x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134583
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
სწორი კვება და ჯანმრთელი ცხოვრება !!

თუ ჭარბი კილოგრამებისგან გათავისუფლება მტკიცედ გადაწყვიტეთ, იცოდეთ, სინამდვილეში ეს არც ისე რთულია. სიმტკიცე, ნებისყოფა და პრობლემის მიმართ სწორი მიდგომა გესაჭიროებათ და შედეგიც არ დააყოვნებს - გაცილებით ჯანმრთელი, ახალგაზრდა, მოძრავი და ხალისიანი გახდებით.
იკვებეთ სწორად

ეცადეთ, რაციონი მაქსიმალურად გაამდიდროთ სასარგებლო პროდუქტებით. ასეთი მიდგომა რამდენიმე კილოგრამის დაკლების საწინდარია, რადგან თქვენი სუფრიდან გაქრება ძნელად მოსანელებელი, კონსერვანტების შემცველი საკვები, ტკბილეული, შებოლილი და ცხიმიანი ხორცი. თქვენი დევიზი უნდა იყოს: სრულფასოვანი საკვები - მინიმალური ზიანი.

ნუ იშიმშილებთ

რაციონის კალორიულობის მკვეთრი შემცირებით წონაში ვერ დაიკლებთ. ხშირად ასეთი ქმედება ნივთიერებათა ცვლის შენელებას იწვევს, რადგან ორგანიზმი კალორიების შენარჩუნებისთვის იწყებს ბრძოლას. რასაკვირველია, კალორიების შეზღუდვა საჭიროა, მაგრამ ბევრი რამ თქვენი ცხოვრების რეჟიმზე, აღნაგობასა და სხვა ინდივიდუალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. საშუალოდ, დღიური რაციონი არანაკლებ 1200-1500 კკალორიას უნდა შეიცავდეს.

თეფშზე ბევრ საჭმელს ნუ გადმოიღებთ

თევზის, ძროხის ან ქათმის ხორცის ულუფა, რომელსაც ერთ ჯერზე მიირთმევთ, არ უნდა აღემატებოდეს 150-200 გრამს. თუ თქვენს თეფშზე ამაზე გაცილებით დიდი ულუფა დევს, აშკარაა, რომ ზედმეტს მიირთმევთ.

სასმელები კალორიულია

ცდებით, თუ მიიჩნევთ, რომ მცირე ულუფა მიირთვით და ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი სითხე დალიეთ. ნებისმიერი სასმელი, წყლის გარდა, კალორიებს შეიცავს. ეს მაშინაც უნდა გახსოვდეთ, როცა ჭიქა ხილის წვენისკენ მიგიწევთ ხელი. ბოკალი ღვინო დაახლოებით 120-180 კკალორიას შეიცავს. განსაკუთრებით კალორიულია ლუდი.

რაც შეეხება გაზიან სასმელებს, ყველაფერთან ერთად, ხელოვნურ დამატკბობლებსაც შეიცავს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ორგანიზმს ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღების სურვილს აღუძრავს.

თეთრი ფქვილისგან მომზადებული ნაწარმი რაციონიდან გამორიცხეთ

თეთრი ფქვილისგან მომზადებული საკვები სისხლში შაქრის დონეს ამაღლებს და კუჭქვეშა ჯირკვალს ინსულინის გაძლიერებული რეჟიმის გამომუშავებისკენ უბიძგებს. ასეთი სიტუაციის გამო მადის კონტროლი ძნელდება და ენერგიის ნაკლებობას განიცდით, ჭამეთ ნელა არ იჩქაროთ რადგან კუჭმა ნორმალურად გადაამუშაოს .
image


0
381
5-ს მოსწონს
ავტორი:ხეთაგური
ხეთაგური
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0