x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
ხინკალი სხვადასხვა ბოსტნეულით და ნივრით.

image1. მოხარშეთ კარტოფილი, ასრისეთ, დაუმატეთ მარილი, გამდნარი ცხიმი, დანაყილი პილპილი და აზილეთ კარგად.

2. მოხარშეთ მწვანე ხახვი, გაწურეთ ხელით, დაჭერით ძალიან მწვრილად, შეურიეთ მარილი, წვრილად დაჭრილი და ცხიმში მოშუშული ხახვი, მწვრილად დაჭრილი ქინძი და დანაყილი წიწაკა.

3. მოხარშეთ ისპანახი, შეაგრილეთ, გაწურეთ ხელით, მოათავსეთ ფიცარზე და ძალიან წვრილად დაჭერით. შემდეგ შეაზავეთ მარილით, დანაყილი წიწაკით, მარილთან ერთად დანაყილი ნივრითა და წვრილად დაჭრილი მწვანილით.

4. მოხარშეთ ჭარხლის ფოთოლი, შეაგრილეთ, გაწურეთ ხელით, მოათავსეთ ხის ფიცარზე და დაჭერით ძალიან წვრილად. შეურიეთ მარილი, დანაყილი წიწაკა, ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი და დანაყილი ნიორი.

5. მოხარშეთ ბოლოკის ფოთოლი, შეაგრილეთ, გაწურეთ ხელით, შეაზავეთ მარილით, წიწაკით, ბროწეულის მარცვლებითა და დანაყილი ნივრით.

მოზილეთ მაგარი ცომი, გააბრტყელეთ და შემდეგ მოიქეცით ისე, როგორც ზემოთ არის აღწერილი.

მარილიანი ნიორი დანაყეთ კარგად და აზილეთ ცოტა რაოდენობის წყალში.

მოზილეთ ცომი ოდნავ მარილიანი წყლით და პურის ფქვილით, შემდეგ გააბრტყელეთ, გამოჭერით პატარა თეფშის ოდენა ცომები. თითეულ ცომს წაუსვით დანაყილი ნიორი, შემდეგ ნაპირები შემოუკეცეთ, კუჭი დაუტკეპნეთ ისე, რომ მოხარშვაში არ გაიხსნას. ასე გამზადებული ცომი მოათავსეთ მდუღარე მარილწყალში და მოხარშეთ, მხოლოდ ქვაბი ატრიალეთ, რომ ხინკალი ქვაბის ძირს არ მიეკრას.

წყალი - ერთი ჭიქა, პურის ფქვილი - საჭიროების მიხედვით, ნიორი - 2 თავი, მარილი გემოვნებით.

1
321
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
321
  
2013, 28 მარტი, 22:33
რა მაგარია
0 1 1