x
image
ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
ინგლისის მეფის რიჩარდ III საფლავი ნაპოვნია ავტოსადგომზე
imageდნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ ნაპოვნი ნაშთები ნამდვილად ეკუთვნის ინგლისის მეფეს.


როგორც იქნა, მეცნიერებმა შეძლეს მეფე რიჩარდ III საფლავის აღმოჩენა, რომელიც მოკლეს ვარდების ომის დროს. ეს განაცხადა სპეციალურ პრესკონფერენციაზე წამყვანმა არქეოლოგმა რიჩარდ ბაკლიმ.


ადამიანის ნეშტი, რომელიც ეკუთვნოდა ინგლისის მეფეს რიჩარდ III, აღმოაჩინეს ავტოსადგომზე ლესტერში, ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში. თუმცა, ექსპერტიზის დადასტურება მხოლოდ ახლახანს შეძლეს. უძველესი ნარჩენებიდან მოპოვებულმა დნმ-ის ნიმუშებმა, აჩვენეს გენეტიკური მსგავსება სამეფო ოჯახის სხვა წინაპრებთან.

ბაკლიმ განაცხადა, რომ დარწმუნებით შეუძლიათ იმის დადასტურება, რომ ეს მეფე რიჩარდ III ნეშტია.




მეფე რიჩარდ III მოკლეს 1485 წელს - ვარდების ომში, 32 წლის ასაკში. იგი მოკლეს ჰენრი ტუდორის ბრძანებით, რომელიც იმავე დღეს გახდა ინგლისის ახალი მეფე - ჰენრი VII. მონასტერი განადგურდა და მისი საფლავის ზუსტი ადგილმდებარეობა დავიწყებას მიეცა.

0
443
5-ს მოსწონს
ავტორი:ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
ნ_ი_ნ_ი_კ_ე_ლ_ა
443
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0