x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
გაზაფხულის მახარობლები-სეზონის ახალი სუნამოები
მოახლოებული გაზაფხული არამარტო ნანატრი მზით, სითბოთი და ყვავილებით გვახარებს, არამედ პარფიუმერული სიახლეებითაც, რომლებიც ცნობილმა ბრენდებმა მრავლად წარმოადგინეს.

Dior, Dolce & Gabbana, Salvatore Ferragamo, Guerlain,

Agent Provocateur და Kenzo პარფიუმერიის მოყვარულებისთვის შექმნეს ნამდვილი არომატული სამოთხე ციტრუსების, კენკრის და ყვავილების სურნელისგან.

საგაზაფხულო სუნამოების არჩევისას ქალბატონები არამარტო სურნელით, არამედ სუნამოს ფლაკონითაც აღფრთოვანებულები დარჩებიან.


image

გემრიელი კოქტეილი Cherry In The Air Escada-სგან-გახლავთ შავი ბლის, ჟოლოს და ალუბლის მიქსი, რომელიც დატკბობილია ზეფირით და ვანილით.


image

Dolce & Gabbana-ს ახალი სუნამოს 'The One Desire'-ს სარეკლამო სახე სკარლეტ იოჰანსონი გახდა. სუნამო განკუთვნილია ქალბატონებისთვის, რომლებსაც სურთ იყვნენ გამორჩეული,

მშვენიერი და მგრძნობიარე, მისი სურნელი იზიდავს, მაგრამ ვულგარული არ არის.



image

Signorina Salvatore Ferragamo-სგან უფრო მკაცრი სურნელით გამოირჩევა


image

L'Eau Par Kenzo Colours-ის პირველი ნოტებიდან შეიგრძნობთ მანდარინის, ატმის, იმბირის და ვარდის ფურცლების სურნელს.



image

ახალი სუნამო Miss Dior ჯერ წითელი ფორთოხლის არომატს ხსნის, შემდეგ გაშლილი ვარდის, ბოლოს კი პაჩულიის ნოტით სრულდება.



image

ტრადიციული კვერცხის ფორმის ფლაკონში Petale Noir Agent Provocateur შერწყმულია ცდუნების ყველა ზღვარი: იისგან დაწყებული მუსკუსით და თამბაქოს ფოთლის ნოტებით დასრულებული.




image


Shalimar Parfum Initial L’eau Si Sensuelle Guerlain გაზაფხულის სურნელს "ეყრდნობა". ახალ ტუალეტის წყალში ბევრია სიმწვანე და ციტრუსის არომატი.


image

Womanity Eau pour Elle Thierry Mugler მარწყვის ნოტებს ასრულებს თეთრი ლეღვის და შავი ხიზილალას აკორდი.



image

Gucci Guilty Black -ის მეტად მკაცრი ფორმის ფლაკონში მოქცეულია მკვეთრი და ამოუცნობი, წითელი ხილის, პაჩულიის და კორიანდრის ნოტების არომატი.

0
316
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0