x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134567
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
პირანია

imageპირანია სამხრეთ ამერიკის მდინარეებში მობინადრე მტაცებელი თევზია, რომელმაც სახელი გაითქვა ბასრი კბილებითა და გასაოცარი მადით. მისი რამდენიმე ათეული სახეობა არსებობს, თუმცა ზუსტი რიცხვი უცნობია – მერყეობს 30-დან 60-მდე.






პირანიას ნახვა შეიძლება ამაზონის აუზში, ორინოკოს მდინარეში, გაიანას მტკნარ წყლებში, პარაგვაის, პარანასა და სან-ფრანცისკოს (ბრაზილია) მდინარეთა სისტემებში. ზოგიერთი სახეობის საბინადრო არეალი ფართოა, ზოგისა კი – ვიწრო და შემოსაზღვრული.

image

არსებობს აკვარიუმის პირანიებიც, რომლებიც უფრო შეერთებულ შტატებშია პოპულარული. ამისთვის იყენებენ პოტომაკის მდინარის, ოზარკსის ტბისა და მისურის სახეობებს. ხანდახან ვინებაგოსა და ვისკონსინის ტბებშიც იჭერენ, თუმცა ეს უკანასკნელები ცივ ზამთარს ვერ უძლებენ.
პირანიები აღმოუჩენიათ ასევე კაპტაის ტბაში, ბანგლადეშში. მკვლევარებისთვის დღემდე ამოუხსნელია, როგორ მოახერხეს პირანიებმა მათი სამშობლოდან ასე დაშორებულ ტერიტორიაზე გადანაცვლება. ვარაუდობენ, რომ თევზით უკანონო მოვაჭრეებს გადაჰქონდათ პირანიები და საფრთხე რომ იგრძნეს, ტბაში გაუშვეს.


image

როგორც წესი, პირანია სიგრძეში 14-26 სმ იზრდება. თუმცა დაუჭერიათ სახეობები, რომლებიც 43 სმ-ს აღწევდნენ.

0
301
5-ს მოსწონს
ავტორი:FABIO
FABIO
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0