x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138400
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ოპეკი - მსოფლიოს მთავარი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყნები
imageსტატიაში განხილული იქნება:

ორგანიზაციის შექმნის ისტორია, მასში შემავალი ქვეყნები;


ოპეკის მიზანი, მისი საქმიანობა;


ფასების პოლიტიკა;



ოპეკის როლი ეკონომიკაში;


რეგიონული ასპექტები


ოპეკის შესახებ


ოპეკი -ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (Organization of Petrol Exporting Countries-OPEC) არის საერთაშორისო ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც შეიქმნა კარტელის ხელოვნურად შემცირებული ფასების პოლიტიკასთან საბრძოლველად. იგი აერთიანებს ნავთობის წამყვანი ექსპორტიორი

ქვეყნების უმრავლესობას: ალჟირი, ანგოლა, ირანი, ერაყი, ქუვეითი, ლიბია, ნიგერია, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეკვადორი და ვენესუელა. ოპეკი, როგორც

მუდმივმოქმედი ორგანიზაცია, შეიქმნა ბაღდადში, 1960 წლის 10-14

სექტემბრის კონფერენციაზე. აშშ-ს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, დუაიტ ეიზენჰაუერმა, კანადისა და მექსიკის ნავთობის მრეწველობის სასარგებლოდ ვენესუელისა და სპარსეთის ყურის ნავთობის იმპორტზე იძულებით დააწესა კვოტა. ამის საპასუხოდ, ვენესუელისა და საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრების, ხუან პაბლო პერეზ ალფონსოსა და აბდულა ალ-ტარიკის ინიციატივით, ერაყის, ირანის, ქუვეითის, საუდის არაბეთისა და ვენესუელას მთავრობებმა ბაღდადში შეხვედრისას განიხილეს გზები თავიანთ ქვეყნებში
წარმოებული ნედლი ნავთობის ფასის ზრდის შესახებ. შედეგად, ოპეკი დაარსდა გადაწყვეტილებით, აღადგინოს და მოახდინოს ორგანიზაციის წევრთა ნავთობის პოლიტიკის კოორდინაცია.

შესაბამისად, ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან: ირანი, ერაყი,
ქუვეითი, საუდის არაბეთი და ვენესუელა. შემდეგ ოპეკმა დაიწყო გაფართოება და მას შეუერთდნენ შემდეგი ნავთობმომპოვებელი ქვეყნები: კატარი (1961 წ.), ინდონეზია (1962-2008 წწ.), ლიბია (1962 წ.), არაბთა გაერთიანებული საამიროები (1967 წ.), ალჟირი (1969 წ.), ნიგერია (1971 წ.), ეკვადორი (1973-1992 წწ. 2007 წ.), გაბონი (1975-1994 წწ.), ანგოლა (2007 წ.). ეკვადორი 1992 წელს ორგანიზაციიდან გამოვიდა, რადგან არ სურდა ან ვერ იხდიდა ორგანიზაციის საწევრო გადასახადს, 2 მლნ დოლარს და თვლიდა, რომ საჭირო იყო მეტი ნავთობის წარმოება, ვიდრე ეს ოპეკის კვოტით იყო დაშვებული. თუმცა ის კვლავ შეუერთდა ორგანიზაციას, ხოლო რაცშეეხება გაბონს, მან სამუდამოდ დატოვა ოპეკი. 2008 წლის მაისში ინდონეზიამ განაცხადა, რომ იდ დატოვებს ოპეკს, როდესაც მის წევრობას აზრი აღარ ექნება, როცა გახდება ნავთობის იმპორტიოტი
და ვეღარ დააკმაყოფილებს ორგანიზაციის წევრობას, მის მოთხოვნებს. იმავე წლის 10 სექტემბერს ოპეკმა დაადასტურა განცხადება ინდონეზიის ორგანიზაციიდან გასვლის თაობაზე, თუმცა ქვეყანამ განაცხადა, რომ მას სურვილი აქვს დაბრუნდეს ორგანიზაციაში, თუკი ის კვლავ გახდება ნავთობის ექსპორტიორი. ინდონეზიის წევრობა ამჟამად განხილვის სტადიაშია, ვინაიდან ის აღარ მოიაზრება ნავთობის ექსპორტიორად. დღესდღეობით, ოპეკში ერთიანდება თორმეტი ქვეყანა.

ოპეკის შტაბ-ბინა თავდაპირველად განთავსებული იყო ჟენევაში (შვეიცარია), ხოლო 1965 წლის 1 სექტემბერს გადაიტანეს ვენაში (ავსტრია). ორგანიზაციის გენერალური მდივანია აბდალა სალემ ალ-ბადრი, 2007 წლიდან. ოპეკის წევრი ქვეყნები აკონტროლებენ მსოფლიოს ნავთობის დადასტურებული მარაგის დაახლოებით 2/3-ს. მათ წილზე მოდის მსოფლიოს ნავთობის წარმოების 40% და ნავთობის მსოფლიო ექსპორტის ნახევარი. ოპეკის ოფიციალური სამუშაო ენა არის ინგლისური.

