x
image
აჩიკუნა
წინაპრების თილისმები ( ძველი ცრურწმენები)
image თუ შავმა კატამ გადაგირბინათ, ღილს მოჰკიდეთ ხელი, ყველაფერი წესრიგში იქნება.

საპონი ჯჰიბეში - ავი თვალისგან დაგიცავთ.

ნაკვერჩხალს დაასხით წყალი, თან დააყოლეთ: როგორც ეს ცეცხლი დაიშრიტა, ასე დაიშრიტოს ჩემი დარდიო.

ნემსი, მკარატელი, დანა და მისთანანი არავის აჩუქოთ, ჩხუბი იცის. ავი თვალისაგან ოჯახის დასაცავად ჩაარჭვეთ კარებში ნემსი ან დანა მახვილი ბოლოთი გარეთ მიმართული. მაკრატელი გახსნილი არ დატოვოთ, ცხუბი იცის. ახალფეხადგმულ ბავშვს დანა გაუტრეთ ფეხის ტერფებს შორის, მოსალოდნელ ხიფათებს ააშორებს.


სარკე შემოსასვლელი კარის პირდაპირ დადგით ან დაკიდეთ. სახლში შემოსასვლელ ყველა ხიფათს აირეკლავს. პატარა სარკე მედალიონოვით ჩამოიკიდეთ ყელზე, ყოველგვარ ხიფათს აგაშორებთ. თუ სარკე გატყდა, ნამტვრევებიანად ჩაფალიტ მიწაში. ნაჩუქარი სარკე ყოველი შემთხვევისთვის ნაკურთხი წყლით დაწმინდეთ.

წითელი ცხვირსახოცი ან წინდა სკამის ფეხს მოაბით და დაკარგულ ნივთს იპოვით.

გადააბიჯეთ ზღურბლს, გულში თქვით თქველი სურვილი, უკან გადმოაბიჯეთ და მიხურეთ კარი. სურვილი შეგისრულდებათ.

1
206
3-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
206
  
2013, 7 თებერვალი, 18:24
თუ შავმა კატამ გზა გადაგიჭრა, აუცილებლად გაგიმართლებს თუ რათქმაუნდა თაგვი არ ხარ:D:D:D
0 1 1