x
image
აჩიკუნა
გზა სიკვდილსა ცა სიცოცხლეს შორის
image ავთო ბუკმანიანი პატარა იყო, ბებია რომ გარდაეცვალა. წესის მიხედვით, მოხუცის დაკრძალვამდე ოჯახში მკოუნათლავი არავინ უნდა ყოფილიყო, ამიტომ ბავშვები სასწრაფოდ მონათლეს. ავთოს მეხსიერებას ეს დღე ბუნდოვნად შემორჩა და არც შემდგომ წლებსი გაცხოველებია ინტერესი რელიგიური კანონების შესასწავლად.

32 წლის იყო, მძიმე სენი რომ შეეყარა. რამდენიმე თვე შინ მკურნალობდა, მაგრამ მდგომარეობა უფრო დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ კიდევ რამდენიმე კვირა გაატარა. ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს, თუმცა პაციენტი სიკვდიზე არ ფიქრობდა. სჯეროდა, ფეხზეც დადგებოდა და ძველ საქმიანობასაც დაუბრუნდებოდა.

ერთ დილას, ავთომ რომ გამოიღვიძა, აღარც ახველებდა, ტემპერატურა დაწეული ჰქონდა და სპაზმური ტკივილიც გამქრალიყო. ამ დროს პალატის კარი გაიღო, ოთახში ექიმი და ორი ექთანი შემოვიდა.ავთოს ეგონა, მედპერსონალს მისი მოულოდნელი გამოჯანმრთელება გააოცებდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ექიმს ფერი დაეკარგა, ექთანებს ელექტროშოკის აპარატურის მოტანა უბრძანა. მოულოდნელად პაციენტს ძლიერი ჟრჟოლა, ციება დაეწყო. მოგვიანებით ავთო იხსენებდა: “საკვირველი იყო, ყველაფერს აღვიქვამდი, მესმოდა ექიმის შეკითხვებიც, მაგრამ არ ვპასუხობდი. ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს თითქოს მათთან სალაპარაკო არაფერი მქონდა". “აგონიაშია" - წამოიძახა ექიმმა და მუკბანიანმა მხოლოდ ამის სემდეგ დააფიქსირა, რომ საკუთარ სხეულს ზემოდან დაჰყურებდა. “ნუთუ მოვკვდი", - ფიქრობდა ავთო და უკვირდა, რადგან ასე მხნედ თავი არასოდეს უგრძვნია. როცა ექიმი პალატიდან გავიდა, მის ცხედართან მხოლოდ ხნიერი სანიტარი დარჩა. “ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროს", - ჩაილაპარაკა ჭაღარა ქალბატონმა და ავთომ დინახა, რომ მის გვერდით ორი ანგელოზი გაჩნდა. “მათ პირდაპირ კედელში გამიყვანეს და თვალისდახამხამებაში ქუჩაში აღმონჩნდი. უკვე გათენებულიყო, ბარდნიდა, მაგრამ სიცივეს ვერ ვგრძნობდი. ანგელოზებთან ერთად, დიდი სისწრაფით ცისკენ მივქროდი. უცებ ხმა მომესმა და რაღაც არსებები დავინახე. ჭინკები გავიფიქრე და უსახურმა, საშინელმა არსებებმა წრე შემომარტყეს, ცდილობდნენ ანგელოზების ხელიდან ჩემს გამოგლეჯას. “ლოცვა დავიწყე, მოვუხმე წმინდანებს, რომლებიც იმ წუთში გამახსენდა, თუმცა მათი სხელები ჩემს მტრებს ვერ აკრთობდა. მხოლოდ ამის სემდეგ მე, უბადრუკ ქრისტიანს, გამახსენდა ის დიდებული ქალწული, “ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი"... როგორც ჩანს, იმდენად გულწრფელი და მხურვალე იყო ჩემი ვედრება ღვთისმშობლისადმი, რომ წამში თეთრი ღრუბლისმაგვარი ზღუდე აღიმართა ჩვენსა და საშინელ არსებებს შორის"...


ანგელოზებთან ერთად ფრენა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდა და ავთომ მკვეთრი, თვალისმომჭრელი ნათება დაინახა. თითქოს მზის სხივებს ჰგავდა, მაგრამ მასზეძლიერი იყო. ანგელოზები იმ ნათებაში შეიჭრნენ. ავთოს თვალი მოსჭრა სინათლემ და სახეზე ხელები აიფარა, თუმცა მის ხელის მტევნებს მოჩრდილვა აღარ შეეძლოთ.

შორიდან მოისმა დიდებული, მკაცრი, მაგრამ არა მრისხანე ხმა: “მზად არ არის". ანგელოზები უმალ ქვემოთ დაეშვნენ და ავთო მიხვდა, დედამიწაზე უნდა დაბრუნებულიყო და ისევ ძველებურად ეცხოვრა. ნალ-ნალა ცაზე დილის ნისლი გაიფანტა და ნაცნობი ქალაქის კონტურები გაარჩია... ცოტაც, და მორგში თავისი ცხედარი დაინახა. ანგელოზები ჯერ ისევ გვერდით ედგნენ. , ხომ გაიგე მითითება, ახლა დაბრუნდი შენს სხეულსი და მოემზადე!", - უთხრა მფარველმა ანგელოზმა და გაუჩინარდა.

სამედიცინო პერსონალი შოკში ჩავარდა, როცა გვამთა სამყოფელიდან ცოცხალი ავთო მუკბანიანი გამოვიდა. პაციენტს მკურნალობის კურსი აღარ გაუგრძელებია, თავს ისედაც მხნედ გრძნიბდა. ამ უცნაური მოგზაურობიდან მოკლე ხანში ავთო მონასტერში წავიდა და ახლა ბერობისთვის ემზადება.

საინტერესოა, რომ გარდაცვალების ჟამს სულის წასაყვანად ყოვეითვის ორი ანგეკიზი ჩნდება. ამ თემაზე ლაპარაკია მკვლევარ მოუდის წიგნში - “ცხოვრება სიკვდილის შემდეგ".

ცოტა ხნის წინ ერთმათბილისელმა გოგონამ, რომელიც მობილური ტელეფონით ვიდეოს იღებდა, შემთხვევით დააფიქსირა, - ციდან წინა კორპუსსი დაშვებული ცეცხლოვანი ბურთი. ოთხ-ხუთ წამში ქვომოდან ადამიანის ფორმის სამი არსება ამოვიდა. თითქოს ყველა გამჭვირვალე იყო, მოყვითალო ფერის და დიდი სისწრაფით ცისკენ გაემართნენ. შეშინებულმა გოგონამ მათთვის თვალის თვალის მიდევნება ვერ მოახერხა. იგრძნოკი, რომ რაღაც არაამქვეყნიური იყო. რამდენიმე წუთში კი გაიგო, რომ იმ კორპუსში ადამიანი გარდაცვლილიყო. მის წასაყვანად ანგელოზები მოვიდნენ, თუმცა, ავთო მუკბანიანის მსგავსად, ის უკან არავის დაუბრუნებია...

0
381
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
381