x
image
აბრაგი
Mediator image
მოძღვარი გვირჩევს

imageკითხვა: შეიძლება თუ არა ლოცვის შემოკლება?

პასუხი: ლოცვის კანონის აღსრულებისას დამაბრკოლებელი ვითარებანი ბევრნაირია: უძლურება, ფიზიკური გადაღლილობა, შემთხვევითი სტუმარი, მგზავრობის უხერხულობა და სხვა. რასაც ანგარიში უნდა გაეწიოს. ასეთ დროს ლოცვის კანონი შეგნებულად უნდა შეიკვეცოს სათანადო დრომდე. ასევე, უნდა ვუფრთხოდეთ საკუთარი თავისთვის შეღავათის მიცემას, რათა არ გამოვიწვიოთ სინდისის ქენჯნვა, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და არ გავაკეთეთ.

კითხვა: ყველა გარდაცვლილისთვის სასარგებლოა თუ არა ფსალმუნის კითხვა?

პასუხი: ფსალმუნების კითხვა გარდაცვლილთათვის დიდად კეთილი საქმეა, მაგრამ ყველა გარდაცვლილისთვის მისი კითხვა არ შეიძლება, კერძოდ: თვითმკვლელთათვის და სხვა სარწმუნოების ადამიანებისთვის.

კითხვა: ძალიან მაშფოთებს, რომ ჩემს შვილს ეზოში ურთიერთობა უწევს თავის თანატოლებთან რომელთა შორის არიან ღვთისმგმობი ოჯახის შვილები და უზნეოებიც. როგორ მოვიქცე?

პასუხი: მთავრია, მეგობრობამ ცოდვებისკენ არ უბიძგოს ადამიანს. ესაუბრეთ თქვენს შვილს მეგობრულად და ურჩიეთ, რომ ერიდოს ურთიერთობას უზრდელ, უზნეო და უკეთურ ადამიანებთან. ოღონდ ეს უნდა გააკეთოთ სიყვარულით და არა ჩხუბით და აყალმაყალით.

2
135
2-ს მოსწონს
ავტორი:აბრაგი
აბრაგი
Mediator image
135
  
17 მარტი, 17:08
უფალს არც მაშინ უნდოდა ჩვენება ნამდვილი დიაგნოზის თქო ამასაც კი ვფიქრობ.
17 მარტი, 17:06
მოგესალმებით,თქვენი დახმარება მჭირდება.ამეკვიატა სიკვდილზე ფიქრი.მას შემდეგ მითუმეტეს რაც ჩიყვი აღმომაჩნდა.სერიოზული არაფერია მაგრამ დიაგნოზს არ ვენდობი და ვფიქრობ რომ დღეები დათვლილი მაქვს და სიკვდილის შავბნელ სურათებს წარმოვიდგენ კუბოში წოლას და ასე შემდეგ.ისიც კი მგონია და ვფიქრობ უფალს არ უნდა ნამდვილი დიაგნოზის ჩვენება.ეჭვი რაზეც მქონდა ის რომ გამოვიკვლიე ოთხი წლის წინ არაფერი იყო და დღეს ვეჭვობ რომ არასწორი დიაგნოზი იყო 4 წლისწინანდელი.იქნებ რამე მირჩიოთ.
0 1 2