x
image
Jokero
Mediator image
როგორ მოვაგვაროთ პრობლემები პირველი ღამის შემდეგ
imageქალების პრობლემა პირველი ღამის შემდეგ:

მაშასე პირველი ღამის შემდეგ, ყველა ქალი ფიქრობს იმაზე, როგორ გამოიყურება დილით, დილით ხომ ბევრი საღამოს მაკიაჟის ნარჩენებითა და გაწეწილი თმით იღვიძებს.

ამ ყველაფერს მარტივად უნდა შევხედოთ. მთავარია - წინასწარ სათანადოდ მოემზადოთ.


წვრილი და უსიამოვნო დილის პრობლემები.

რა უნდა გვეცვას?

არავინ იცის, რა იქნება ინტიმის შემდეგ, მაგრამ მომზადებული რომ უნდა შეხვდეთ პირველ ღამეს და დილასაც - ეს ფაქტია.

მარტივი გამოსავალი:

არ ღირს მთელი ჩემოდნით წასვლა პაემანზე, ათასი ნივთებით ნუ გატენით ჩანთას, საკმარისი იქნება, ერთი წყვილი ახალი თეთრეული გაიყოლოთ თან.

უსიამოვნო სუნი პირში - პრობლემა

საშინელებაა დილით პირში უსიამოვნო სუნით გაღვიძება, დილის კოცნა ხომ ისეთი ვნებიანი აღარ იქნება, როგორიც წინა ღამის.

მარტივი გამოსავალი:

თან ატარეთ სამგზავრო, პატარა კბილის ჯაგრისი. ისინი ყველგან იყიდება და ქალის ყველაზე პატარა ჩანთაშიც ეტევა, ან მენთოლიანი კანფეტები, საღეჭი რეზინი.

სახის მოვლა - პრობლემა

ძნელია ინტიმის შემდეგ გამოიყურებოდეთ იდეალურად, ამიტომაც საჭიროა, გამოიცოცხლოთ სახე.

მარტივი გამოსავალი:

საჭიროა - ტონალური კრემი და ტუჩის ბალზამი. ეს ნივთები ყოველთვის უნდა მოიძებნებოდეს ქალის ჩანთაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ დარწმუნებული არ ხართ, ღამეს სახლში რომ გაათევთ. ტონალურ კრემს შეუძლია გამოგიცოცხლოთ სახის ფერი, ტუჩის მბზინავი საცხი კი უფრო რომანტიკულ გამომეტყველებას შეგძენთ, ტუჩებს კი დაანაზებს.სუფთა სახის კანით ბევრად მომხიბვლელი იქნებით დილით, თუ თავის დაბანის საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ მშრალი შამპუნით. ის თმას მომენტალურად დაუბრუნებს ფორმას.

ქალბატონებო - იმედია ეს სტატია მოგეწონათ და ცხოვრებაში გამოგადგებათ.

3
610
5-ს მოსწონს
ავტორი:Jokero
Jokero
Mediator image
610
  
2013, 6 თებერვალი, 1:47
ეგ მხოლოდ და მხოლოდ რჩევებია:) გოიმი არ ხარ :D
2013, 5 თებერვალი, 22:23
მე უცებ ქორწინების პირველ ღამეში ავურიე და ამ დროს ფრაზა: "არ ღირს მთელი ჩემოდნით წასვლა პაემანზე, ათასი ნივთებით ნუ გატენით ჩანთას, საკმარისი იქნება, ერთი წყვილი ახალი თეთრეული გაიყოლოთ თან". ქორწინების პირველი ღამე და ზოგადად პირველი ღამე რომ ერთი და იგივე მეგონა, გოიმი ვარ?! :/
2013, 22 იანვარი, 20:12
:))
0 1 3