x
image
ხიზანიშვილი
ცეზარ ჩოჩელის და მისი მეუღლის ქონება დაყადაღებულია

image- ცეზარ ჩოჩელის და მისი მეუღლის ქონება დაყადაღებულია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მისულ ცეზარ და სვეტლანა ჩოჩელებს დღეს გააცნეს. დაყადაღებულია ჩოჩელების პირადი საბანკო ანგარიშებიც. ყოფილი გუბერნატორის ადვოკატი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ცეზარ ჩოჩელს ბრალდება "ნიუ ენერჯი"-ის საქმიანობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. სასამართლომ მას გირაოს სახით 200 000 ლარის გადახდა დააკისრა.


image- გოგიტა გაბაიძე (ადვოკატი): "გაგვაცნეს განჩინება, ეს არის თბილისის საქალაქო სასამართლოს 31 იანვრის და 1 თებერვლის, რომლითაც ყადაღა დაედო, როგორც
ცეზარ ჩოჩელის, ასევე მისი მეუღლის, სვეტლანა ჩოჩელის მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას და მათ შორის საბანკო ანგარიშებს. ესე იგი მინიმალური საარსებოც კი არ დაუტოვეს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, იმიტომ, რომ ჩვენ ეხლა გაგვაცნეს 4 დღის უკან გამოტანილი განჩინება და ოქმები ყადაღის დადების შესახებ. ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ, იმიტომ, რომ ადამიანს სჭირდება მინიმალური საარსებო წყარო მაინც. ცეზარ ჩოჩელის ქონებაზე შეიძლებოდა ყადაღის დადება, მაგრამ სვეტლანა ჩოჩელის ქონებაზე ყადაღის დადება არ შეიძლებოდა. თურნე მასთან დაკავშირებული პირია. ეგრე მეც და მისი ყველა თანამშრომელი მასთან დაკავშირებული პირია."

2
40
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
40
  
2013, 17 აპრილი, 21:22
არ ვიცოდი სტატიებსაც თუ წერდი.კარგია
2013, 5 თებერვალი, 12:24
ეს თავისივე გაკეთებულ ბოინში( სადაც გლეხებს ყოველ 100 კილოზე 100 ლარს ახდევინებდა)აი იმ ბოინში უნდა დაკიდო ერთი ადგილით.
0 1 2