x
image
ლადო_25
როგორ მოუაროთ მანდილოსნებმა თავს ზამთრის კურორტზე
imageთუ სამთო-სათხილამურო კურორტზე საწვლას აპირებთ, სადაც ყინვა და ქარი ჩვეულებრივი მოვლენაა, თქვენს კანს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება. მთაში კოსმეტიკიდან მხოლოდ ჰიგიენური პომადა დაგჭირდებათ. თქვენს ტუჩებს ბევრი ფუნქცია აკისრია - უნდა აკოცონ საყვარელ ადამიანს, გაიღიმონ... და სიცივეში გამოშრნენ. სამწუხაროდ, ყინვისას ეს აუცილებლად მოხდება. ამიტომ მთაში ყოფნისას ჰიგიენური პომადა სულ თან ატარეთ.

თბილი ხელთათმანებით მობილური ტელეფონით საუბარი, ქუდის ან სათვალის გასწორება მოუხერხებელია, ამიტომ ხშირად გიწევთ ყინვაში ხელთათმანის გახდა. ამ დროს ხელები გეყინებათ და გიშრებათ. ამიტომ თან ყოველთვის იქონიეთ ცხიმიანი კრემი და გამოსაცვლელი ხელთათმანი.

გარუჯვა ზამთარში ისევე ადვილია, როგორც ზაფხულში - სანაპიროზე. მზე თოვლზე აირეკლება და სახეს ოქროსფერს ხდის. თუმცაღა ის ადგილები, რასაც სათვალე ან ქუდი ფარავს, ისევ უფერულია. სახეზე თანაბარი ფერი რომ გქონდეთ, ისარგებლეთ კრემით, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმდებისგან დაგიცავთ.

თუ კანი დაცული არ არის, ტემპერატურის ხშირი ცვალებადობა, ყინვა და ქალი გარეგნობაზე ცუდ გავლენას ახდენს. მთაში ყოფნისას გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები და ნურც ტონალურ კრემს დაინანებთ. თუ კანზე სიწითლეები გაგიჩნდათ, თან ყოველი შემთხვევისთვის კორექტორი იქონიეთ - ის ყველა ნაკლს ფარავს. თქვენ ყველგან ლამაზად უნდა გამოიყურებოდეთ.


მზემ რომ არ დაგწვათ, თან იქონიეთ მზისგან დამცავი კრემები. მხიარულ არდაგეგებს გისურვებთ!

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0