x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
რა სარგებლობა მოაქვს ლუდს


1. 17 სექტემბერს გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ლუდის ტრადიციული,
ყოველწლიური ზეიმი – ოქტობერფესტი ტარდება. ლუდის ფესტივალზე დასასწრებად ბავარიაში მთელი მსოფლიოდან უამრავი ტურისტი ჩადის. ამ ღონისძიებისთვის გერმანელი მელუდეები სპეციალურად ხარშავენ 5, 8-6, 3 გრადუსის სიმაგრის ლუდს.

ფესტივალს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდიან ტრადიციულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გერმანელი გოგონები.


image











imageimage


image




2. იაპონელმა მეცნიერებმა ლუდში ისეთი ინგრედიენტი აღმოაჩინეს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ახალშობილებისა და პატარა ბავშვების ვირუსებისგან განკურნება. ეს არის ა-ლუპულინური მჟავა, რომელიც ლუდს დამახასიათებელ მწარე გემოს აძლევს. ამ მჟავის მოქმედება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა მწვავე რესპირატორული დაავადებების გამოსაკვლევად ჩატარებული ცდებისას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლუდი წამლის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ.



image

image




3. იაპონიაში, ტოკიოდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს კურორტი ხაკონა, სადაც ტურისტებს ერთი თვეა რაც ე.წ. "ლუდის აბაზანებით" (beer spa) მასპინძლობენ. დიდ აბაზანებში წყალს სვიისა და ქერის ქაფს და არომატს უმატებენ. ხოლო მათთვის, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ლუდი, დღეში სამჯერ ლუდის კათხის ფორმის აუზს ავსებენ ნამდვილი ლუდით.


image


image
image
image


4. ბულგარელი ლუდის მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შექმნილი ლუდი, სახელად Boza, ქალთა სქესის (და არა მარტო) ოცნებებს რეალობად ხდის და მკერდის ზრდას უწყობს ხელს.
ლუდის ეს სახეობა ფერმენტირებული ხორბლისა და საფუარისგან მზადდება და თავდაპირველად სპეციალურად მეძუძური დედებისთვის შეიქმნა. თუმცა მალე ქალებმა, რომლებიც ამ ლუდს
სვამდნენ, განაცხადეს ლუდის ჯადოსნური თვისების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ის სარძევე ჯირკვლების ზრდას უწყობს ხელს.
image
image
image
image

1
121
2-ს მოსწონს
ავტორი:atolonda
atolonda
121
  
2013, 7 თებერვალი, 20:56
დალიე ლუდი, არ არის ცუდი
0 1 1