ნავთობის ფასს ყოველთვის ანგარიშობენ აშშ დოლარებში ერთი ბარელისათვის. ბარელი (barrel - ინგლისურად “კასრი“) მოიცავს დაახლოებით 159 ლიტრს და ტრადიციულად გამოიყენება ნავთობის საზომ ერთეულად. ერთი მეტრული ტონა ნავთობი საშუალოდ 6.3 ბარელს მოიცავს.


ოპეკის მიზანი, მისი საქმიანობა


ორგანიზაციის მთავარი მიზანი, წესდების მიხედვით, არის მისი წევრების ინდივიდუალური და კოლექტიური ინტერესების

ოპტიმალურად დაცვის საშუალებების განსაზღვრა, რაც

ითვალისწინებს გზებისა და საშუალებების გამონახვას ნავთობის
საერთაშორისო ბაზარზე ფასების სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფას, ზიანის მომტანი ცვალებადობის თავიდან ასაცილებლად. ოპეკი არეგულირებს წარმოების მოცულობას. მისი მიზანია საქმიანობის კოორდინაცია და ზოგადი პოლიტიკის ფორმულირება. ასევე,
განავითაროს საერთო პოლიტიკა ორგანიზაციის წევრებს შორის. ნავთობის მწარმოებელ ქვეყანათა ინტერესების მუდმივი დაცვა გამოიხატება მათთვის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფაში, ნავთობის მომხმარებელი ქვეყნებისათვის ეფექტურ, ეკონომიურ და
სტაბილურ მიწოდებაში, ასვე მომგებიანობის გარანტიაში კაპიტალზე მათთვის, ვინც ამ ინდუსტრიაში ინვესტიციას ახორციელებს.


ქვემოთ მოყვანილია პუნქტები ორგანიზაციის ძირითადი ამოცანების
შესახებ:

ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ინტერესების დაცვა

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა

ნავთობის სხვა ქვეყნებში რეგულარული მიწოდების უზრუნველყოფა

ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისათვის ნავთობის გაყიდვის შედეგად
სტაბილური შემოსავლების უზრუნველყოფა

ნავთობის წარმოების და რეალიზების სტრატეგიების განსაზღვრა


ნავთობის წარმოების კვოტის დადგენა ორგანიზაციის ერთ-ერთი ფუნქციაა. თუკი ნავთობის სამომხმარებლო მოთხოვნები იზრდება, მაგრეამ ბაზარზე დაკმაყოფილება არ ხდება, აუცილებელია ნავთობის მოპოვების ამაღლება, რაც დგინდება კვოტით. იურიდიულად კვოტის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სწრაფად
იზრდება ნავთობის ფასები და საჭიროა კრიზისის თავიდან აცილება.
ოპეკი ძალიან არის ჩართული გლობალურ ვაჭრობაში და მისი ხელმძღვანელობა აღიარებს, რომ საჭიროა ფუნდამენტური რეფორმა საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში. ორგანიზაცია მოემზადა ნავთობის
კრიზისისათვის - არსებობს სარეზერვო ფონდი, რომელიც დაფუძნდა 1999 წელს და მოიცავს ნავთობის შემდეგ მარაგს - 801 998 000 ბარელ ნავთობს, რაც წარმოეადგენს მსოფლიო ნავთობის რეზერვების 76%-ს.

ოპეკმა 1976 წელს დააფუძნა ფონდი ოპეკის საერთაშორისო
განვითარებისათვის. ეს არის მრავალმხრივი საფინანსო სისტემა განვითარების სფეროში, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების თანამშრომლობას და ასევე თანამშრომლობას სხვა განვითარებად ქვეყნებთან. ფონდი უზრუნველყოფს ორგანიზაციის
წევრებს შეღავათიანი სესხებით, რომლებიც ძირითადად სამი მიმართულებით გაიცემა: პროექტების, პროგრამების და

საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად.
ორგანიზაციის ფუნქციონირების სტრუქტურის შემადგენლობაში შედის ოპეკის ეკონომიკური კომისია, გენერეალური მდივანი, სამდივნო, მმართველთა საბჭო, კომიტეტი.
ოპეკის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები წელიწადში ორჯერ (განსაკუთრებული სიტუაციების გარდა) მართავენ

შეხვდერებს, ნავთობის საერთაშორისო ბაზრის შეფასებისთვის და ორგანიზაციის სამომავლო განვითარების პროგნოზირებისათვის. ამ
შეხვედრებზე მიიღება გადაწყვეტილებები წლის სამოქმედო გეგმებზე, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ბაზრის სტაბილიზაცია. შესაბამისად, გადაწყვეტილება ნავთობის გამომუშავებასთან დაკავშირებით, ან ბაზარზე ცვლილებების შესახებ, მიიღება ოპეკის
კონფერენციების შედეგად, ორგანიზაციის ერთსულოვნების წესით.



