x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
აუხსნელი მოვლენა,რატომ იცავენ ადამიანებს დელფინები ზვიგენის თავდასხმისგან?

imageცნობილია, რომ დელფინი დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, ინტელექტუალი ძუძუმწოვარაა ვეშაპისებრთა ოჯახიდან.მისი ტვინი უფრო დიდია ვიდრე შიმპანზესი, ხოლო მათი საქციელი მიუთითებს მაღალ გონებრივ განვითარებას.ზრდასრული დელფინის ტვინი 1700 გრამს იწონის, ხოლო ადამიანის 1400გრ-ს.მას ორჯერ მეტი ნაოჭი აქვს ტვინში, ვიდრე ადამიანს.გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მათი "სამეტყველო" მარაგი 14 000 ხმოვანი სიგნალია, რომლითაც ისინი ერთმანეთს "ესაუბრებიან, "ამის გარდა მათ გააჩნიათ სოციალური თვითშეგნება(social cognition) და ემოციური შეცოდების უნარი.ისინი მზად არიან დაეხმარონ ახალდაბადებულებს, უმწეოებს ა.შ.აღსანიშნავია, რომ ა.შ.შ და რუსეთი სპეციალურად წვრთნიდა მებრძოლ დელფინებს სამხედრო მიზნებისთვის.მათი მოვალეობა იყო აღმოეჩინათ წყალქვეშა ნაღმები, გადაერჩინათ მეზღვაურები მტრის მიერ ჩაძირული ხომალდიდან, ამასთანავე მოეძებნათ და განადგურებინათ მტრის წყალქვეშა ნავები.(თუმცა ამერიკა დღემდე უარყოფს მსგავს ექსპერიმენტებს.)მიუხედავათ ამისა მეცნიერებისთვის მაინც ბოლომდე აუხსნელია, რატომ იცავს ადამიანებს დეფლინი ზვიგენის თავდასხმისგან?გთავაზობთ დელფინების მიერ ბოლო წლებში ადამიანის დაცვის ყველაზე გახმაურებულ ფაქტებს. ახალი ზელანდია, 2004 წელი 2 ნოემბერი.მაშველები ვარჯიშობდნენ პლიაჟზე ვანგერეისთან(Whangarei )ახლოს ჩრდილოეთ კუნძულზე, მათ გარშემო უზარმაზარმა 3 მეტრიანმა თეთრმა ზვიგენმა დაიწყო მოძრაობა.რობ ჰოვიზი (Rob Howes) ორ კოლეგა მაშველთან და მოზარდ ქალიშვილთან ერთად იყო წყალში.ზვიგენი მათ წრეს არტყავდა, "ზვერავდა" და უკვე შეტევისთვის ემზადებოდა.მოულოდნელად ზღვაში ერთად რამდენიმე დელფინი გამოჩნდა, მიუახლოვდნენ ადამიანებს და მათ გარშემო წრე შეკრეს, როგორც რობ ჰოვიზი ყვება ისინი საკმაოდ აღელვებულები ჩანდნენ, მათ კუდით რამდენჯერმე დასცხეს წყალს, ამით ალბათ ზვიგენს ანიშნებდნენ, რომ მოშორებოდა იქაურობას.დელფინებმა მაშველები ნელ-ნელა ნაპირამდე მიაცილეს და შემდეგ ზღვისკენ ქნეს პირი.ეს დღე მათ არასოდეს დაავიწყდებათ, განსაკუთრებით ერთ-ერთ მოცურავეს, რომლისთვისაც პირველი დღე იყო მაშველის რანგში. image 2007 წელი, 28 აგვისტო მონტერეის ყურე სან-ფრანცისკოს ჩრდილოეთით- კალიფორნია.ტოდ ენდრიუსი(Todd Endris)ბავშობიდანვე სერფინგით იყო გატაცებული, იმ სამშაბათს, ოდნავ ნისლიან დღესაც ტოდმა და მისი მეგობარმა ოკეანეში სერფინგის დაფებით შეცურეს, სადღაც 75 მეტრის სიღრმეზე იქნებოდნენ, როდესაც დაფაზე ქვემოდან ძლიერი დარტყმის ხმა გაიგო, თვითონ ტოდი დარტყმის ძალამ 4 მეტრის სიმაღლეზე ააგდო და შემდეგ წყალში მოადინა დგაფანი.ტოდი მალევე მიხვდა რაშიც იყო საქმე, ამისთანა ძლიერი დარტყმა მხოლოდ ზვიგენს თუ შეეძლო, იგი მალევე მოვიდა გონზე და სერფინგის დაფის თოკს ჩაეჭიდა, მყისვე მეორე შეტევა წამოვიდა, ამჯერად ტოდს ზურგი გაუგლიჯა ზვიგენმა, ზღვა სისხლით შეიღება, მტაცებელი მას წყალში ექაჩებოდა, ტოდმა ყვირილი დაიწყო, შეშინებულმა და დაბნეულმა მეგობარმა ნაპირისკენ გაცურა და იქედან ადევნებდა მოვლენებს თვალს.მესამედ უკვე ფეხი გაუგლიჯა ტოდს ზვიგენმა. "ჩემს ყვირილთან ერთად რაღაც წრიპინის მაგვარი ხმა მომესმა, გარშემო ბუშტულები გაჩნდა, წყალი ჩემს გარშემო უფრო აღელდა, გარშემო ჩრდილებივით რაღაცეები მოძრაობდნენ."-იხსნებს ტოდი.ჯონი, ტოდის მეგობარი:"ნაპირიდან ვადევნებდი თვალს მოვლენებს, ტოდი ისევ წყლის ზედაპირზე იყო, ხოლო მის გარშემო დელფინები დაცურავდნენ, თვალებს არ ვუჯერებდი, გავიფიქრე, მე თუ ახლა არ შევედი წყალში და ტოდის არ ვუშველე, მაშინ ჩემთვის ცხოვრება მომავალში შეუძლებელი იქნება-მეთქი." ჯონმა და რამდენიმე ნაპირზე მდგომმა მამაკაცმა წყალში შეცურეს და ტოდი დელფინების "საპატიო ესკორტთან" ერთად ნაპირზე გამოიყვანეს.იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას 500-მდე ნაკერი დაადეს, ექიმების თქმით, ერთი ნაჭრილობევი აორტას 2 მილიმეტრით აცილებული იყო, რაც ტოდის უეჭველ სიკვდილს გამოიწვევდა. image

1
727
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
727
  
2013, 12 თებერვალი, 15:17
ჩემი აზრით როგორც ხმელეთზე არიან ძაღლები ისე არიან ზღვაში დელფინები, ისინი ყოველთვის დაგიცავენ ვგიჟდები ამ ძუძუმწოვრებზე
0 1 1