x
ადამიანური კაპიტალი, კულტურა და ინოვაციები სომხეთის ქალაქებში
სომხეთი, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, პატარა ქვეყანაა
(3. 24 მლნ), თუმცა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ურბანიზებულია. მისი ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2.1 მლნ ადამიანს. ურბანიზაციის დონე 64%-ია. ადამიანური კაპიტალი, კულტურა და ინოვაცია, ძირითადად დედაქალაქში, ერევანში არის თავმოყრილი. საინტერესოა ამ კომპონენტების თავისებურებათა დადგენა სომხეთის სხვადასხვა ქალაქებისათვის. ამისთვის,

შეძლებისდაგვარად განხილულია მოსახლეობის მიხედვით 10 უდიდესი ქალაქი: ერევანი, გიუმრი, ვანაძორი, ეჩმიძიანი, რაზდანი, აბოვიანი, კაპანი, არარატი, არმავირი, გავარი.


მოსახლეობის რაოდენობა უდიდეს ქალაქებში:


ქალაქი - მოსახლეობის რაოდენობა



ერევანი - 1, 107, 800
გიუმრი - 186, 918
ვანაძორი - 116, 929
ვაღარშაპატი - 52, 757
რაზდანი - 42, 150
აბოვიანი - 36, 705
კაპანი - 35, 071
არარატი - 34, 027

არმავირი - 26, 387
გავარი - 22, 444



ადამიანური კაპიტალის შეფასება ხდება მოსახლეობის ხარისხობრივი მახასიათებლებით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია

განათლების დონე მოსახლეობაში. მსოფლიოს ქვეყნების განათლების დონის ინდექსით შედგენილ რეიტინგში სომხეთი არის 84-ე ადგილზე (ის უსწრებს აზერბაიჯანს (86-ე) და საქართველოს
(89-ე)). საშუალო და უმაღლესი განათლების მისაღებად მოსახლეობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობით და იქ მიღებული განათლება
უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ამჟამად, სომხეთში ფუნქციონირებს 90 უმაღლესი სასწავლებელი. მათი უმრავლესობა (71) მდებარეობს ერევანში - მათგან 19 არის

სახელმწიფო და 52 კერძო უნივერსიტეტი. ეროვნული სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციით, 2008-2009 სასწავლო წელს დედაქალაქში სტუდენტთა რაოდენობა შეადგენდა 114 399-ს, აქედან 91 806 იყო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი. ერევნის უნივერსიტეტში, 16 304 სტუდენტი უფასოდ სწავლობს (სპეციალური სოციალური პროგრამები არსებობს), ხოლო 75 502 სტუდენტი ჩვეულებრიბ იხდის სწავლის საფასურს. ასევე, ეროვნული სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციით, 2008 წელს, ერევნის უმაღლეს დაწესებულებებში ჩართული აკადემიური პერსონალი შედგებოდა 12 169

თანამშრომლისაგან. ყოველივე აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქალაქის მოსახლეობის განათლების დონე საკმაოდ მაღალია. მოსახლეობაში უმაღლესი განათლების მიღების დიდი მოთხოვნილება არსებობს. ამას ასევე ხელს უწყობს ქალაქ ერევანში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის განათლების დაფინანსება. რადგანაც სომხეთი ბუნებრივი რესურსებით შეზღუდულია,

მნიშვნელოვანია სამეცნიერო სფეროს განვითარება. ამ მიზნით განათლება იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ამიტომ საჭიროა მოსახლეობის განათლების დონის ამაღლება სამეცნიერო სფეროში.

სომხეთის ქალაქებიდან, მოსახლეობის განათლების დონით,
ასევე ქალაქში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების სიმრავლით გამოირჩევა სამი მნიშვნელოვანი ქალაქი: ერევანი, გიუმრი და ვანაძორი. ინტელექტუალური რესურსების დიდი ნაწილი სწორედ ამ ქალაქებშია თავმოყრილი. რადგანაც საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა ამ სამ ქალაქშია თავმოყრილი, შესაბამისად, აკადემიური პერსონალის დიდი ნაწილიც ამ ქალაქებშია მოქცეული. გარდა ამისა, გამოირჩევა შემდეგი ქალაქები: რაზდანი,
აბოვიანი, გავარი, რომლებშიც მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალი არსებობს განათლების სფეროში. ამის საშუალებას იძლევა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, რაც არსებობს ამ ქალაქებში.

სომხეთის ქალაქები ამ მახასიათებლით ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდებიან. ძირითადად, ყველა წამყვანი ქალაქი ამ მხრივ არსებითი მნიშვნელობის მქონეა, მაგრამ მათგან დიდი უპირატესობით გამოირჩევა ერევანი.

