x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134550
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ანეკდოტები კახელებზე
image









მთავარი გმირი - მიხა


***

მაღაზიაში, მიხა - გამყიდველს:


- ხის წებო გააქვთ?

- კიდევ გაიტეხე თავი?!


***

მიხა და მარო ოპერაში "გედების ტბას" უყურებენ. მარო ეუბნება მიხას:

- მიხავ, წარმოდგენა მთავრდება და აბა ტბას ვერა ვხედავ ვერსად?..

- დედიშენისამ, გედებმა ხომ თავზე გადაგიშხუილეს აი?!


***

- მიხავ, რითი დაიღუპა შენი სიდედრი? - ჰკითხეს მეზობლებმა მიხას:

- შხამიანი სოკო შეჭამა!

- კი მარა, მარჯვენა თვალი რატომ აქვს ჩალურჯებული?

- არა სჭამდა და იმიტომ!


***

მიხას მეუღლე გარდაეცვალა. საფლავზე როგორც ჩვეულებაა, დიდი მარმარილოს ქვა დაადო და ზედ წარწერა გააკეთა: "დაგადო მიხამ".


***

მარო: - მიხავ, მწვადები ამოვატრიალო?!

მიხა: - არა დედიშენისამ, "ავტორევერსია", თვითონ ამოტრიალდება!..


***

მოსკოვში ჩასულმა მიხამ, ტუალეტი ვერსად ვერ მონახა და ქუჩაში მოისაქმა. უცებ, ორმა პოლიციელმა მიხას ხელ მოჰკიდეს და განყოფილებაში წაიყვანეს.

- ვახ, ამ პოლიციელებს როგორ ვეჯავრებით ეს კახელები! - ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა მიხამ.


***

მეზობელი - მიხას:

- გამარჯობა, მიხავ!

- გა... გა... გა... გადი შენი დედაც ვატირე.


***

შაქრო - მიხას:

- მიხავ, ბავშვებს არ მომინათლავ?

- ჰმ! დედას არ ვუტირებ?!


***

მიხას ცოლი დაგვიანებით მივიდა სახლში. გაბრაზებულმა მიხამ ცოლს ჰკითხა:

- სად იყავი დედაკაცო?

- სამმა მამაკაცმა ქუჩაში გამაჩერეს!..

- მერე, რაო, რა გვინდაო?

- ასე მითხრეს - ან იმღერე ან ტუჩებში გაკოცებთ სამივენიო!

- მერე, შენ რა ჰქენი?

- იიი, რა უნდა მექნა, მიხავ, რომელი ალა პუგაჩოვა მე ვარ?!


***

დილით, როცა მიხა აივანზე გამოვიდა, ეზოში ყვავი ჩამოვარდა და სული განუტევა.

- ჩემს ეზოში შეგისრულდა 300 წელი, შენი... - წაიბურტყუნა გაბრაზებულმა მიხამ.


***

- გამარჯობა მარო, როგორა ხარ?

- ეჰ, რაღა როგორა ვარ, მიხა მყავს ცუდათ!

- რა მოუვიდა?

- თავი სტკივა!

- მერე?

- რა მერე, ტყეში მივდივარ ახლა, კოდალა უნდა მოვუყვანო!


***

მიხა საბავშვო ბაღში მივიდა და აღმზრდელებს გასძახა:

- ჩემი ბალღი გამაიყვანეთ, დროზე!

- რომელია თქვენი ბავშვი?

- ჰმმმ, რა მნიშვნელობა აქბს რომელიც გინდათ ის მოიყვანეთ, ხვალე ისევ აქ არ უნდა მოვიყვანო?!


***

- მარო შენი ქმარი კოჭლია? - ეკითხება მეზობელი ქალი მიხას ცოლს.

- აბა რას ამბობ ქაა! - ერთი ფეხი "დაჟე" გრძელი აქვს!


***

ნასვამი მიხა მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და მიწაზე პირდაპირ თავით დაეხეთქა... ძლივს-ძლივობით ფეხზე წამოდგა, ტანსაცმელი ჩამოიბერტყა და თავისთვის ჩაილაპარაკა:

- ჯოო, კიდევ კარგი ფეხებით არ დავხტი!..


***

- მიხავ, პამიდორი გიყვარს?

- საჭმელად კი მიყვარს და ისე რაზე უნდა მიყვარდეს?!

0
54
4-ს მოსწონს
ავტორი:ეკა.
ეკა.
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0