური ღვინო, რომლის სახელწოდება იქნება "შატო მირავალი". სწორედ ასე ეწოდება ვარსკვლავური წყვილის მამულს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, რომელიც მათ 2008 წელს შეიძინეს.

image
ანჯელინას და ბრედს მეღვინე საერთო ნაცნობებმა გააცნეს.


"ისინი კარგი ადამიანები არიან, მეგობრულები და უბრალოები-განაცხადა მეღვინემ ახალი პარტნიორების შესახებ-ისინი მუდმივად სრულყოფილებას ეძიებენ და გრძელვადიან გეგმებს სახავენ.
როგორც ცნობილი გახდა ღვინის ბოთლების დიზაინს ჯოლი და პიტი თავად შექმნიან.

0
44
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0