x
image
_თაკო_
ყველაზე დიდთვალება ძაღლი

imageტექსასის შტატში მცხოვრები ბოსტონ ტერიერის ჯიშის ძაღლი, სახელად "ბრუსკი", გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს, ძაღლებს შორის ყველაზე დიდი თვალების გამო. როდესაც ვეტერინარმა ძაღლის თვალები შეამოწმა, მაშინვე ურჩია პატრონს, მიემართა გინესის რეკორდების აღმრიცხველთათვის, როგორც ყველაზე დიდთვალება ძაღლი. ბრუსკის ერთი თვალის დიამეტრი 2.8 სანტიმეტრია, რის შედეგადაც ძაღლმა რეკორდების წიგნში თავისი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ბოსტონ ტერიერის ჯიშის ძაღლი ამერიკაში, შეერთებულ შტატებში გამოიყვანეს მე-19 საუკუნეში და ეს ჯიში მართლაც გამოირჩევა თავისი დიდი თვალებით, რომელთა შორისაც ბრუსკი აღმოჩნდა ყველაზე დიდთვალება.imageimageimageimage







1
56
4-ს მოსწონს
ავტორი:_თაკო_
_თაკო_
56
  
2013, 7 თებერვალი, 16:37
Rakai tipia:*
0 1 1