x
image
აჩიკუნა
მაქცია - სისხლის აღრევის შედეგი

imageრაინის არატრადიციული მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის პროფესორმა, ჰელმუტ შულცმა გულმოდგინედ შეისწავლა მაქციების ფენომენი და ის მემკვიდრულ-გენეტიკურ დაავადებად მიიჩნია.

პროფესორის დაკვირვებით, მაქციები, ან მაქციებთან დაკავშირებული შემთხვევები ნაკლებადდასახლებულ ადგილებში ვრცელდება - იქ, სადაც ნათესაური ქორწინება იშვიათი არ არის. “შესაძლოა, - წერს შულცი, - ეს მოვლენა - მაქცია, რომელსაც მე ავადმყოფობას ვუწოდებ, სწორედ სისხლის აღრევის შედეგია. მედიცინა ამ დაავდების მექანიზმში ვერა და ვერ გაერკვია, მაგრამ აშკარაა, რომ ცილოვანი შემადგენლობის სიმყრალის მიუხედავად, მაქციებს ბიოლოგიური ფორმის შეცვლა შეუძლიათ".

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ბავარიული სასახლის ახლოს მაქცია გქმოჩნდა. პოლიციურ ოქმებში დოკუმენტურად არის აღწერილი შემთხვევები, როცა მაისში, მთვარით გაჩახჩახებულ ღამეს მაქცია ბუჩქებიდან გამოვარდა და ორ იტალიელ ტურისტს თავს დაესხა. კიდევ კარგი, ორნი იყვნენ, თორემ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდებოდა - ორ ჯანიან ახალგაზრდა კაცსაც გაუჭირდა მისი მორევა. კარგა ხნის ჭიდაობის შემდეგ ტურისტებმა ისეთი ბღავილი მორთეს, რომ მათ საშველად სასახლიდან ხალხი გამოცვივდა. მხოლოდ პოლიციის მანქანის სირენის ხმის გაგონებაზე შეეშვა მსხვერპლს მაქცია და საზარელი ღმუილით ბუჩქებში მიიმალა.

ორივე იტალიელი ერთნაირად აღწერს მაქციის გარეგნოიბას: ის იყო საშინლად მახინჯი, მგლის პირიდან ეშვები გამოსჩროდა, ჰქონდა უზარმაზარი, ბანჯგვლიანი ხელები, ბრჭყალები, უხეში თმა, ვერტიკალური სხეული; არაადამიანურად ღონიერი და ავი გახლდათ. პოლიციელები გააოცა ტურისტების ჭრილობებმა - თითქოს ზურგზე ფოცხი ჩამოესვათ, ისე იყვნენ დაფლეთილები. კიდევ კარგი, რომ საავადმყოფოში დროულად მიიყვანეს, თორემ ორივე უთუოდ სისხლისგან დაიცლებოდა.

7
1051
3-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
1051
  
2013, 6 თებერვალი, 0:57
საქართველოში მცხოვრებ ქურტებს და იეზიდებს არ ვგულისხმობ, ქურთები მილიონობით ცხოვრობენ ერაყში ირანში თურქეთში სომხეთში სირიაში იორდანიაში და ასე შემდეგ
2013, 5 თებერვალი, 15:33
ქურთების სისხლითნატესავებს არ ირთავენ
2013, 2 თებერვალი, 12:55
სასაცილო ბიჭუნა ხარ!!!
2013, 2 თებერვალი, 12:44
ქურთების 90 პროცენტი ნათესაურ ქორწინებაში იმყოფება ანუ გამოდის რომ მილიონობით ქურთი მაქცია არსებობს დედამიწაზე :) ეს ვითომ მეცნიერები ეზოთერიკები თუ ვინც არიან აზრზე არ არიან რას ბიდიალობენ არატრადიცუილი იმიტომ ქვიათ რომ, ზებუნებრივს და ამოუცნობს ეძებენ მეცნიერული ცდის და დაკვირვების შედეგად კი არა სულელური ფანტაზიის გამოყენებით
2013, 2 თებერვალი, 12:39
შენზე ბევრად განათლებული ვარ
2013, 2 თებერვალი, 12:35
რა განათლებული ხარ, მაოცებ?!
2013, 2 თებერვალი, 12:16
რა სისულელეააა სასაცილოა უკვე ამ დოზით ფანტაზიორობა. ბიოლოგიური ფორმის შეცვლა ადამიანს არ შეუძლია. იუო ადამიანი და უცბად მგელი გახდა? ფანტასტიკური ჟანრის ფილმებს ნაკლებად უნდა უყუროთ :)
0 1 7