x
image
აჩიკუნა
საიქიოს ძალები
ინგლისი მოჩვენებების კლასიკურ ქვეყნად ითვლება. როდესაც მწერალი დაიანა მორმანი ინგლისის მოჩვენებების შესახებ წიგნისათვის მასალებს აგროვებდა, 30 უძველესი სასახლისა და მამულის პატრონს მიმართა კითხვით: - ბინადრობდნენ თუ არა მათთან აჩრდილები. მან 28 დადებითი პასუხი მიიღო.

image




























ლონდონის ტაუერში დღისით ტურისტები ირევიან, ათვალიერებენ აბჯრებით, ფარ-ხმლით კედლებმორთულ ოთახს, საგანძურის დარბაზს. ღამით კი მრავალსაუკუნოვანი ციხესიმაგრის დერეფნები და კიბეები სიჩუმეში იძირება. მხოლოდ გუშაგები დააბიჯებენ. ისინი ყვებიან, რომ აქ ზოგჯერ უცნაური მოვლენები ხდება: ადამიანის მსგავსი ბუნდოვანი ფიგურა ნისლისფერ შუქში კრთის და უხმოდ დაფარფატებს. განსაკუთრებით ცივ, ბნელ და მოღუშულ ღამეებში შეიზლება თურმე მისი ნახვა და თუკი კარგად დააკვირდებით, გაარჩევთ მდიდრულად ჩაცმული ქალბატონის უთავო ფიგურას, რომელსაც თავი მარჯვენა იღლიაში აქვს ამოჩრილი. გადმოცემით, ეს ანა ბოლეინის აჩრდილია. ის ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მეორე ცოლი და სახელგანთქმული დედოფლის ელისაბედ I-ის დედა იყო. როდესაც ცოლმა თავი მოაბეზრა, მეფემ ის მზაკვრულად დაადანაშაულა და ტაუერის დილეგში ჩააგდებინა, 1536 წელს კი თავი მოჰკვეთეს. თქმულების მიხედვით, მისმა სულმა დღემდე ვერ ჰპოვა სიმშვიდე.

ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში არანის უკვირს აჩრდილებთან შეხვედრა. აქ მოჩვენებებით სავსე უთვალავი სასახლეა.


თურმე ირლანდიაში, როთფიქსის სასახლის ნანგრევებში დაეხეტება ახალგაზრდა ქალის აჩრდილი, რომელიც კედელში ჩაატანა საკუთარმა ძმამ იმის გამო, რომ მას სხვა აღმსარებლობის მამაკაცი შეუყვარდა.

შოტლანდიაში, ქალაქ დანდის მახლობლად, XIII საუკუნის გლეიმის სასახლეს XVII საუკუნეში მიუშენეს მრავალი კოშკი და ერკერი. როგორც ამბობენ, იგი მოჩვენებებითაა სავსე. განსაკუთრებით ნისლიან შემოდგომაზე, მის ოთახებში უხმოდ დაძრწის ნახევრად ცხოველის, ნახევრად ადამიანის მსგავსი ურჩხული. სასახლის ეკლესიაში კი ბინადრობს “რუხი ლედის" - ლედი გლეიმის მოცვენება, რომელიც 1540 წელს ჯადოქრობის გამო ცეცხლზე დაწვეს.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აჩრდილებიანი სახლი იყო ბორლეის მონასტრის კელია ესექსის პროვინციაში. თურმე აქ “პლტერგეისტი" მონაზონი ათწლეულების მანძილზე თავის შავბნელ საქმეებს სჩადიოდა. ოთახიდან ისროდა გასაღებებს, ქვებს ან მონეტებს, სხვადსხვა სითხეს მელნად აქცევდა, კაკუნით იქაურობას იკლებდა, ნივთებს აქრობდა. ბოლოს, შენობა ხანძარმა გადაბუგა.

ინგლისში მოჩვენებებით ყველაზე მრავალრიცხოვანია დროსეტის საგრაფოს მამული, საფორდორკასი, სადაც, მეპატრონის თქმიტ, სულ ცოტა, 14 სხადასხვა მოჩვენება, მათ შორის შავი მონადირე ძაღლის აჩრდილი სახლობს.

0
140
3-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0