x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უკანასკნელი ლოტკინელი ქურდი.

imageთბილისში, ლოტკინზე დაიბადა 1937 წლის 27 თებერვალს, 50-60 იან წლებში რამდენჯერმე იჯდა ციხეში ქურდობისთვის, 1970-იანი წლების ბოლოს, „ოქროს უბანში" ლეგენდებს ყვებოდნენ „ანზორა უსოიანზე", (ასე გადააკეთეს ქართველმა კრიმინალებმა "ასლანა" "ანზორად") რომელიც თბილისელ ქურდებს შორის ყველაზე ავტორიტეტულად ითვლებოდა.. შემდეგ კი ბევრად უფრო მეტი - „ვსესაიუზნი განაბის" წოდებაც მოიპოვა.80-იანი წლების ბოლოს რუსეთში გადაბარგდა და იქ აკონტროლებდა დანაშაულებრივ დაჯგუფებებს.კლანის ძირითადი შემოსავალი იყო სათამაშო ბიზნესი, იარაღი, ნარკოტიკები და ბუნებრივი რესურსები.1992-93 წლებში ეხმარებოდა აფხაზ მებრძოლებს, მეგობრობდა აფხაზ კრიმინალურ ავტორიტეტთან ბესლან ჯონუასთან(მოკლული იქნა 2007 წელს).2009 წლიდან ხელმძღვანელობდა კავკასიურ კრიმინალურ დაჯგუფებას , მისი კლანის წევრები იყვნენ ლაშა რუსთავსკი, იური პიჩუგა და ვალოდია ტიურიკი. ასლან უსოიანის დედა და ძმა კუკიის სასაფლაოზე არიან დასაფლავებულები, ბუნებრივია, ოჯახს მისი თბილისში დასაფლავება უნდოდათ, მით უმეტეს, რომ მისი მეუღლე დულში და ქალიშვილი ნუნა თბილისში ცხოვრობენ(უფროსი ვაჟი ნოდარი რუსეთშია), იყო მცდელობა ცხედარი ჩარტერული რეისით თბილისში გადმოესვენებინათ. მაგრამ თბილისის აეროპორტმა ბორტის მიღებაზე სასტიკი უარი განაცხადა. ბუნებრივია, ეს ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო, რომელსაც აშკარად შეეშინდა, რომ "ნაციონალებს" სათქმელს მისცემდა: აქაოდა, ხომ ხედავთ, „ჩვენ ჩამოვშორდით თუ არა ხელისუფლებას, საქართველოში ქურდული „სხადნიაკები" განახლდაო.თუმცა მაინც საეჭვოა, რომ აქ "ქურდული სხადნიაკები" მოწყობილიყო, ივანიშვილის ხელისუფლება სულაც არ აპირებს „ნაციონალების" მიღებული კანონის გაუქმებას, რომლითაც „რამკიანი" შეიძლება დააპატიმრონ არა კონკრეტული დანაშაულისთვის, არამედ „ქურდული ტრადიციების" მიმდევრობისთვის.პირიქით, უფრო აპირებს გააძლიეროს მათ წინააღმდეგ ბრძოლა, ეს, ამჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა.ასეა თუ ისე, 20 იანვარს უსოიანი საბოლოოდ ხოვანსკის სასაფლაოზე დაკრძალეს.image

0
218
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0