x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ბიონსემ კამერის წინ პირად ტრაგედიაზე ისაუბრა-დოკუმენტური ფილმი მომღერლის შესახებ
ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბიონსე ნაკლებად გულახდილია, როცა საქმე მის პირად ცხოვრებას შეეხება. მაგრამ ამჯერად მომღერალმა გადაწყვიტა თაყვანისმცემლებისთვის მისი ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალი გაეცნო ახალ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ამერიკულ ტელეარხზე HBO აჩვენებენ.

image

კამერის წინ 31 წლის მომღერალმა გაამჟღავნა, რომ გოგონას ბლუ-ივის დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე მისი პირველი ფეხმძიმობა ტრაგიკულად-მუცლადმყოფი ბავშვის სიკვდილით დასრულდა. მომღერლის მეუღლემ ჯეი-ზიმ მანამდეც გააჟღერა ეს ამბავი ერთ-ერთ თავის სიმღერაში. მომხდარი წყვილისთვის ნამდვილი ტრაგედია იყო.

"ეს ჩემი პირველი ფეხმძიმობა გახლდათ, მესმოდა ბავშვის გულისცემა, ეს ხმა ჩემთვის ყველაზე საუკეთესო მუსიკა იყო-განაცხადა მომღერალმა-მისთვის უკვე სახელს ვარჩევდი, წარმოვიდგენდი მის გარეგნობას, თავს უკვე დედად ვგრძნობდი. მაგრამ ბიონსემ ბავშვის შენარჩუნება ვერ შეძლო, მას მუცელი მოეშალა.
"როდესაც ექიმთან ვიზიტზე მივედი, გულისცემა უკვე აღარ ისმინებოდა-იხსენებს ვარსკვლავი.


ტრაგედიის დასავიწყებლად მომღერალი სრულიად ჩაეფლო მუსიკალურ საქმიანობაში

"სტუდიაში წავედი და დავწერე ყველაზე სევდიანი სიმღერა ჩემ ცხოვრებაში, ეს ჩემთვის საუკეთესო თერაპია იყო, ასეთი სამწუხარო ამბავი ჩემ ცხოვრებაში მანამდე არაფერი მომხდარა"-გაიხსენა მომღერალმა.
საბედნიეროდ მომღერლის მეორე ორსულობა წარმატებულად დასრულდა: ბიონსეს და ჯეი-ზის გოგონა ბლუ-ივი 2012 წლის იანვარში მოევლინა ამ ქვეყანას.
image
image
image

image


0
219
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0