x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
Victoria's Secret-ის "ანგელოზების" -დაუტცენ კრეზის და ალესანდრა ამბროსიოს რჩევები-დიეტა, სპორტი, მაკიაჟი...
Victoria's Secret Fashion Show ერთ-ერთი ღირშესანიშნავი და შთამბეჭდავი სანახაობაა მოდის სამყაროში.
პოდიუმზე ერთმანეთს ენაცვლებიან Victoria's Secret-ის ლამაზმანები-მირანდა, ალესანდრა, ერინი, კენდისი და სხვები. "ანგელოზებს" ფერადი ქვებით გაფორმებული და მოქარგული ფრთები ამშვენებთ. თითოეული მათგანი ათ კგ-მდე იწონის, თუმცა
"ანგელოზები" დატვირთვისთვის მზად არიან, რასაც ყოველდღიურ ფიზიკურ ვარჯიშს და ჯანსაღ კვებას უნდა უმადლოდენ.


დაუტცენ კრეზი

image

სპორტი: ბავშვობაში გატაცებული ვიყავი ციგურებით. ამჯერად
კი ჩემი მწვრთნელი მეხმარება ფორმის შენარჩუნებაში: კრივის ილეთების, პრესის ვარჯიშის და სახტუნაოთი ხტუნვის მეშვეობით.
ამგვარად ჩემი ფეხები და საჯდომი სრულ წესრიგშია.
როცა ფიტნესისთვის დრო არ მრჩება, ვრთავ მუსიკას და ნახევარი
საათი გიჟივით ვცეკვავ-ვწვავ კალორიებს"
დიეტა: ბოსტნეულის სუპი და ორთქლზე მომზადებული თევზი ჩემი ჩვეული რაციონია. ხორცს კვირაში ერთხელ მივირთმევ, დიეტების არ მჯერა, თავს შიმშილით არ ვიტანჯავ, შემიძლია ხანდახან კარტოფილი ფრიც გავსინჯო. თუმცა შოუს წინ არ ვიღებ ტკბილეულობას და ნახშირწყლებს. წვეულებების შემდეგ, სადაც შეუძლებელია მენიუს გაკონტროლება, საღამოს ვსვამ წყალს, ვწვები დასაძინებლად და დილით ვიღებ კონტრასტულ შხაპს და ვაკეთებ 200 ბუქნს ადგილზე.
მაკიაჟი და კანის მოვლა: სრულყოფილ მაკიაჟს მხოლოდ წვეულებისთვის ვიკეთებ. ჩვეულებრივ დღეებში მხოლოდ დამატენიანებელ კრემს და წამწამების ასაპრეხ მაშებს ვიყენებს. ფრჩხილის ლაქი ჩემი სისუსტეა: გულდასმით ვარჩევ კაბის შესაფერის ლაქს.

ალესანდრა ამბროსიო


image
სპორტი: იოგა, პილატესი და კარდიოვარჯიში. მთავარია გულმოდგინე
ვარჯიში. ყველაზე მეტად კი სერფინგი მიყვარს, რომელიც საუკეთესოდ ამკვრივებს თეძოებს.
დიეტა: მივირთმევ ბევრ მწვანილს, ბოსტნეულს და თევზს. ძალიან მიყვარს მაკარონი, თუმცა მას კვირაში ერთხელ მივირთმევ.
ნამცხვარი და შოკოლადი კი იოგურტით და სორბეტით ჩავანაცვლე.
მაკიაჟი და კანის მოვლა: ჩვეულებრივ დღეებში მხოლოდ ლოსიონს SPF 30-ს ვისმევ, რომლის გარეშეც ლოს-ანჟელესში შეუძლებელია
გასვლა. ასევე ვიყენებ ცელულიტის საწინააღმდეგო კრემს
Clarins-ის High Definition Body Lift. თმების მოვლისთვის ქოქოსის ზეთს ვიყენებ.







0
127
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0