x
image
ვაჟიკო
ქრისტინე იმედაძის ცხოვრება. ფოტოები ქრისტინეს მობილურიდან

imageჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ რჩევებს ქრისტინე იმედაძე ტელეეკრანიდან გვაძლევს. "შუადღის" ახალი თანაწამყვანი იმ ადამიანებზეც ზრუნავს, ვისაც ძვირად ღირებული გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარების საშუალება არა აქვთ. ბოლო დროს თბილისის ბომონდურ და არამარტო ბომონდურ წრეებში ისევ ალაპარაკდნენ ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ვიქტორ სანიკიძისა და არანაკლებ ცნობილი ქრისტინე იმედაძის რომანზე. იტალიაში მყოფი ვიკა სანიკიძე, რომელიც უკვე აღმოჩნდა იტალიელი ჟურნალისტებისა და თაყვანისმცემლების ყურადღების ცენტრში, თბილისში საახალხწლოდ ვერ ჩამოვიდა, ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს. საქართველოს დედაქალაქის მონახულებას ის ზაფხულისთვის აპირებს. ვიქტორ სანიკიძე უკვე შეეჩვია იმას, რომ ძალიან ხშირად ხან ვისზე წერენ ჯვარს და ხან ვისზე. „დედაც კი მირეკავს და მეუბნება, გავიგე, ცოლი მოგიყვანიაო, ამაზე უკვე მეცინება“, - ამბობს ვიქტორ სანიკიძე ამავე დროს, კალათბურთელი არ უარყოფს, რომ ქრისტინე იმედაძის მიმართ სიმპათიები გააჩნია და რომ მეგობრულ ურთიერთობასimageეტაპზეც ინარჩუნებენ.
ქრისტინე იმედაძე ერთი პერიოდი ჩრდილში გადავიდა. ცხოვრების ამ მონაკვეთში მის პირად ფრონტზე ხდებოდა მნიშვნელოვანი მოვლენები – ფეხბურთელ ლაშა ჯაკობიაზე გათხოვდა, შემდეგ დედა გახდა, მერე მისი ქორწინება უიღბლოდ წარიმართა და საბოლოოდ დაინგრა კიდეც. ახალგაზრდა დედა პატარა გოგონათი მარტო შეუდგა ცხოვრების ჭაპანის ზიდვას, ყველა აქედან გამომდინარე სირთულით. ბოლო პერიოდში კი მის ცხოვრებაში ახალი ფაზა დაიწყო. ქრისტინე ჯერ ტელეწამყვანად მოგვევლინა, მერე კი ახალ შოუ–კონკურსში ჩაერთო და მისი საცეკვაო მონაცემები ფართო მაყურებლისთვის გახდა ცნობილი.

0
525
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ვაჟიკო
ვაჟიკო
525
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0