x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
შოკოლადის ტორტის ულტიმატური ვარიანტი
image



ტორტი დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. ზოგს ხილის ტორტი უყვარს, ზოგს ტორტი ბეზეთი, ზოგი კი კარგად დანამულ, უხვკრემიან ტორტს ანიჭებს უპირატესობას. ზოგი კი ფიქრობს, რომ ტორტი ტორტია და მით უმეტეს შოკოლადის. თუ კი ამ კატეგორიის ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით წარმოგიდგენთ რეცეპტს შოკოლადის ტორტის ულტიმატური ვარიანტის მოსამზადებლად. ის ძალიან გემრიელია და მოსამზადებლად არც თუ ისე ძნელი.

ინგრედიენტები:

3 ჭიქა უნალექო ყავა (სასურველია ესპრესო)
1 ჭიქა რძე
2 1/5 ფქვილი
1/5 ჩაის კოვზი მარილი
1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა.
200 გრამი კარაქი
2 1/5 ჭიქა შაქარი
1 ჩაის კოვზი ვანილი
4 კვერცხი



კრემისთვის საჭირო ინგრედიენტები:


12 სუფრის კოვზი კარაქი
3 1/5 შაქარი
1 ჭიქა კაკაოს ფხვნილი
1/5 ჭიქა რძე
1 სუფრის კოვზი ვანილი


მომზადების წესი:


ტორტის გამოსაცხობად საჭიროა 20 სანტიმეტრი რადიუსისა და 5 სანტიმეტრი სიღრმის მქონე ყალიბი. ძირზე აუცილებლად უნდა წაუსვათ კარაქი და დააფინოთ კალკის ან პერგამენტის ქაღალდი. შემდეგ კი მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი. შეუდექით უშუალოდ ტორტის ბისკვიტის მომზადებას.

გავცრათ ერთი ჭიქა კაკაო და ჩავყაროთ ასათქვეფ თასში. ქვაბში ვასხამთ სამ ჭიქა მდუღარე ყავას (უმჯობესია იყოს ეპრესო) და ერთ ჭიქა რძეს. რძე უნდა იყოს გამთბარი ოთახის ტემპერატურაზე.ცალკე მოვამზადოთ მშრალი ინგრედიენტების მიქსტურა.პურის ფქვილს დავუმატოთ მარილი, საჭმელი სოდა და კარგად ავურიოთ ერთმანეთს. შემდეგ კი მიქსერით ამოგვყავს კარაქი, რომელსაც შემდეგ ვუმატებთ შაქარს, კარგად უნდა ათქვიფოთ და მას შემდეგ რაც კრემისებური და ფაფუკი გახდება დაუმატეთ ვანილი და კვერცხი სათითაოდ იმისთვის, რომ შაქარი კარგად გადნეს. როდესაც დარწმუნდებით რომ შაქარმა დნობა დაასრულა შეგიძლიათ დაამატოთ გაგრილებული ყავისა და რძის "კოქტეილი" და ბოლოს, თქვენს მიერ უკვე წინასწარ მომზადებული მშრალი ინგრედიენტების მიქსტურა.ფქვილის დამატების შემდეგ საჭიროა გამალებით და კარგად მორევა. ცომი მალე გარდაიქმნება მუქ, შოკოლადისფერ მასად.

თანაბრად გადაანაწილეთ 2 ყალიბში და შედგით 20 წუთით 350 გრადუსზე კარგად გაცხელებულ ქურაში. გამოცხობის შემდეგ გადმოიღეთ ბისკვიტები ლანგარზე და გააგრილეთ. ამასობაში კი შეგიძლიათ კრემის მომზადებას შეუდგეთ.

12 სუფრის კოვზი კარაქი მოათავსეთ დიდ სათქვეფ თასში. დაამატეთ შაქარი და კაკაოს ფხვნილი. დაიწყეთ ამ ინგრედიენტების თქვეფა და პარალელურ რეჟიმში ნელ-ნელა დაუმატეთ ნახევარი ჭიქა რძე და ვანილი. სულ მალე გახდება თქვენი კრემი ჰაეროვანი და ფაფუკი.

ბისკვიტები გაგრილებული, კრემი კი მომზადებულია. ისღა დაგვრჩენია დავკრემოთ. შეგიძლიათ ბისკვიტი ხელით შეალამაზოთ და მოათავსოთ ლანგარზე. უხვად წაუსვით კრემი, იმისათვის რომ ბისკვიტის თითოეული ფენა კარგად დარბილდეს. თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ამ წესით მომზადებული ბისკვიტი საკმაოდ ნოტიოა. კრემის წასმის შემდეგ დაადეთ მეორე ფენა და გადაუსვით კრემი. შეგიძლიათ ტორტი მორთოთ სურვილისამებრ. თუ კი დროის ნაკლებობას განიცდით შეგიძლიათ მას მოაყაროთ გახეხილი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით.



image






1
1075
3-ს მოსწონს
ავტორი:ანა87
ანა87
1075
  
2013, 8 თებერვალი, 23:59
მადის აღმძვრელია
0 1 1