სომხეთის ქალაქის მოსახლეობის პროფესიულ შემადგენლობაში
გამოირჩევა აკადემიური პერსონალი. პროფესიების დიდი ნაწილი ჩართულია მომსახურეობის სფეროში. ერევანში დიდი რაოდენობით არსებობს სპეციალიზირებული პროფესიის მქონე მოსახლეობა.
გამოირჩევიან: ოფისის მდივნები, დიზაინერები, მზარეულები, მძღოლები, კომპიუტერის ტექნიკოსები, გამყიდველები,

დამლაგებლები და ა.შ. ზოგადად, სომხეთის ქალაქების მოსახლეობის პროფესიული საქმიანობა მიმართულია შემდეგ სფეროებზე:

მომსახურება, მშენებლობა, სავაჭრო/საზოგადოებრივი კვება, მენეჯერული საქმიანობა, ტრანსპორტი, განათლება, მეცნიერება, ხელოვნება.


ადამიანური კაპიტალის პროფესიული სტრუქტურა:


დასაქმების სფერო - პერსონალის ხვედრითი წილი (%)

მომსახურება - 22.9
მშენებლობა - 16.3
სოფლის მეურნეობა - 15.9
სავაჭრო/საზოგადოებრივი კვება - 15.4
მენეჯერული საქმიანობა - 9.3
ტრანსპორტი - 6.6
განათლება - 4.4
მეცნიერება - 2.2
ხელოვნება - 2.2
სხვა - 4.8

სომხეთის ქალაქების მოსახლეობის მაღალკვალიფიციური
პერსონალი საზღვარგარეთაც იმყოფება, რომლებიც შრომითი მიგრანტების 1/5 შეადგენენ (19, 5%). საზღვარგარეთ მყოფი სომეხი მოსახლეობა განათლების დონის მიხედვით იყოფა: საშუალო-სპეციალიზირებული განათლების მქონე; არასრული უმაღლესი განათლების მქონე; უმაღლესი განათლების მქონე; ასპირანტურა დამთავრებული; ელემენტარული დონის მქონე; არასრული საშუალო დონის მქონე და საშუალო დონის მქონე ჯგუფებად. მათგან ყველაზე მაღალი მიგრაციული აქტივობა ახასიათებს საშუალო განათლების მქონე მოსახლეობას, ხოლო ყველაზე დაბალი უმაღლესი განათლების მქონე (ასპირანტურა დამთავრებული). უმაღლესი განათლების
მქონე მოსახლეობა საზღვარგარეთ ძირითადად მიდის კვალიფიკაციის ასამაღლებლად. საზღვარგარეთ მყოფი კვალიფიციური პერსონალის საქმიანობა ძირითადად მოიცავს შემდეგ სფეროებს: საინჟინრო;
მშენებლობა; სოციალური მეცნიერებები; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ხელოვნება; აგრონომია.

საზღვარგარეთ მაღალკვალიფიციური პერსონალის განფენილობა
გეოგრაფიული ასპექტებით ხასიათდება. მაღალკვალიფიციური პერსონალის დიდი უმრავლესობა აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებშია მოქცეული.
სომხეთის ქალაქები ინტელექტუალური რესურსებით საკმაოდ უზრუნველყოფილნი არიან. ყოველ შემთხვევაში აკმაყოფილებენ
ქვეყნის შრომის ბაზარს. თუმცა გარკვეულ სფეროებში საჭიროა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება. ამ მიმართულებით, სომხეთის სხვადასხვა ქალაქებში ტარდება ტრენინგები. მაგალითად,
2010 წელს სომხეთის სასტუმროების ასოციაციის ინიციატივით, ჩატარდა პროფესიული ტრენინგები სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის თანამშრომელთა განვითარებისათვის. ტრენინგით გათვალისწინებული იყო სასწავლო პროგრამების განხორციელება მენეჯმენტის საკითხებში. პროგრამის პირველი კურსი ჩაუტარდა სომხეთის სამხრეთ რეგიონის ქალაქების მოსახლეობას, გორისისა და სისიანის მოსახლეობას. სასწავლო კურსს უძღვებოდა კვალიფიციური ტრენერი (საერთაშორისო ცნობილ სასტუმროთა ქსელის გენერალური მენეჯერი, რომელიც ასევე არის მაასტრიხტის უნივერსიტეტის
პროფესორი). 2010 წელს, ერევანში (სპეციალურად სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის) 40 კომპიუტერულ ცენტრში ჩატარდა ტრენინგი სხვადასხვა კომპიუტერული უნარების ათვისებისთვის.
კურსის მიზანი იყო კომპიუტერული უნარების გაძლიერება

მოსახლეობაში და შემდგომ ამ მოსახლეობის რეალიზაცია. 2011 წელს, ერევანში, საინფორმაციო ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის დაფინანსებით, ბიზნესის მხარდამჭერმა ცენტრმა განახორციელა
ტრენინგი სახელწოდებით „მომსახურების და გაყიდვების ხელშეწყობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში“. სასწავლო პროგრამის მიზანი იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომელთა
ხარისხის გაუმჯობესება მომსახურების მიმართულებით.

