x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორ აუბედურებს facebook ადამიანებს

imageსოციალური ქსელი "ფეისბუქი" ადამიანებს აიძულებს, თავი უბედურად იგრძნონ. ამის შესახებ მეცნიერებმა, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადეს. მათი დასკვნის მიხედვით ადამიანები, რომლებიც სოც-ქსლეებში ცოტა დროს ატარებენ, თავს სხვებთან შედარებით უკეთ გრძნობენ.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, Facebook-ის მეგობრების სიიდან ყოფილი შეყვარებულები და ქმრები ამოვშალოთ. ადამიანები, რომლებიც მათ ფოტოებს ათვალიერებენ და მათ ბედნიერ სტატუსებს კითხულობენ, შურის გრძნობით ივსებიან და ცხოვრებით ვეღარ ტკბებიან.image

ანალიტიკოსები სოციალური ქსელის მომხმარებლებს "ფეისბუქზე" ნაკლები დროის გატარებისკენ მოუწოდებენ. მათივე აზრით, კარგი იქნება თუ მომხმარებლები მათი მეგობრების ბედნიერ სტატუსებსა და ფოტოებს დაბლოკავენ. ამასთან, მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ ასეთი მიდგომა საფრთხეს უქმნის "ფეისბუქის" პოპულარობას. . სოციალური ქსელის დაახლოებით მილიარდზე მეტი მომხმარებელი საიტს ყოფილი პარტნიორების პირადი ცხოვრების სათვალთვალოდ იყენებს; ეს ჯაშუშობა კი პიროვნების ფსიქოლოგიაზე ნეგატიურად აისახება. განსაკუთრებით, თუ ყოფილ პარტნიორისა და მისი ახალი საყვარლის ერთად გადაღებულ ფოტოს აღმოაჩენთ, ან სასიყვარულო შინაარსის სტატუსს იხილავთ.image

სოციალური ქსელის მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა აღიარა, რომ ხშირად სტუმრობს ყოფილი პარტნიორების გვერდს, ათვალიერებს ფოტოებს, რეგულარულად ამოწმებს სტატუსებსა და კომენტარებს. "ურთიერთობის დასრულების შემდეგ ექს-პარტნიორის Facebook-ის მეგობრებში დატოვება სტრესის დაძლევის პროცესს ძალიან აფერხებს".

1
503
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
503
  
2013, 27 იანვარი, 10:16
რა სისულელეა. რაში მაინტერესებს "ყოფილები" თავში ქვა უხლიათ თუ უნდათ. ფეისბუქში სამ კვირაში ერთხელ თუ შევიხედავ ისიც იმიტომ რომ, (პრესა.ჯი მაქვს მოწონებული ) ახალი ამბები გავიგო:D
0 1 1