x
image
ნინო ნინო
თქვენი აზრები მაინტერესებს, მეოცნებეებო !
ჰოო, მეოცნებეებო, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით თქვენი აზრები მაინტერესებს

დასაწყისშივე გეტყვით, რომ ჩემი დადანაშაულება რადიკალიზმში და მით უმეტეს პოლიტიკურ ანგაჟირებულობაში იდეაშივე აბსურდია, არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი, არც ვყოფილვარ და მით უმეტეს ვერც მომავალში ვხედავ ამ სფეროში საკუთარ თავს, მაგრამ რაც ვაკვირდები მიმდინარე მოვლენებს, თქვენი მისამართით რამდენიმე შეკითხვა გამიჩნდა:


1. რომელი ქართველი ოცნებობდა უმუშევრობაზე? ოფიციალური მონაცემებით პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ადამიანების რიცხვი უკვე ორი ათას კაცს შეადგენს.


2. რომელი ქართველი ოცნებობდა სწავლის საფასურის გაორმაგებაზე? კანონპროექტი განხილვას ექვემდებარება.



3. რატომ მუშაობს ასე გამალებით მხოლოდ პროკურატურა და თუ ამდენი ადამიანის დაჭერა შეიძლება სამ თვეში, საქმის კეთება რატომ არ შეიძლება


4. რამდენად ეთიკურად გეჩვენებათ ადამიანის პრივატული ცხოვრების ხელყოფა და მისი პირადი, ინტიმური დეტალების გამომზეურება ან რა საჯარო ინტერესს ემსახურება მსგავსი ქმედებები? ხომ არ არის ეს სიძულვილის ენის წახალისება, რომელიც ისედაც არ გვაკლია?


5. რატომ ინიშნებიან ტოტალურად მაღალ თანამდებობებსა და საჯარო სამსახურების უფროსებად პირები, რომელთა დოსიეებშიც აკადემიურ ხარისხებს სპორტული მიღწევები აღემატება?


6. და ბოლოს, დაუპირისპირდებით თუ არა თქვენ მიერ არჩეულ ხელისუფლებას თუ მან დანაპირებს გადაუხვია?



თუ არ გეზარებათ, უპასუხეთ :)



2
28
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
28
  
2013, 25 იანვარი, 17:48
ასე საჯაროდ ეს კითხვა ცოტა არაჯენტლმენური ხომ არაა, გეთაყვა:)
2013, 23 იანვარი, 20:48
რამდენი წლის ხართ გეთაყვა?:)
0 1 2