x
image
ჯონ დო
გაყინული ნომრები...
ალბათ ბევრმა იცით, თუ რას ნიშნავს სპორტში გაყინული ნომრები. ვინც არ იცის გეტყვით, რომ გაყინული ნომრები არის ისეთი ნომრები, რომელი ნომრითაც ვეღარავინ ვეღარ ითამაშებს კონკრეტულ გუნდში.

გუნდები გაყინულ ნომრებს ანიჭებენ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანეს გუნდს.ასევე ნომრები იყინება იმ გუნდში, რომლის ფეხბურთელიც უბედურმა შემთხვევამ შეიწირა!!

შეიძლება დაკვირვებული არც ხართ სპორტის მოყვარულები, რომ ბევრ ცნობილ კლუბში ზოგიერთი ნომერი საერთოდ არ ფიგურირებს.

წარმოგიდგენთ რამოდენიმე ცნობილ გუნდს და ფეხბურთელს, რომელი ნომრებიც გაყინულია.


1. საფეხბურთო კლუბ ნაპოლში არავინ არ თამაშობს 10 ნომრით. ეს ძნელი მისახვედრი არ არის, ნაპოლში ხომ დიეგო მარადონა თამაშობდა, რომლის დროსაც ნაპოლმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია!!

image

2.საფეხბურთო კლუბ “მილანში“ არავინ არ თამაშობს 6 ნომრით.

ეს იმიტომ, რომ 6 ნომრით თამაშობდა ლეგენდარული ფრანკო ბარეზი.

image


3.ასევე მილანურ კლუბში არავინ თამაშობს 3 ნომრით. არც ეს არის ძნელი მისახვედრი, ამ ნომრით ხომ პაულო მალდინი თამაშობდა.(თუმცა მალდინიმ განაცხადა, რომ თუ მისი რომელიმე შვილი ითამაშებს მილანში, მხოლოდ მისი შვილი ითამაშებს 3 ნომრით)

image

4.საფეხბურთო კლუბ “ლიონში“ არავინ თამაშობს 17 ნომრით.

ამ ნომრით თამაშობდა კამერუნელი ფეხბურთელი “მარკ ვივიენ ფოე“. საფეხბურთო მატჩის დროს ფოეს მინდორზე გული გაუსკდა.

image

5. ასევე კლუბ “ბენფიკაში“ არავინ ითამაშებს 29 ნომრით.

ამ ნომრით თამაშობდა ახალგაზრდა უნგრელი ფეხბურთელი მიკლოს ფაჰერი, რომლესაც გული გაუსკდა საფეხბურთო მატჩის დროს.

image

6.საფეხბურთო კლუბ აიაქსში არავინ თამაშობს 14 ნომრით.

ამ ნომრით ხომ ლეგენდალური იოჰან კრუიფი თამაშობდა!!!!!

(კრუიფი ჰოლანდიის ნაკრებშიც 14 ნომრით თამაშობდა)

image


7.საფეხბურთო კლუბი ჩელსი არავის ათამაშებს 25 ნომრით.

ამ ნომრით თამაშობდა ჯანფრანკო ძოლა, რომელიც კლუბის ისტორიაში დარჩა, როგორც ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი.

image

8.საფეხბურთო კლუბ ბრეშას გაყინული აქვს 10 ნომერი.

იმიტომ რომ, იტალიური ფეხბურთის ლეგენდა რობერტო ბაჯო საფეხბურთო კარიერის ბოლო წლებში ბრეშას თავდამსხმელი იყო.


image


3
190
3-ს მოსწონს
ავტორი:ჯონ დო
ჯონ დო
190
  
2013, 20 იანვარი, 11:42
მესი მართლა უძლიერესია.
2013, 20 იანვარი, 5:00
ალბათ ბარსელონაში მესის მერე აღარავინ ითამაშებს 10 ნომრით
2013, 19 იანვარი, 23:38
საღოლ ავტორ. კაი სტატია.
0 1 3