x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
კომედი შოუს დედოფალი
''კოimageმედი შოუს'' ულამაზესი და უნიჭიერესი მსახიობ ეკე აფშილავას ალბათ ბევრი თქვენთაგანი იცნობს. ეს მხიარული და საყვარელი გოგონა გარდა სამსახურისა, სწავლობს, ვარჯიშობს და მეგობრებთან ერთად ბარში სასიარულოდაც იცლის. როგორც თვითონ ამბობს ძალიან პუნქტუალურია.

- არ მახსოვს, რომ ოდესმე სადმე დამგვიანებოდეს.

მისი დილა ათ საათზე იწყება. მაღვიძარა აქვს, მაგრამ მას ასწრებს ხოლმე ადგომას. დილას ყავით არ იწყებს, არც სიგარეტს ეწევა. სარკესთან დიდ დროს არ ატარებს, უბრალოდ დროს სწორად ანაწილებს და წინა დღეს უკვე იცის თუ რას ჩაიცვამს მეორე დღეს. ჯერჯერობით საკუთარი მანქანა არ ჰყავს, თუმცა უახლოეს მომავალში აუცილებლად იყიდის. ეკას ძალიან უყვარს ჭრა-კერვა და ბავშვობიდან აკეთებს აქსესუარებს. უკვე იმდენი დაუგროვდა, რომ ჩვენების გაკეთებასაც აპირებს.

- შეყბარებული თუ გყავს?


მე მგონი არა(იცინის). მინდა რომ მყავდეს, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ. ეს თვითონ უნდა მოვიდეს.

- თაყვანისმცემლები ხომ არ გაწუხებენ?

ვფიქრობ ჯერ არ ვარ ისეთი პოპულარული, მაგრამ ხალხი მცნობს და რამდენიმე სასიამოვნო შემთხვევა მქონია.

- სიურპრიზები თუ გიყვარს?

სასიამვნო კი (იცინის)

- შენი დღე რომელ საათზე მთავრდება?

ღამის სამ ოთხ საათზე, მაგრამ როდესაც აქსესუარებთან ვჩხირკედელაობ, შეიძლება დამათენდეს თავზე.

1
2038
2-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
2038
  
2012, 20 აპრილი, 12:44
"შეყბარებული თუ გყავს?"
0 1 1