ფასების პოლიტიკა

ნავთობის მოპოვების მოცულობა და მსოფლიო ბაზაზრზე მისი მიწოდება მჭიდროდაა დაკავშირებული ფასების პოლიტიკასთან. ნავთობის ფასი 1861 წლიდან 1970 წლების დასაწყისამდე არასოდეს
გადასცილებია 2 აშშ დოლარს ბარელისათვის. მის ფასზე არ

ზემოქმედებდნენ არც მსოფლიო, არც ლოკალური ომები, არც

ეკონომიკური კრიზისები. ფაქტობრივად ინფლაციის

გათვალისწინებით ნავთობი იაფდებოდა კიდეც, რადგან ბარელი ნავთობისათვის, მაგალითან 1913 და 1934 წლებში გადახდილი 1 დოლარი სულ სხვადასხვა მსყიდველობითი უნარისა იყო. მთელი 1960-იანი წლების განმავლობაში ბარელი ნავთობის სტაბილურად ღირდა 1.8 დოლარი. ეს სტაბილურობა იყო „შვიდი დის“ კარტელის დამსახურება (1920-1940-იან წლებში არაბულ ქვეყნებში გაიცა დიდი კონცესიები ნავთობის ძიებისა და მოპოვებისათვის. მთავარ კონცესიონერებად იქცა შვიდი უმსხვილესი სანავთობო კომპანია, რომელთაც ირონიულად „შვიდ დას“ უწოდებენ. დალაგებული კაპიტალის მიახლოებითი სიდიდის მიხედვით ეს კომპანიების: Standard Oil of New Jersey (1972 წლიდან - Exxon, ევროპაში მარკეტინგისას Esso); Royal Dutch Shell Group; Texaco; Standard Oil of California (ასვე ცნობილი, როგორც Socal, ხოლო მარკეტინგისას - როგორც Chevron); Mobil; Gulf; British Petroleum. XX საუკუნის ბოლოს ერთმანეთს შეერწყა ექსონი და მობილი (შექმნეს ExxonMobil) და შევრონი და ტექსაკო (Chevron Texaco)).

ნავთობის „მსოფლიო ფასების რევოლუცია“ პირველად 1973 წელს მოხდა. იმ წლის ოქტომბერში ისრაელისა და არაბული ქვეყნების ომმა („იომ-ქიფურის“ ომი) ბიძგი მისცა არაბული ქვყნების ემბარგოს „პროისრაელურ“ დასავლეთ ევროპაში ნედლი ნავთობის გატანაზე. მას მოჰყვა პანიკა მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე და შესაბამისად, ფასის უკონტროლო ზრდა. 1974 წლის ბოლოსათვის, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 1970 წლის დონესთან შედარებით ექვსჯერ გაიზარდა და 11.58 აშშ დოლარს მიაღწია (2006 წლის ფასებით ეს 47.5 დოლარს უტოლდება). შემდეგ ნედლი ნავთობის ფასი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და ახალ პიკს მიაღწია მხოლოდ 1980 წელს, როდესაც ირანის ისლამური რევოლუციისა და მალევე დაწყებული ერაყ-ირანის ომით გამოწვეულმა პანიკამ ბარელი
ნედლი ნავთობის ფასი 36.83 დოლარამდე აიყვანა (2006 წლის ფასებით ეს 90 დოლარს უტოლდება). ამის შემდეგ ნედლი ნავთობის ფასი კარგა ხანს არ გაზრდილა, ხოლო 1980-იანი წლების II

ნახევარში 14-18 დოლარამდეც კი ჩამოვიდა. სტაბილური ფასები
ნედლ ნავთობზე 1990-იან წლებშიც შენარჩუნდა, ხოლო 1998 წელს 12.72 დოლარამდე დაეცა, მაგრამ XXI საუკუნის დასაწყისიდან ნედლი ნავთობის ფასმა ისევ დაიწყო ზრდა. 2007 წლის ბოლოს მოიხსნა 1980 წლის რეკორდი - ერთი ბარელის ფასი 100 დოლარი გახდა. 2008 წლის მარტში ნიუ-იორკის ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასმა 110 დოლარს მიაღწია და სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადში ის 200 დოლარამდე შეიძლება ავიდეს.

