x
image
აჩიკუნა
რისი ეშინოდათ გენიოსებს
შიში ვლინდაბა არა მხოლოდ ბრძოლის ველზე ან სტიქიური უბედურებისას. სხვადსხავა შიში თუ ფობია ზოგიერთს მთელი სიცოცხლის მანძილზე ყველაზე ტრივიალურ სიტუაცებშიც კი თან სდევს. ამგვარი ფობია რამდენიმე ასეული არსებობს. საინტერესოა, რომ ფობიით იტანჯებოდა არაერთი სახელგანთქმული ადამიანი. პეტრე პირველი ერთდროულად რამდენიმე ფობიით იყო შეპყრობილი. ერთი მათგანია - ეკოფობია, დიდი ნაგებობებისა და მაღალი ჭერის შიში. მის ერთ-ერთ შემორჩენილ საცხოვრებელში შემთხვევითი როდია, რომ ჩვეულებრივი სიმაღლის ჭერზე ეკიდა მეორე ჭერი, რომელიც ამცირებდა სიმაღლეს და ქმნიდა მყუდრო ზარდახშის ეფექტს.


image





















ნაპოლეონ ბონაპარტეს ეშინოდა ცხენების (ჰიპოფობია), აგრეთვე თეთრი ფერის (ლეიკოფობია). სასაცილოა, რომ ზოგიერთი მხატვარი მას თეთრ ცხენზე ამხედრებულს ხატავს. მის თავლაში არასოდეს ყოფილა თეთრი ცხენი.

მწერალ ნიკოლოზ გოგოლს აწამებდა ცოცხლად დამარხვის შიში.


მილიონერი ჰოვარდ ჰიუზი შეპყრობილი იყო პატოფობიით - ავად გახდომის შიშით. ის საათში ერთხელ იზომავდა ტემპერატურას და წნევას, უამრავ წამალს ყლაპავდა.

სტატისტიკა ირწმუნება, რომ თანამედროვე მამაკაცებს ყველეზე მეტად აშინებთ ხელმოცარულობა: პროფესიაში და ზოგადად ცხოვრებასი. ქალთა მთავარი საშინელებები: მარტო დარჩენა, შვილის დაკარგვა. სხვათა შორის სუფთა ქალური შიშები - თაგვების, ვირთხების და გველების შიში ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზეა სიაში. ბავშვებს ეშინიათ სიბნელის, საშიში სიზმრების, დასჯის, ყვირილის. ბევრი ადამიანია შეპყყრობილი აეროფობიით - თვითმფრინავით მგზავრობის შიშით.

ზოგჯერ აკვიატებული შიში იმდენად იპყრობს ადამიანს, რომ იგი კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე. ასეთი ადამიანი ფიზიკუტად ხდება ცუდად: სტკივდება თავი, უხშირდება გუისცემა, ყელში თითქოს ბურთი აქვს გაჩრილი. ზოგჯერ კი ადამიანს ეჩვენება, თითქოს სხვა სამყაროში ამოყო თავი. ამგვარ მდგომარეობას ფსიქიატრები უწოდებენ ვეგეტეტიურ კრიზს ან პანიკურ შეტევას.

შესაძლებელია თუ არა პანიკური შეტევის მოშორება ან საერთოდ შიშის დაძლევა ისე, რომ არ მივმართოთ ტრანკვილიზატორებს და ძვირადღირებულ ფსიქოლოგიურ სეანსებს?

როგორც უკვე ითქვა, პანიკის თავიდან აცილება ვაჟკაცური ბუნების ადამიანთა მაგალითით და პროფესიული ვარჯიშითაა შესაძლებელი. სწორედ ამაზეა აგებული ექსტრემალური ტრენინგის მეთოდი. მისი არსი იმასი მდგომარეობს, რომ ადამიანთა ჯგუფი, ტრენერის (მამაცი ადამიანის) ხელძმღვანელობით, გადის ქალაქგარეთ. ის კონკრეტულ დავალებას აძლევს მათ. მაგ: საწიროა საკმაოდ მაღალი კლდიდან ღვალახვეული გადმოხტომა. პირვეკად ამას თავად ტრენერი აკეთებს. შემდეგ ამ მაგალითით ფრთაშესხმული ჯგუფის წევრებიც ხელმძღვანელს რიგრიგობით ჰბაძავენ. ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მშიშრებიც ხვდებიან, რომ საშიში არაფერია.

შემდეგი დასვლა - ახალი დავალება. ჯგუფს წყვილებად ყოფენ. წყვილები სხადასხვა მიმართულებით მიდიან ტყეში და ერთმანეთს უნდა მიაგნონ მხოლოდ გადაძახილებით, დავუშვათ, მგლის ყმუილის იმიტაციით.

დავალება სეიძლება ძალზე საშიშიც იყოს. მაგ. ასეთი: საკუთარი ხელით გაითხარო სამარე, ჩაწვე შიგ, დაიკრიფოხელები და და არ გაინძრე, როცა მიწას მოგაყრიან. ექსტრემი ექსტრემია, მაგრამ ყველა ეს ტესტი გარკვეული თანამიმდევრობითაა აგებული.

ამგვარი ტრენინგის შემდეგ ბუნებით მშიშარა სულიერ კომფორტს და თვითდაჯერებულობას მოიპოვებს. მას უკვე ესმის, რომ ეშმაკი არც ისე საშიშია, როგორც ეგონა. შეიძლება საკუთარი შიშის სრულიად დამარცხება შეუძლებელი იყო, მაგრამ მასთან ბრძოლა საჭიროცაა და აუცილებელიც.

0
258
3-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0