x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134578
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
პეკანის ნიგვზის ნამცხვარი

image


პეკანის ნიგვზის ნამცხვარი მოსამზადებლად ძალიან ადვილია. შესაძლებელია სათაურმა თქვენი გაოცება გამოიწვიოს თუმცა გამოცდილი დიასახლისებისა თუ კონდიტერებისათვის ცნობილი იქნება, რომ პეკანის ნიგოზი ძალიან სასარგებლო, გემრიელი, მაგრამ ჩვენში არც თუ ისე გავრცელებული მცენარეა. პეკანი კაკლის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომლის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. ის ასევე იზრდება უკრაინაში, შუა აზიაში. საქართველოში კი კაკლის ამ ჯიშს უხვად შეხვდებით დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი გურიასა და აჭარაში. პეკანის ნიგოზი შეიცავს 70% ზეთს, ახასიათებს მოტკბო გემო და სწორედ ამიტომ მას განსაკუთრებული სიხშირით გამოიყენებენ სხვადასხვა ტკბილეულისა თუ ნამცხვრების მოსამზადებლად. საქართველოში პეკანის ნიგოზს მისი წარმომავლობის გამო "ამერიკული ნიგვზის" სახელწოდებითაც მოიხსენიებენ.

თუ კი ამ ჯიშის კაკალს კარგად არ იცნობთ მასზე წარმოდგენას სურათებით შეგიქმნით.


image


image


პეკანის ნიგოზი კი ასე გამოიყურება

image



თუ კი უკვე მოგეპოვებათ პეკანის ნიგოზი ანუ იგივე ამერიკული ნიგოზი ოჯახში შევუდგეთ დანარჩენი ინგრედიენტების მომარაგებას და ნამხვრის გამოცხობას, რომელიც ორ ძირითად ეტაპს მოიცავს.პირველი- ხრაშუნა ფირფიტის გამოცხობა, მეორე- გულსართის მომზადება.


ცომისათვის საჭირო ინგრედიენტები:


250 გრამი უმარილო კარაქი
3 ჭიქა რუხი შაქარი
½ ჩაის კოვზი მარილი
3 ჭიქა პურის ფქვილი


გულსართის მოსამზადებლად საჭიროა:

100 გრამი უმარილო კარაქი
1 ჭიქა რუხი შაქარი
6 სუფრის კოვზი თაფლი
2 სუფრის კოვზი სქელი ნაღები
2 სუფრის კოვზი შაქარი
1 ჩაის კოვზი ვანილი
250 გრამი დაჭრილი ნიგოზი
ერთი მწიკვი მარილი


მომზადების წესი:

ელექტრო მიქსერის ჯამში მოათავსეთ კუბიკებათ დაჭრილი, ოთახის ტემპერატურაზე გამთბარი კარაქი და შაქარი. ეს ორი ინგრედიენტი კარგად უნდა შევურიოთ ერთმანეთს, დაახლოებით 2 წუთი
დაგჭირდებათ ამისათვის. შემდეგ კი უნდა დაამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და სამი ფინჯანი წინასწარ გაცრილი პურის ფქვილი.

ცომი მართალია ხრაშუნა, მაგრამ დავარდნილი უნდა გამოვიდეს. ცომი თავდაპირველად არაერთგვაროვანია, მაგრამ ამაზე ნუ ინერვიულებთ მისი მოგუნდავება მოგვიანებითაც შეგიძლიათ.


image


ცომი გადმოიღეთ პირდაპირ საცხობ ლანგარზე და ხელით გააბრტყელეთ. საგორავის გამოყენება საჭირო არ არის. არც ლანგარზე ცხიმის წასმაა აუცილებელი, რადგან ცომში კარაქი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა და ის არავითარ შემთხვევაში არ მიეკვრება ლანგარის ძირს. კარგად გააბრტყელეთ ცომი, გაუკეთეთ კიდეები. უმჯობესი იქნება თუ კი ცომს ჩანგლის გამოყენებით დაჩხვლეტთ, იმისათვის, რომ ცომი გამოცხობის დროს არ ამოიბურცოს. უმჯობესია თუ კი გამოცხობამდე მას 20 წუთით მაცივარში მოათავსებთ. ამ პროცედურის გავლის შემდეგ ლანგარი შედგით წინასწარ კარგად გაცხელებულ ღუმელში.


image

აცხობთ მანამ სანამ ცომი ღია ყავისფერს არ მიიღებს. ამისათვის დაახლოებით 20 წუთია საჭირო.

ახლა კი დროა გულსართის მომზადებას შევუდგეთ. აიღეთ სქელძირიანი ქვაბი.გავადნოთ 100 გრამი უმარილო კარაქი. დავამატოთ ერთი ჭიქა ყავისფერი შაქარი. დნობის დაწყებისთანავე დაამატეთ 6 სუფრის კოვზი თაფლი და ორი სუფრის კოვზი სქელი ნაღები იმისათვის, რომ ძალიან კარგი, კარამელიზირებული შიგთავსი
გამოვიდეს. ბოლოს კი უნდა დაუმატოთ 2 კოვზი გრანულებიანი შაქარი. ის აუცილებელია ყავისფერ შაქართან ერთად. მასა უნდა წამოდუღდეს და განაგრძეთ მორევა, მანამ სანამ ნაზავი კოვზს თითონ არ მოშორდება. კიდევ ერთი წუთი იქნება საჭირო.


image


შემდეგ კი ჩაყარეთ არც თუ ისე წვრილად დაჭრილი ნიგოზი და შემდეგ კი დავამატოთ ერთი მწიკვი მარილი.


image


თქვენს მიერ უკვე გამომცხვარ ნამცხვრის ფირფიტას გადაუსვით "გოზინაყი" და თანაბრად გადაანაწილეთ მთელს ლანგარზე. შემდეგ შედგით ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთით. გულსართი კარგად უნდა იყოს გამომშრალი და ამავდროულად შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს წებოვნება.


image


ღუმელიდან გამოღების შემდეგ ნამცხვარი კარგად უნდა გაცივდეს, შემდეგ კი დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად, გადმოიღეთ თეფშზე და მიირთვით გემრიელად!

image


P.S თუ კი პეკანის ნიგოზი არ გაქვთ, შეგიძლიათ ის ჩვეულებრივი ნიგვზით ჩაანაცვლოთ.

0
927
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა87
ანა87
927
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0