ოპეკის გავლენა ნავთობის ფასების რეგულირებაზე შედარებით დაბალია მექსიკის ყურის და ჩრდილოეთის ზღვის ჭაბურღილების განვითარებისა და ბაზრის მოქნილობის ზრდის შედეგად. მიუხედავად ამისა, ის დღემდე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნავთობის მიწოდებაზე და შესაბამისად, მის ფასებზე მსოფლიო ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ოპეკის ერთ-ერთი დანიშნულება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ნავთობის ბაზარზე ფასების რევოლუციაა მოსალოდნელი გაუთვალისწინებლობის თავიდან ასაცილებლად,

თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ის არც თუ ისე კარგად ფლობდა
ბაზარს. საკმაოდ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დაწესებული ბენზინის ფასები საგრძნობლად აწეულა, ან პირიქით, რადიკალურად დაწეულა. ამის მიზეზი კი ორგანიზაციის წევრთა მიერ დაპირებულ კვოტებზე უარის თქმა ხდება.



ოპეკის როლი ეკონომიკაში
უკანასკნელ წლებში ოპეკის არასწორმა ფუნქციონირებამ,

განსაკუთრებით კი ნავთობის ბაზარზე რეგულაციის უუნარობამ, მრავალი საზრუნავი გაუჩინა მსოფლიოს ისედაც არამყარ ეკონომიკას. გამოკითხვებით, რომლებსაც პერიოდულად აწარმოებენ ამერიკის წამყვანი ჟურნალ-გაზეთები, ოპეკი რეიტინგით „საამაყო“ პირველ ადგილს იკავებს ყველაზე პოპულარულ დამნაშავეთა სიაში. როგორც ჩანს, ოპეკს ბევრმა ამერიკელმა ჯერ კიდევ ვერ აპატია 2008 წელს ბენზინის ფასის კატასტროფული ზრდა, რომელსაც ზოგი

პოლიტიკოსი ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას თვლის, რადგან დანაკარგს, რომელიც ყოველ სამუშაო დღეს 1.2 მლრდ დოლარიდან 1.9 მლრდ-მდე მერყეობდა, ადვილად შეეძლო გამოეწვია ეკონომიკური კრიზისის წინაპირობა ამერიკაში, თუმცა ალბათ გადაჭარბებული იქნება იმის მტკიცება, რომოპეკმა შეგნებულად გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოში. თანაც იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ მოცემულ ვითარებაში ოპეკის მასულდგმულებელი ქვეყნები ტავად არიან ეკონომიკურად ძალიან
მძიმე მდგომარეობაში. ნავთობის ფასმა თავისი რეკორდული

მაჩვენებლიდან - 147 მლნ-დან 2008 წლის ივლისში უკვე დაიწია 88 მლნ-მდე. უკვე კრიზისის დასაწყისში საუდის არაბეთის საფონდო ბირჟამ, ყველაზე მსხვილმა არაბულ სამყაროში, თავისი ღირებულების 17% დაკარგა, კატარმა კი 19%. ირანი და ვენესუელა შედარებით პოზიტიურ ვითარებაში აღმოჩნდნენ, რადგან ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი აღმოაჩნდათ, რასაც ვერ ვიტყოდით, მაგალითად დუბაიზე, რომელიც ნავთობზე ფასის მატების შედეგად, ყველაზე არასახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდა. ოპეკი იძულებული შეიქმნა სიტუაციის დასარეგულირებლად ნავთობზე ფასის ზრდა არაუმეტეს 90 დოლარიდან 95 დოლარამდე დაეწესებინა. ასეთ პირობებში ვარაუდობენ, რომ მაგალითად, ირანი წლიურად მხოლოდ 50

ბილიონს დაკარგავს ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რაც ერთ სულ მოსახლეზე 700-800 დოლარის ოდენობით დანაკარგს

გულისხმობს. თუმცა ექსპერტებს ოპეკის შემადგენელი მთავარი არაბული ქვეყნების გაღატაკების ნაკლებად სჯერათ.

ერთი რამ ცხადია, რომ თუკი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა
ორგანიზაციას მართლაც მიუძღვის წვლილი ეკონომიკური კრიზისის გაღვივებასა და შემდგომში ჩამოყალიბებაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ გაუთვალისწინებელ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ორგანიზაციის შემადგენელ ქვეყნებს აშშ გულზე დიდად არ ეხატებათ, მაგრამ იმ შედეგებმა, რომლებიც კრიზისმა მოიტანა, მათ პირად ინტერესებზეც ფრიად უარყოფითი გავლენა მოახდინა.
ასე რომ, ალბათ უფრო მართებული იქნება თუკი ოპეკს ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთ მსხვერპლად მოვიხსენიებთ, ვიდრე მთავარ დამნაშავედ.



