x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
კოსმეტიკის სამშობლო ეგვიპტე
კოსმეტიკის სამშობლოდ ეგვიპტე ითვლება. ამ საიდუმლოებებითა და გამოცანებით სავსე ქვეყანაში სახისა და სხეულის მართვის ხელოვნებამ უმაღლეს განვითარებას მიაღწია. სიტყვა "კოსმეტიკა" წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან "კემეთ", რაც ნიშნავს შავ მიწას ნილოსის ნაპირებიდან, საიდანაც საღებავ ნივთიერებებს იღებდნენ. ეგვიპტეში კოსმეტიკა წარმოიშვა სახისა და თვალების დასაცავად მწველი მშრალი ჰაერისა და ქვიშის ქარიშხლისგან. სურნელოვანი მცენარეული ზეთები არბილებდა და ატენიანებდა კანს და სიმსუბუქეს ანიჭებდა მას.


სხვათაშორის, თანამედროვე კოსმეტიკის მრავალი პროცედურა სწორედ უძველესი დროიდან იღებს სათავეს. მაგალითად, სხეულიდან არასასურველი თმების მოსაცილებლად კოსმეტიკურ სალონებში ამჟამადაც იყენებენ ე.წ. "შუგარინგის" მეთოდს, რომელსაც შაქრის ეპილაციას უწოდებენ. ოღონდ, დღემდე უცნობია, ვინ მოიფიქრა ეპილაციის ეს საშვალება - ნეფერტიტმა თუ საის ათენელმა.


ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV საუკუნეებში, ბერძენი ქალბატონები, პუდრას მსგავსად, ხმარობდნენ დანაყილ პარკოსან მცენარეებს, ფქვილსა და ცარცს. ბაგეებს იღებავდნენ წითელი საღებავით, რომელსაც ბუჟღენდისგან (ეს არის ბალახის მჭამელი მწერის, ბუჟღენდის ბუგრისგან დამზადებული სპეციალური ნივთიერება) წამწამებს მურით იღებავდნენ, მათ დასაფიქსირებლად კი ფიჭვის ფისისა და კვერცხის ცილის ნარევს ხმარობდნენ. მავე პერიოდს განეკუთვნება ძალზე საინტერესო ნაშრომი "ტრაქტატი სილამაზის შენარჩუნების შესახებ", რომელიც იმ დროისთვის ცნობილ კურტიზან ქალს, ასპაზიას ეკუთვნოდა.


კრემი ნაოჭებისთვის გამოიგონა ათენელმა ჰეტერა ქალმა, ფრინამ. კრემის შემადგენლობაში შედიოდა მდედრი ვირის რძე. ცნობილია, რომ ნერონის მეუღლე, პოპეა ვირის რძისგან მომზადებული აბაზანებით სარგებლობდა. როდესაც პოპეა სადმე მიემგზავრებოდა, ყველგან თან მიჰყავდა მდედრი ვირების ჯოგი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინგრენდიეტი კოსმეტიკაში დღემდე გამოიყენება.



ერთ-ერთი ვერსიის


თანახმად, კოსმეტიკა


გამოიგონა ძველ


ბერძნების სილამაზისა


და სიყვარულის


აფროდიტემ







ვიზაჟი

5
126
26-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ტასიტა
ტასიტა
126
  
2013, 21 თებერვალი, 15:44
საინტერესოა
2013, 14 თებერვალი, 21:05
თურქეთში,დღევანდელი კონიის ადგილას არის აგმოჩენილი წითელი საღებავბი,რომელსაც კოსმეტიკისთვის იყენებდნენ.ეს კი ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში(დასახლება ჩათალჰუიუქი).
2013, 12 თებერვალი, 21:38
ავტორი მართალია, კოსმეტიკის სამშობლო ეგვიპტეა
2013, 12 თებერვალი, 21:32
არ ვიცი უბალოდ ის ვიცი რომ ესეა
2013, 12 თებერვალი, 21:29
საინტერესოა,მაგრამ მერამდენადაც ვიცი პირველად კოსმეტიკა თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს დასახლებებში გამოიგონეს,უბრალოდ ეგვიპტეში მაკიაჟი იმდენად პოპულარული იყო რომ ყველას ასე ჰგონია
0 1 5