x
image
ბესო დანელია
ელენე გედევანიშვილი

ელენე გედევანიშვილიამ სტატიაში მინდა გესაუბროთ ცნობილ ქართველ მოციგურავეზე. ელენე გედევანიშვილი ქართველი მოციგურავეა. 2003 წლის საქართველოს ჩემპიონი ფიგურულ სრიალში პირველი ქართველი მოციგურავე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე 2010 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეფილდში ჩატარებულ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გედევანიშვილმა ფიგურულ სრიალში ვარჯიში 5 წლის ასაკში დაიწყო თამარ ანჯაფარიძის ხელმძღვანელობით. 10 წლის გოგონას ნიჭი აშკარა გახდა და საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციამ ელენეს მშობლებს ურჩია ვარჯიში მოსკოვში გაეგრძელებინა. 2000 წელს ელენე დედასთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და დაიწყო ვარჯიში ბუიანოვას და ბლაგოვას ხელმძღვანელობით. 2006 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მოციგურავეს გამოუყო თანხები, რათა აშშ-ში ეცხოვრა და ევარჯიშა. ამჯერად მან ვარჯიში გააგრძელა ზმიევსკიას საციგურაო სკოლაში ნიუ-ჯერსიში. 3 წლის შემდეგ ელენემ კვლავ გამოიცვალა მწვრთნელი და გადავიდა რობინ ვანგერის ჯგუფში, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ ცნობილ მოციგურავეებთან როგორებიცაა სარა ჰიუზი და საშა კოენი.

image

2
160
12-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
160
  
2013, 4 თებერვალი, 22:58
მეც ასევე! გამიხარდება მისი წარმატება!
2013, 4 თებერვალი, 22:52
დიდი იმედი მაქვს, რომ თავის სიტყვას იტყვის
0 1 2