რეგიონული ასპექტები
ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიოტი ქვეყნები შეიძლება დავალაგოთ რეგიონული თვალსაზრისით. გამოიყოფა შემდეგი სამი რეგიონი: ახლო აღმოსავლეთი, აფრიკის რეგიონი და სამხრეთ ამერიკა.

image




ახლო აღმოსავლეთი
ანგარიშობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში არის ნავთობის დადგენილი მსოფლიო მარაგის 61.5%. ეს რესურსი აქ ათობით,

ზოგან კი ასზე მეტი წლის განმავლობაში არ ამოიწურება. ნავთობის მარაგი ძირითადად თავმოყრილია მსოფლიოში უდიდესი სპარსეთის ყურის ნავთობმომცემ პროვინციაში - ყურის ორივე ნაპირზე და მის კონტინენტურ შელფზე. ნავთობის უდიდესი მარაგი აქვთ: საუდის
არაბეთს, ირანს, ერაყს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. მოცულობით ნაკლები, მაგრამ საექსპორტოდ მაინც საკმარისი ნავთობის აქვს კატარს.

1908 წელს სამხრეთ ირანში, მასჯედ-ე-სოლეიმანის მახლობლად, ჭაბურღილიდან პირველად ამოხეთქა ნავთობმა.
თანამედროვე მეთოდებით ძებნა-ძიების შედეგად რეგიონის ნავთობის მარაგი კიდევ უფრო იზრდება. ნახშირბადის რესურსები მართალია ამოწურვადია, მაგრამ მიმდინარე საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს მოთხოვნილება ძირითადად მაინც დაკმაყოფილდება.
რეგიონის მტავარი სიმდიდრე მაინც ნავთობის, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულებში ბუნებრივი და თანმხლები აირის მოპოვება,
გამოყენება და მისი მიწოდება მსოფლიო ბაზარზე იზრდება.
ახლო აღმოსავლეთს დიდი უპირაესობა გააჩნია მსოფლიოს სხვა
ნავთობმომპოვვებელ რეგიონებთან შედარებით. გარდა იმისა, რომ ის ისედაც უდიდეს მარაგს ფლობს, მისი მოპოვება და გატანა შედარებით იაფი ჯდება: ის ახლოსაა მსხვილ მომხმარებლებთან - დასავლეთ ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთთან. გეოლოგიური
თავისებურებაა, რომ რეგიონის ძირითადი ნავთობმომცემი ფენები ძალიან დიდია და არც ისე ღრმადაა განლაგებული მიწის ზედაპირიდან; ნავთობი ბევრ საბადოში იმყოფება დიდი წნევის ქვეშ, ამორებული ნავთობის ადგილს დაუყოვნებლივ იკავებს თანმხლები აირი, რაც აადვილებს ნავთობის მოპოვებას, ჭაბურღილს ხშირად არ ესაჭიროება სატუმბი მოწყობილობა - ნავთობის შადრევნად ამოდის და საკმარისია მილსადენების სისტემასთან მისი შეერთება. ზოგ მილსადენსაც არ ესაჭიროება სატუმბავი სადგურები, განსაკუთრებით
სამხრეთ ირანში, სადაც ნავთობსადენები უფრო მაღლა მდებაეობს, ვიდრე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობჩამომსხმელი ნავსადგურები და ასევე ნედლი ნავთობი ნაწილობრივ მაინც თვითდინებით მიედინება. რეგიონის ნავთობმომცემი რაიონები არაჩვეულებრივად დიდია და მოპოვების ზონაში ცოტაა ფუჭად გაყვანილი ჭაბურღილები. მაგალითად, საუდის არაბეთში გაუარის ნავთობის ბუდობი ადრე ხუთ დამოუკიდებელ ბუდობად ითვლებოდა, მოგვიანებით კი გამოირკვა, რომ ეს არის 200 კილომეტრიანი უწყვეტი ნავთობმომცემი ზოლი, სადაც 83 მლრდ ბარელი ნავთობის მარაგია დადგენილი. საუდის არაბეთში კიდევ ათი ბუდობია, სადაც თითოეულში 7-30 მლრდ ბარელი ნავთობია.

ქუვეითის ბურგანის ბუდობში 72 მლრდ ბარელია. სამხრეთ ერაყის რუმაილის ბუდობში 20 მლრდ, ხოლო ჩრდილოეთ ერაყის ქირქუკის ბუდობში 16 მლრდ ბარელი ნავთობია. ირანში 10-18 მლრდ ბარელი ნავთობის მარაგის მქონე ხუთი საბადოა. რეგიონში მდებარეობს 24

სუპერგიგანტური საბადო თითოეულში ხუთი და მეტი მლრდ ბარელი ნავთობის მარაგით.