თანამშრომელთა ამგვარი ტრენინგები, შეიძლება ითქვას ხშირად ტარდება და მოიცავს არა მხოლოდ დედაქალაქს, არამედ სხვა

მნიშვნელოვან ქალაქებსაც, მაგრამ ძირითადი ობიექტი მაინც ერევანია.

სომხეთის ქალაქის გამორჩეულ ინდივიდებს ძირითადად წარმოადგენენ პოლიტიკოსები; ხელოვანი ადამიანები(მაგ.მხატვრები); შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები (მომღერლები, მსახიობები..).

სომხეთის კულტურა მოიცავს ბევრ ელემენტს, რომლებიც ეფუძნება გეოგრაფიას, ლიტერატურას, არქიტექტურას, ცეკვას, მუსიკას და ა.შ. ერევანში არის ათობით მუზეუმი, სამხატვრო გალერეები,

ბიბლიოთეკები. მათგან ყველაზე ცნობილია სომხეთის ეროვნული გალერეა, სომხეთის ისტორიის მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი, უძველესი ხელნაწერების ბიბლიოთეკა, სომხური გენოციდის ბიბლიოთეკა. ასევე საინტერესოა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ბავშვთა გალერეა. ქალაქში არის ბევრი კინოთეატრი.
2004 წლიდან კინოთეატრი „მოსკვა“ ყოველწლიურად მასპინძლობს საერთაშორისო კინოფესტივალ „Golden Apricot international film festival”-ს. ქალაქში არის ოპერისა და ბალეტის თეატრი.

მრავალრიცხოვანი თეატრები და საკონცერტო დარბაზები ქალაქის მოსახლეობას სთავაზობს უამრავ სხვადასხვა შოუს, სპექტაკლს.

ქალაქის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს უნივერსიტეტის შენობა.

ერევანს, დიდი და პატარა კულტურული ღონისძიებების მდიდარი წლიური კალენდარი აქვს. ის არის ქვეყნის ცენტრი კულტურული,
სპორტული, მხატვრული ღონისძიებების, ფესტივალების. არსებობს რამდენიმე ეროვნული ფესტივალი, მაგალითად დამოუკიდებლობის დღე (21 სექტემბერი). ბოლო პერიოდში ერევანში ბევრი

კულტურული ღონისძიება მიმდინარეობს. 2010 წელს ქალაქი

ცნობილი გახდა, როგორც მასპინძელი მრავალი საერთაშორისო ფილმის, მუსიკის, ფესტივალის. იმავე წელს ქალაქში ჩატარდა ძალიან ცნობილი შემსრულებლებისა და ჯგუფების კონცერტები, ჯაზ-ფესტივალი. რაც მთავარია ქალაქს გააჩნია საკმარისი რესურსი კონცერტების ჩასატარებლად. პირველ რიგში ეს გამოიხატება საკონცერტო დარბაზების სიუხვით. მაგალითად: არამ ხაჩატურიანის სახელობის საკონცერტო დარბაზი, არნო ბაბაჯანაიანის საკონცერტო დარბაზი, კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზი, კარენ დემირჩიანის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსი, მუსიკალური

დარბაზი.


დასკვნა
მართალია სომხეთი მაღალურბანიზებული ქვეყანაა, ქალაქის მოსახლეობის 64% ქალაქებში ცხოვრობს, მაგრამ ჩემი აზრით, ქალაქური ცხოვრების ხარისხი არ არის მაღალ დონეზე

განვითარებული. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის გარემოება,
რომ ქვეყნის ადამიანური კაპიტალის მნიშვნელოვანი და

კვალიფიციური ნაწილი ძირითადად მხოლოდ დედაქალაქშია თავმოყრილი. კულტურული ასპექტების განვითარების, სიახლეების დანერგვის ეპიცენტრად შეგვიძლია მივიჩნიოთ ერევანი. დანარჩენ ქალაქებს შორის შედარებით გამოირჩევა გიუმრი და ვანაძორი, თუმცა კულტურული დატვირთვა დიდად არც ამ ქალაქებს აქვთ. ჩემი

აზრით, აუცილებელია იმ სიახლეების დანერგვა სხვა ქალაქებშიც, რაც ერევანში ხორციელდება.

0
160
1-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ჟვანია
ლიკა ჟვანია
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0