x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
დაუჯერებელი ისტორიები

1957 წლის ივლისში ფრანგულმა გზათებმა გამოაქვეყნეს ისტორია, რომელიც შეემთხვა 54 წლის მირეის, პროვანსულ ქალაქ აპლში. იგი იყო გამოცდილი და კვალიფიციური ექთანი, რომელიც მიიწვიეს ბავშვების მომვლელად.ქალაქში მას იცნობდნენ როგორც მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანს.16 ივლისს საღამოს ის მივიდა სახლში ბავშვის მოსავლელად. და გაიყვანა ბავშვი ეტლით პარკში სასეირნოდ. იყო მშვიდი და მზიანი ამინდი.და მომვლელიც ბავშვთან ერთად დიდი ხის ჩრდილ ქვეშ ბავშვთან ერთად მოეწყო. უცებ ყველაფერი ჩამობნელდა, ეს არ იყო რაიმე დაავადების სიმპტომი, მადამ მირეის ნათელი გონება შენარჩუნებული ჰქონდა და დეტალურად ახსოვდა თავისი მდგომარეობა. მძინარე ბავშვმა გამოიღვიძა და დაიწყო ხმამაღლა ტირილი. ძიძა შეეცადა მის დაწყნარებას. გარშემო სრული სიბნელე მეფობდა. სადღაც გაქრა ქუჩის ხმაური, ყვავილების სურნელი და ჩიტების ჟრიამული. ეს მდგომარეობა გაგრძელდა საათის მეოთხედი დაახლოებით. სიბნელე უცებ ისევე გაქრა, როგორც მოვიდა. ქროდა ცივი ქარი, ბულვარზე სეირნობდა რამდენიმე თბილად ჩაცმული წყვილი. მადამ მირეი სასწრაფოდ გაიქცა სახლში ბავშვთან ერთად და იქ დახვდა შეშინებული და ატირებული მშობლები. აღმოჩნდა რომ ქალბატონი მედდა ბავშვთან ერთად სამი დღე არ ჩანდა!... მათ ეძებდა პოლიცია და მრავალრიცხოვანი მოხალისეები. მთელი პარკი გადაჩხრიკეს დეტალურად და მათ კვალს ვერ მიაგნეს... ჟანდარმერია მადამ მირეისგან მოითხოვდა მკაცრად პასუხს სად იყო ის ბავშვთან ერთად გაუჩინარებული, მაგრამ ის მხოლოდ უეცარ დაბნელებაზე ყვებოდა.... და ასეთი შემთხვევებია დაფიქსირებული სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას დედამიწაზე, რომლის პასუხიც დღემდე ვერ მოიძებნა.... შეიძლება ჩვენ საქმე გვაქვს ელექტრომაგნიტური ველების ცვლილებასთან, როდესაც ხილული ნაწილი სპექტრი რატომღაც იცვლის რყევების სიხშირეს ვინ იცის?...image

0
318
6-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0