რეგიონის ნავთობის სიიაფეს განაპირობებს ისიც, რომ მოპოვება ხშირად პრაქტიკულად დაუსახლებელ ადგილას ხდება; უდაბნოში მილსადენის მშენებლობა არ მოითხოვს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ანდა განაშენიანებული ადგილების გადაკვეთას;
მნიშვნელობა ენიჭება იაფ მუშახელსაც - აზიის ქვეყნებიდან მოსული მენავთობე აქ ბევრად ნაკლებ ხელფასს იღებს, ვიდრე მისი კოლეგა აშშ-ში, ან დასავლეთ ევროპაში. ყველა ამ ფაქტორმა ერთად განაპირობა სპარსეთის ყურის დასავლეთ ნაპირზე დაბალი

თვითრირებულება.
ცნობილია, როგორ დიდ როლს ასრულებს ნავთობის მრეწველობა სპარსეთის ყურის ქვეყნების ეკონომიკაში. საკმარისია ითქვას, რომ ნავთობის ხვედრითი წილი საუდის არაბეთის, ქუვეითისა და ირანის
ექსპორტში 90-95%-ს, ხოლო ერაყში, კატარსა და არაბთა

გაერთიანებულ საამიროებში მისი წილი ექსპორტის 95-100%-ია. ამ ქვეყნებმა ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავლებით სულ მოკლე დროში შეძლეს ეკონომიკის გარდაქმნა და უზრუნველყვეს ერთ
სულ მოსახლეზე შემოსავლების ძალიან მაღალი დონე(გაერთიანებულ ემირატებსა და კატარში ეს ციფრი 27 ათას დოლარს შეადგენს). სწორედ ნავთობით სიმდიდრე ბევრად განსაზღვრავს სპარსეთის ყურის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას აზიასა და მთლიანად

მსოფლიოში. მაგრამ თვით ეს სიმდიდრე თავის მხრივ, უშუალოდ არის დაკავშირებული ნახშირწყალბადების საბადოებთან, რომლებიც მიეკუთვნებიან გიგანტთა კატეგორიებს.

ნავთობის გეოლოგიის სპეციალისტები იმისდა მიხედვით, თუ როგორია საწყისი მარაგი, ნავთობის საბადოებს ყოფენ ხუთ

კატეგორიად: წვრილი (10 მლნ ტონამდე), საშუალო (10-50),

მსხვილი (50-500), გიგანტური (500-1000), უნიკალური (1ლმრდ ტონაზე მეტი). ცნობილი მენავთობე გეოლოგიის - ა.ა. ბაქიროვის მონაცემებით, 80-იანი წლების დასაწყისში საზღვარგარეთის ქვეყნების 25 ათასი ნავთობის საბადოებიდან უნიკალურ და

გიგანტურ საბადოებს მიეკუთვნება სულ 45 (0.18%), მაგრამ მათი წილი ნავთობის საერთო მარაგში 80%-ს აღემატებოდა. ასეთი საბადოების ყველაზე დიდი კონცენტრაციით გამოირჩევა ახლო აღმოსავლეთის რეგიონი, ხოლო ამ რეგიონის საზღვრებში პირველობა ეკუთვნის სპარსეთის ყურის ნავთობ-გაზის აუზს.

სპარსეთის ყურის აუზის ნავთობის გიგანტური და უნიკალური საბადოები

საბადო-ქვეყანა-საწყისი მარაგი მლნ ტ.

ჰავარი - საუდის არაბეთი - 11.9
აღა-ჯარი - ირანი - 10.0
დიდი ბურგანი - ქუვეითი - 9.3
საფანია - საუდის არაბეთი - 3.5
ქირქუკი - ერაყი - 3.0
რუმაილა - ერაყი - 2.8
რაუდატაინი - ქუვეითი - 2.0
აბკაიკი - საუდის არაბეთი - 1.6

გეჩსარანი - ირანი - 1.5

მარუნი - ირანი - 1.4

ფერეიდუნ-მარჯანი - ირანი, საუდის არაბეთი - 1.3

აჰვაზი - ირანი -1.2

კატიფი -საუდის არაბეთი - 1.2

ბიბი-ჰაკიმე - ირანი - 1.1

ზუბაირი - ერაყი - 1.0

დამამი - საუდის არაბეთი - 0.8

ბერი - საუდის არაბეთი - 0.8

ჰურსანია - საუდის არაბეთი - 0.8

აბუ-ქარდია - საუდის არაბეთი - 0.8

ვაფრა - ქუვეითი - 0.7

მურბანი - გას - 0.6

დუჰანი - ირანი - 0.6

მასჯედ-ე-სოლეიმანი - ირანი - 0.5

ბუ-ღაზა - გას - 0.5

მსოფლიო ეკონომიკა ჯერახ დიდადაა დამოკიდებული ახლო აღმოსავლურ ნავთობზე.

