x
image
აჩიკუნა
საღაღათას ძილისაგან გამოღვიძებული
image “ამას ნუ იზამთ" - წამოიძახა ქალმა. სანიტრები, რომლებიც ავადმყოფისთვის თეთრეულის გამოცვლას აპირებდნენ, გაოგნდნენ, - ხომ არ მოგვეყურაო. პატრიცია უაიტ ბულს ხომ 16 წელი საღათას ძილით ეძინა! ნამდვილი სასწაული იყო - ქალმა თვალი გაახილა და სანიტრებს დაელაპარაკა. ეს მოხდა საშობაოდ, ამერიკის ქალაქ ალბუკერში.





მეოთხე შვილზე მშობიარობისას, პატრიციას საკეისრო გაუკეთეს. ოპერაციის დროს მშობიარის ფილტვებში სისხლის კოლტი მოხვდა და კინაღამ დაიხრჩო.რეანიმატოლოგებმა ძლივს მოახერხეს ქალისთვის სიცოცხლის შენარჩუნება, მაგრამ, სამწუხაროდ, ტვინში დიდი ხნის განმავლობაში ჟანგბადის მიუწოდებლობამ შეუქცევადი ცვლილებები გამოიწვია - პატრიციას საღაღათას ძილი დაეუფლა. მას თექვსმეტი წელი ხელოვნურად კვებავდნენ, ექიმებმა და ახლობლებმა საბოლოოდ დაკარგეს მისი გამოჯანმრთელების იმედი...

გამოღვიძების შემდეგ დედა პირველმა მოინახულა 26 წლის სინდიმ, ხოლო შემდეგ ეწვივნენ მეუღლე და შვილები - ჯესი, ფლორისი, მარკ უმცროსი. ფლორისი ერთი წლის იყო, როცა პატრიციამ საღათას ძილით დაიძინა.


...ქმარი დიდხანს უყვებოდა ცოლს ამ 16 წლის განმავლობაში მომხდარ ამბებს. პატრიციაც თანდათანიბით გონს მოდიოდა. ჯერ პიცა მოითხოვა, შემდეგ პარკში გასეირნება.

გამოჯანმრთელებული პატრიცია გარეგნობით დად უფრო შეეფერებოდა შვილებს, ვიდრე დედად, მაგრამ მისი ახალგაზრდული შესახედაობა დიდხანს არ გაგრძელებულა - რამდენიმე თვეში ასაკი მოემატა...

ექიმები ვერ ხსნიან უეცარი დაბერების საიდუმლოს...

0
198
4-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
198