x
image
_თაკო_
სპირიტიზმი
imageსპირიტიზმი არის სწავლება გარდაცვლილთა სულებთან ურთიერთობის შესახებ. მისი სახელწოდება ლათინური სიტყვა "სპირიტიუსისგან" წარმოდგება, რაც ნიშნავს "სულს".

ოკულტიზმი ბნელი, დემონური საქმიანობაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ეშმაკის ნებელობას მიეცემიან და უწმინდურ ძალასთან ამყარებენ კავშირს. ეს უძველესი საცდური XIXს-ის მე-II ნახევრიდან განსაკუთრებით გავრცელდა ჯერ აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთსა და შაქართველოშიც. განსაკუთრებული სიმძლავრით ის წარმართულ სამყაროში მოქმედებდა. რწმენა იმისა, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ სული განაგრძობს არსებობას და შეუძლია კავშირის დამყარება ცოცხლებთან, ჩვეულებრივ, მედიუმის საშუალებით. ზოგს სჯერა, რომ ყველა საგანსა თუ ბუნებრივ მოვლენას აქვს თავისი სული.

ბიბლია მკაცრად გმობს სპირიტიზმთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოქმედებას. სულების გამოძახება ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო, მაგრამ გავრცელებული მეთოდია. სპირიტული სეანსის მონაწილეები იკრიბებიან, რათა გამოიძახონ გარდაცვლილი ადამიანის სული. ხშირად, მაგრამ არ არის აუცილებელი, სენასზე იმყოფება მადიუმი. სულების გამოძახება სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირად ხდება. ეკლესიის სწავლების თანახმად ადამიანს ეკრძალება იმქვეყნიურ სამყაროში ჩახედვა. თუკი ღმერთს აქვს სათქმელი თავის ქმნილებათათვის, თვითოვე შეატყობინებს მათ ანგელოზთა ან წინასწარმეტყველთა პირით. ინფორმაცია, რომელიც სპირიტიზმის საშუალებით ხდება ცნობილი, ხშირად სიმართლეს შეიცავს, მაგრამ ამ სიმართლეს მზაკვრული საფუძველი უდევს: ადამიანს ერთი ამბის შეტყობის შემდეგ მეორის, მესამის გაგების სურვილი უჩნდება და ბოლოს მთლიანად იმყვეყნიური სამყაროდან მიღებულ ინფორმაციაზე ხდება დამოკიდებული. კაცი, ვინც ერთხელ მაინც გამოიძახა ქვესკნელიდან უწმინდური სული, უფრო და უფრო ძლიერ ეფლობა სპირიტიზმში და მისგან თავის დაღწევა უკვე აღარ შეუძლია. ამასთანავე, თუკი იმქვეყნიური სამყაროდან მიღებული ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდება, ან თუ ავი სული რაიმე ცუდს იწინასწარმეტყველებს, ადამიანი შიშში და შფოთვაში იწყებს ცხოვრებას, რაც როგორც წესი ფსიქიკური აშლილობით სრულდება. აქედან გამდინარე სპირიტიზმი დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანს.

მიცვალებულებთან კავშირის დამყარებას საფუძვლად უდევს მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს სიკვდილის შემდეგ ადამიანის გარკვეული ნაწილი კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს, ცოცხლებზე გაცილებით მეტი იცის და ცოცხლებს მათთან დაკავშირება შეუძლიათ. საწუხაროდ, მსგავსმა სწავლებამ ფართო გასაქანი ჰპოვა ურწმუნო საზოგადოებაში. ეს არ შეიძლება მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის აღშფოთების მიზეზი არ ხდებოდეს.


ვინც სპირიტული მანიპულირებით ცდილობს სულიერი სამყაროს ძიებას, ის ვერ იპოვის ჭეშმარიტებას. "სულების გამოძახება" აკრძალულია ღვთისგან და ამას არაერთი წინაწარმეტყვლი მოწომობს. სულების გამოძახებსი შედეგად ადამიანი დემონების ზეგავლენის ქვეშ ექცევა, რომელთაც ნებისმიერი სულიერი არსების სახე შეუძლიათ მიიღონ: ანგელოზების, ოჯახის წევრების და ა.შ და ამით მოახდინონ ეფექტი ადამიანებზე.

მსოფლიოს გარშემო დღემდე მრავალი ახლაგაზრდა (არამარტო) ინტერესდება სპირიტიზმით და გართობისთვის შეკრებს საკუთარ მეგობრებს და სხვადასხვა ადგილას გაგონილი შელოცვებითა თუ სხვა ხერხებით იძახებენ სულებს, რაც ძალიან დიდ ცოდვას წარმოადგენს რელიგიური თვალსაზრისით. ამიტომ საბოლოო დასკვნის სახით შემიძლია გირჩიოთ, რომ თავი რაც შეიძლება შორს დავიჭიროთ სპირიტული სეანსებისგან და თუ ვინმეს მსგავსი რამ გაგვიკეთებია, მოვინანიოთ ცოდვა და აღარასოდეს ვცადოთ მისი გამეორება..








imageimageimageimage







4
377
7-ს მოსწონს
ავტორი:_თაკო_
_თაკო_
377
  
2013, 1 თებერვალი, 22:41
კარგი:)
2013, 1 თებერვალი, 22:37
მომიყევი მერე... რა გამოცდილებაზე მეუბნები :)
2013, 1 თებერვალი, 22:35
საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ნაწილობრივ მჯერა.
2013, 1 თებერვალი, 22:32
გჯერა ამისი?
0 1 4