აფრიკის რეგიონი
ჩრდილოეთ აფრიკის მთავარი სამთო-სამრეწველო რაიონია ალჟირისა და ლიბიის ფარგლებში მდებარე საჰარის უდაბნოს

ტერიტორია. ამ რეგიონს ნავთობის მარაგის, მოპოვების და

მნიშვნელობის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკაში წამყვანი ადგილი უჭირავს. ალჟირ-ლიბიის, ანუ საჰარის ნავთობგაზშემცველი აუზი მხოლოდ 50-იანი წლებიდან შევიდა ექსპლუატაციაში.დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ იგი 2 ათას კილომეტრზე ვრცელდება.

დასავლეთით დანალექი ქანების სიმძლავრე 7-8 კმ-ია,

აღმოსავლეთით კი მცირდება. ნავთობ-გაზის პროდუქტიული შრეები 2.5-დან 3.5 ათას მეტრ სიღრმეზე ვრცელდება. ჭაბურღილების

პროდუქტიულობა ლიბიაში 350 ტ, ალჟირში 160 ტ ნავთობია დღე-ღამეში, რაც განაპირობებს მის დაბალ თვითღირებულებას. ამ საბადოების ნავთობის დაბალ თვითღირებულებას განაპირობებს აგრეთვე მისი ხმელთაშუა ზღვასთან სიახლოვე (700-300 კმ).

ლიბიაში ნავთობის მოპოვების მაქსიმუმი (160 მლნ ტ) 1970 წელს იქნა მირწეული, ხოლო ალჟირში (57 მლნ ტ) – 1979 წელს. მომდევნო პერიოდში ნავთობის მოპოვება შემცირდა, რაც აიხსნება ამ ქვეყნების პოლიტიკით ნავთობის რესურსების დაზოგვისათვის
და ოპეკის მიერ დაწესებული კვოტებით. საჰარის ნავთობ-გაზის შემცველ აუზში გამოიყოფა ოთხი დამოუკიდებელი ნაწილი.

დასავლეთით არის 1.5-2.3 ტრლნ კუბური მეტრი მარაგის მქონე გაზის გიგანტური საბადო ჰასსი-რიმელი. მის აღმოსავლეთითაა ნავთობისა და გაზის მეორე ჯგუფის საბადოები. მათ შორის გიგანტურია ჰასსი-მესსაუდი. 60-70-იან წლებში ის წელიწადში იძლეოდა 20 მლნ ტ ნავთობს. მოპოვებული ნავთობის ნავთობსადენების საშუალებით გადაეცემა არზევის, ბეჯაიას და სკიკდას ნავსადგურებს. იქ ნავთობის ნაწილი გადამუშავდება, ნაწილი ტანკერებით ექსპორტირდება. მესამე ჯგუფის საბადოები ალჟირ-ლიბიის საზღვარზეა. მათ შორის უდიდესია - ზარზაიტინი და ეჯელე. ნავთობსადენები ამ რაიონს აკავშირებენ ალჟირის ზემოთ ჩამოთვლილ ნავსადგურებთან, ტუნისის ნავსადგურ - სეჰირასთან და ლიბიის ნავსადგურ - ტრიპოლთან .

მეოთხე ყველაზე დიდი ჯგუფის საბადოები არის ლიბიაში. 1959 წელს აღმოჩენილი იქნა უდიდესი საბადო - ნასერი (ზელტენი), შემდეგ ამალი, რომელიც დღე-ღამეში 5-7 ათას ტონა ნავთობს იძლევა შადრევნული წესით. მაგრამ საბადოებს შორის გიგანტურია მხოლოდ სერირი, რომლის სავარაუდო მარაგი 1.5-1.8 მლრდ ტონაა. საბადოს ექსპლუატაცია 1967 წელს დაიწყეს და წელიწადში

მოიპოვებდნენ 20-30 მლნ ტონას. ამ რეგიონში მოპოვებული ნავთობი ნავთსადენებით მიდის სირტის ყურეში მდებარე პორტ მარსაელ-ბურეიკაში. საჰარის სამხრეთით მდებარე უმსხვილესი სამთო

მომპოვებელი რაიონებიდან ორი გვინეის ყურის სანაპიროზეა. ერთ მათგანს ეწოდება დასავლეთ გვინეის, მეორეს - აღმოსავლეთ გვინეის რაიონი. ძირითადად აღმოსავლეთ რაიონშია ნავთობის მარაგი.

ყველაზე მეტად ნავთობის საბადოები კონცენტრირებულია ნიგერიაში, მდინარე ნიგერის დელტაში. აქ პირველი სამრეწველო საბადოები ხმელეთზე 1956 წელს ამოქმედდა, შელფზე კი - 1964 წელს. მოპოვების მაქსიმალურ დონეს 1979 წელს მიაღწიეს - 115 მლნ ტ. 1967-1975 წწ.-ში სუეცის არხის უმოქმედობის დროს, ნიგერიას საგარეო ბაზარზე უპირატესობა ჰქონდა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან
შედარებით, რადგანაც მანძილი ნავთობის ნავსადგურიდან - პორტ-ჰარკორტიდან როტერდამამდე შეადგენდა 6.9 ათას კილომეტრს, მაშინ, როცა აფრიკის გარშემო ნავთობის ტრანსპორტირებისას საჭიროა 18.2 ათასი კილომეტრის გავლა. 80-90-იან წლებში ნიგერიაში ნავთობის მოპოვების დონე იყო სტაბილური და შეადგენდა 70-80 მლნ ტონას.


