x
image
აჩიკუნა
დეპეშა იმ ქვეყნიდან.
image მსოფლიო მიიჩნევს, რომ ტრანსკომუნიკაცია (კავშირი იმ ქვეყანასთან ტექნიკური საშუალებების მეშვეობით) დაიწყო XX საუკუნის 50-იან წლებში, როცა პირველად კაცობრიობის არსებობის მანძილზე მაგნიტურ ფირზე მოხერხდა “იმქვეყნიური" ხმების ჩაწერა.

XIX საუკინის შუა წლებში დაიწყო სატელეგრაფო ხაზების გაყვანა. სამუშაოები მაქსიმალურად სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა. ვინმე საირუს იტონი ამონტაჟებდა ახალ სატელეფონო აპარატს (მორზეს სისტემას) ამერიკის ქალაქ სენტ-ლუისის სადგურის ერთ-ერთ შენობაში. მიუხედავად იმისა, რომ კავშირის ხაზი ჯერ არ იყო დამონტაჟებული მეზობელ შენობაზე, საირუსმა ხაზზე სატელეფონო აპარატი შესამოწმებლად მაინც მიაერთა. უეცრად, ინჟინრის თვალწინ აპარატი თითქოს გაცოცხლდაო, აკაკუნდა ელექტრომაგნიტი და ფირზე გამოჩნდა მკაფიო ხაზები და წერტილები. უცნობი აბონენტის დეპეშა მოკლე შინაარსისა იყო: “მამიკო, უშველე დედას! მაიკლი".

საირუსი შეძრწუნდა. მაიკლი ერქვა მის ცოტახნისწინ გარდაცვლილ 14 წლის ვაჟს.

რამდენიმე თვის წინ ინჟინრის ცოლ-შვილი ეტლით კლდეზე გადაიჩეხა. ბიჭი დაიღუპა, დამტვრეულ-დაჟეჟილი დედა გაუნძრევლად იწვა შინ და მოსამსახურე უვლიდა.


აპარატი კვლავ აკაკუნდა: “მამიკო, უსველე დედას, სახლში ხანძარია!" ინჟინერი ძლივს გამოერკვა და გიჟივით გავარდა შინისკენ. სახლში შესულმა გაიგონა ცოლის შეშინებული ყვირილი. საძინებლის კარი შეაღო - ხალიჩაზე გატეხილი ნავთის ლამპა ეგდო და ცეცხლი ბრიალებდა. ინჟინერი არ დაიბნა, გადააბრუნა ხალიჩა და ჩააქრო ცეცხლი, რომელიც წამში მოედებოდა მთელ სახლს.

როცა ცოლ-ქმარი დამშვიდდა, ინჟინერმა უამბო ცოლს შვილის მიერ გამოგზავნილი მორზეს დეპეშის შესახებ. მამას გაახსენდა, რომ მაიკლს ძალიან აინტერესებდა ტელეგრაფის მოწყობილობა. სიკვდილამდე რამდენიმე კვირიტ ადრე საირუსმა სვილს მორზეს ანბანის გამოყენება ასწავლა.

შესაძლოა, ეს იყო ტელეგრაფის ტრანსკომუნიკაციის პირველი, მაგრამ არა ერთადერთი შემთხვევა. მის შესახე ხშირად წერდა პრესა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ამ ფენომენის ახსნა შეიძლება ჰიპოთეზით: ერთიანი საინფორმაციო ველის შესახებ, რომელიც შეიცავს გარდაცვლილი ადამიანების საინფორმაციო მატრიცებს. ეს კონტაქტები წარმოადგენს ველის ინფორმაციული სტრუქტურის თავისებურ მოკლე ჩართვას...

P.S. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტის საფუძველს წარმოადგენს გლობალური სატელეფონო ქსელი, თანამგზავრის არხების ჩათვლით.

0
260
4-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
260