x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134549
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
40 გრადუსიან ყინვაში მგზავრმა მატარებელს 7 კილომეტრი სდია.

imageერთ ერთი რუსული სააგენტოს (dni.ru) ინფორმაციით, მოსკოვი-ნერიუნგის მატარებლიდან მგზავრი გადმოვარდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც იგი ვაგონებს შორის მოსაწევ ადგილას გავიდა. შემდეგ შეცდომით ვაგონში შესასვლელი კარი ნაცვლად გარეთ გასასვლელი კარი გააღო და გადავარდა. გადავარდნის შემდეგ მან გაყინვის შიშით, სპორტულს სამოსში ჩაცმულმა, შუა ციმბირში, 40 გრადუსიან ყინვაში, მატარებელს 7 კილომეტრი სდია. საბოლოოდ იგი მატარებელს სადგურზე დაეწია, სადაც მას დახმარება სადგურის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს. მგზავრმა ღამე სადგურში გაატარა და მეორე დღეს სადგურის პერსონალმა იგი სხვა მატარებლით გაუშვა. ამ დროისათვის ადგილობრივი პოლიცია არკვევს, თუ რატომ იყო მატარებლის გასასვლელი კარი ღია, საიდანაც იგი გადმოვარდა.

1
51
7-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
51
  
2013, 19 იანვარი, 1:20
ერთ-ერთი არასწორად დავწერე და მაგის გამო ნუ დამბლოკავთ :)
0 1 1