x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
როგორ მოვუაროთ წამწამებს
imageქალბატონების თითქმის 80% აწუხებს თუ როგორ მოვუაროთ წამწამებს?

გრძელი და აპრეხილი წამწამები თვალს განსაკუთრებულ სილამაზეს და მომხიბვლელობას მატებს.

რჩევები

თუ წამწამების ასაპრეხ ტუშს ყოველდღე იყენებთ, მალე დაგჭირდებათ კოსმეტოლოგის კონსულტაცია – თუ რა მოუხერხოთ წამწამების, ორად გაყოფილ ბოლოებს.


აუცილებელია ხარისხიანი ტუშის შეძენა

უხარისხო საღებავმა შესაძლოა, წამწამები დააზიანოს ან ქუთუთოების წვა და ქავილიც გამოიწვიოს, რასაც საბოლოოდ წამწამების ცვენა მოჰყვება,

ძილის წინ მაკიაჟი აუცილებლად მოიშორეთ კოსმეტიკური რძის საშუალებით.

image

წამწამების მოვლა

წამწამების მოვლა ზეითუნის ზეთის რეგულარული გამოყენებით დაიწყეთ. ჯერ კარგად ამოიბანეთ თვალები თბილი წყლით, შემდეგ კი წამწამებზე ზეითუნის ზეთი წაისვით – წამწამები გახშირდება, გამუქდება და ბზინვარება მოემატება.

ქალბატონებო გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენს სახეზე მუდამ ლამაზი და მიმზიდველი გამოხედვა და ღიმილი იქნება.

0
173
4-ს მოსწონს
ავტორი:Jokero
Jokero
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0