x
image
ბესო დანელია
მტირალა ბავშვების ფესტივალი იაპონიაში

ტოკიოში ყოველწლიურად ტარდება მტირალა ბავშვების ფესტივალი. ამ ფესტივალის ფარგლებში ეწყობა შეჯიბრებები, რომლებშიც სუმოისტები მონაწილეობენ. სუმოისტებს ხელში უჭირავთ პატარა ბავშვები, რინგზე ორ-ორი გამოდიან და ერთმანეთის პირისპირ დგებიან. ის, ვისი ბავშვიც პირველი დაიწყებს ტირილს, მოგებულად ითვლება. თუ ბავშვები ერთდოულად იწყებენ ტირილს, გამარჯვებულად ცხადდება ის ბავშვი, რომელიც უფრო ხმამაღლა ტირის. თუ ბავშვებმა ტირილი გადაიფიქრეს, მსაჯი საშინელ ნიღაბს იკეთებს და ცდილობს ბავშვები აატიროს.
იაპონიაში მტირალა ბავშვების ფესტივალი უკვე 400 წელია ტარდება. შეჯიბრების დროს ცდილობენ ბავშვი რაც შეიძლება მაღლა ასწიონ - ფიქრობენ, რომ ბავშვის ტირილს შეუძლია ავი სულების დაფრთხობა. გარდა ამისა, მშობლებს სჯერათ, რომ ტირილის ფესტივალში მონაწილეობა ხელს შუწყობს ბავშვის ჯანმრთელობის გაძლიერებას.

2
36
10-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
36
  
2013, 7 თებერვალი, 13:10
:))
2013, 6 თებერვალი, 23:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2