x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის ფეხსაცმლის მოდური ტენდენცია (+ულამაზესი ფოტო-კოლექცია)
image2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მოდური ტენდენცია ორიგინალურ და მრავალფეროვან ფორმებს და ფერებს გვთავაზობს. უმეტესობა ულამაზესი და თვალისმომჭრელია. კოლექციაში გვხვდება როგორც კონკრეტული, ისე გარდამავალი სეზონის მოდელები.

1. კლასიკური მოდელები. ეს ფეხსაცმელი მაღალ ქუსლებზეა და გაფორმებულია ლითონის ელემენტებით. ეს ვარიანტები განკუთვნილია საღამოს გამოსვლებისათვის. ყოველდღიურად ჩასაცმელად კი გვთავაზობენ შედარებით დაბალ ქუსლს და ოდნავ მომრგვალებულ ცხვირს.

2. მეტალისებური ფერები. ნათელი ფერები მეტალისებური სხივით გადმოყოლილია წინა სეზონიდან და არც აპირებენ პოზიციების დათმობას. ფეხსაცმელი შეიძლება იყოს მეტალისფერი როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.

3. გეომეტრიული ფორმები. გეომეტრიული ხაზები და ფორმები გვხვდება არა მხოლოდ ცალკეულ ნაწილებზე, არამედ იგრძნობა მთლიან ფორმებშიც.


4. გამჭვირვალე ფეხსაცმელი - გვხვდება როგორც მთლიანად, ისე ცალკეული ელემენტების სახით.

5. მრავალფეროვნებამ გაახალისა როგორც ფეხსაცმელი, ისე აქსესუარები. ისინი ყვავილებით, ჭადრაკის ფიგურებით და ნაირფერი ფორმებითაა გაფორმებული.

6. ისევ მოდაშია ცხოველური შტრიხები. ლეოპოლდისმაგვარ მოხატულობას ნიანგის თუ გველის ტყავი ცვლის.

7. მკვეთრი, ჭყეტელა ფერები გვხვდება უკვე არა მარტო ტანსაცმელში, არამედ ფეხსაცმელშიც.

8. სპორტული პლატფორმები. კეტები პლატფორმებზე არა მარტო მოგვიმატებს სიმაღლეს, არამედ მოსახერხებელია ფეხით გასეირნებისას.

ფართო ქუსლები, ლაკის და ხავერდის ფეხსაცმელები, კვადრატული თუ დეკორატიული პლატფორმები, ქამრები, ამოჭრილი და გრძელი ცხვირები, ბეწვის ფეხსაცმელები, რაღას არ ვნახავთ აქ. აი. ისინიც:

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


































3
1905
11-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1905
  
2013, 9 ნოემბერი, 0:09
ავტორს მადლობა ძალიან საინტერესო იყო :)
2013, 20 თებერვალი, 17:17
არცერთიარ ვარგოდა ერთი ბოტასი გავდა რაღაცას.,დანარჩენი:((((((
2013, 18 თებერვალი, 7:11
მართალი რომ ვთქვა Y-3 ის ბოტასები როა მაგას მეც დიდი სიამოვნებით ჩავიცმევდი :D
0 1 3