x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ვაშლის ტორტი

ცხვება 26 სმ დიამეტრის ტორტის გასახსნელ ფორმაში
გამოდის 12 ნაჭერი
1 ნაჭერი = 225 კ/კალ.
დრო: მოსამზადებლად – 55წთ; გამოსაცხობად – 15წთ; გასაცივებლად – 2სთ.

imageმასალა ბისკვიტისთვის:

  • 3 ცალი კვერცხი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 90 გ შაქარი
  • 90 გ ფქვილი

სხვა მასალა:

  • 4 ს.კ. შაქარი
  • 3/2 ს.კ. წვრილად დაფხვნილი ჟელატინი
  • 1 მწიკვი ვანილი
  • 450 მლ ვაშლის წვენი
  • 750 გ ვაშლი
  • 250 გ ნაღები (ცხიმ. 33-35%)
  • 100 გ უცხიმო ხაჭო
  • 1 ს.კ. შაქრის პუდრა
  • 2 ს.კ. კვერცხის ლიქიორი
  • დაჭრილი ნუში მოსართავად
  • პერგამენტი ფორმისთვის

გააცხელეთ ღუმელი. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად გამაგრებამდე. გული და შაქარი კი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ ათქვეფილი ცილა, მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოურიეთ. მიღებული ცომი ჩაასხით ტორტის ფორმაში, შედგით ღუმელში და აცხვეთ 15 წუთით 175 გრადუსზე. შემდეგ ოდნავ გააცივეთ, ამოიღეთ ფორმიდან, მოაცილეთ პერგამენტი, დადეთ ცხაურზე და აცადეთ გაცივება.
გააცხელეთ ვაშლის წვენი, დაუმატეთ შაქარი, ჟელატინი, და ურიეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ჟელატინი არ გაიხსნება (არ ადუღოთ). შემდეგ გადმოდგით, შეურიეთ ვანილი და გააცივეთ. ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით ოთხად, გამოაცალეთ გული. ყოველი მეოთხედი სიგანეზე თხელ ნაჭრებად დაჭერით. როცა ვაშლის წვენი ჟელედ დაიწყებს გადაქცევას, გაატარეთ საცერში და დაუმატეთ ვაშლის თხელი ნაჭრები.
ბისკვიტს შემოავლეთ ტორტის ფორმის გასახსნელი რგოლი, წაუსვით ვაშლიანი ჟელე და 2 საათით დადგით ცივ ადგილას.
ნაღები ათქვიფეთ გამაგრებამდე. ხაჭო და პუდრა კარგად აურიეთ და დაუმატეთ ათქვეფილ ნაღებს. მიღებული ხაჭოს კრემი ქულებად გაანაწილეთ ტორტზე. მოასხით კვერცხის ლიქიორი.

0
2529
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
2529
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0