სამხრეთ ამერიკ
სამხრეთ ამერიკის რეგიონის ერთ-ერთ სტრუქტურულ ნაწილს ქმნის ანდების განაპირად და მთათაშორისი ჩაზნექვები, რომლებიც დანალექი გროვებისაგან შედგება. სწორედ მათთანაა დაკავშირებული ნავთობის საბადოები, აღმოჩენილი ვენესუელაში, ეკვადორში. ამასთან რეგიონში ნავთობის საერთო მარაგის დაახლოებით ½

ვენესუელაზე მოდის, ხოლო თავის მხრივ, ამ ქვეყნების 4/5 მარაკაიბოს აუზშია კონცენტრირებული. ეს აუზი ამავე სახელწოდების მთათაშორის ტექტონიკურ ჩაღრმავებაშია განთავსებული. მის საფუძველს წარმოადგენს ნავთობის უნიკალური საბადო ბოლივარი, რომელიც 1917 წელს აღმოაჩინეს. ადგილობრივი ნავთობის გოგირდის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ვენესუელაშივე, ორინოკოს ქვედა დინების რაიონში, კიდევ ერთი მსხვილი ნავთობის აუზია, რომელიც ჯერჯერობით არ მუშავდება, რაც იმით აიხსნება, რომ აქ განლაგებულია ე.წ. მძიმე ნავთობი, რომლის მოპოვებაც

მხოლოდ სპეციალური ტექნოლოგიითაა შესაძლებელი. შემთხვევითი არ არის, რომ ამ აუზს ზოგჯერ „ასფალტის სარტყელს“ უწოდებენ.




დასკვნა
დღესდღეობით, ოპეკი აკონტროლებს დაახლოებით მსოფლიოს დადასტურებული ნავთობის მარაგის 2/3-ს, უზრუნველყოფს მსოფლიო წარმოების 40%-ს და ნავთობის მსოფლიო ექსპორტის ნახევარს. ორგანიზაცია კოორდინაციას უწევს ნავთობის პოლიტიკას და ნავთობის საერთაშორისო ფასს, ადგენს ნავთობის წარმოების კვოტებს. მიუხედავად აზრისა, რომ ოპეკის დრო გავიდა, იგი კვლავ რჩება მსოფლიოში ნავთობის მრეწველობის ერთ-ერთ გავლენიან
მოთამაშედ. იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს „შავი ოქროს“ მსოფლიო ფასებზე. თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორი ოპეკის პერსპექტივებთან დაკავშირებული გაურკვევლობისა, დაკავშირებულია მსოფლიო ენერგეტიკის განვითარების გზებთან. მაღალშემოსავლიანი ორგანიზაციისათვის, ნავთობის ექსპორტი შეიძლება გახდეს მასში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების საწინდარი. ბევრმა მათგანმა მოახერხა ცხოვრების დონის შედარებითი გაუმჯობესება.
თუმცა, ჩემი აზრით, ეს ქვეყნები რეალურად ვერ იყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს, რათა გახდნენ ეკონომიკურად მოწინავე ქვეყნები, რის საშუალებასაც იძლევა მათი სიმდიდრე ნავთობის
რესურსით. ორგანიზაციის წევრებიდან, თუნდაც ნავთობით ყველაზე მდიდარი სახელმწიფოებიდან, ერთიც კი არ არის, რომელმაც მოახერხა გამხდარიყო განვითარებული და თანამედროვე. მართალია ჯერჯერობით ოპეკის როლი კვლავ მნიშვნელოვანია ნავთობის
მსოფლიო ბაზარზე და აქედან გამომდინარე მასში შემავალი ქვეყნების უპირატესობაც თვალსაჩინოა, ასევე არსებობს ნავთობის გარკვეული მარაგიც, მაგრამ როგორც მოგვეხსენება ეს რესურსი გამოლევადია და როგორც კი მოიძებნება ალტერნარიული გზები ენერგო რესუსრების მისაღებად, ოპეკის როლი უფრო უმნიშვნელო გახდება, ხოლო მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო

გაუარესდება.

1
5672
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ჟვანია
ლიკა ჟვანია
5672
  
2014, 11 თებერვალი, 18:00
არ დაგეზარა ამის დაწერა?
ისე კარგია და საინტერესოვ მაგრამ მაინც ? :)
0 1 1