x
image
მაკუნა
Mediator image
გია ჯაჯანიძის სამეფო ინტრიგა
imageახალმა პოლიტიკურმა ვითარებამ ქართულ სატელევიზიო სივრცეში ქაოტური მდგომარეობა შექმნა, სატელევიზიო კარუსელის დატრიალებამ ეკრანებიდან გააქრო უამრავი წამყვანი. მათ შორის სრულიად აპოლიტიკური გია ჯაჯანიძეც, “ქართული სიტყვა” ეკრანიდან გამქრალ ეპატაჟურ წამყვანს დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.



– გია, ხელისუფლების ცვლილება სატელევიზიო სივრცეზე მკვეთრად აისახა, ტელეკომპანია “მზის” ბედი ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია, შესაბამისად “მზესუმზირაც” ეკრანიდან გაქრა და უმუშევარი დარჩი...



– გაგიკვირდება და ტელევიზიების შიდასამზარეულოში რა ხდება საერთოდ არაფერი არ ვიცი. ჩემი ხელწერაა, არ ვიკითხო ის, რასაც სინამდვილეს არ მეტყვიან. აქედან გამომდინარე: არ ვყვები ჭორებს, არ ვიცი ვინ, ვის, რატომ და საიდან უშვებენ. ახალი სეზონიდან გავქრი ეკრანიდან გასაგები მიზეზების გამო. ამჟამად ვარ მოლოდინის რეჟიმში. სხვათაშორის როცა ხელისუფლებაში მოვიდა “ნაციონალური” მოძრაობა მაშინაც უმუშევარი დავრჩი და ახლაც. არც მაშინ და არც ახლა არ ჩავარდნილვარ პანიკაში. პრაქტიკული, კომფორტული ადამიანი ვარ საკუთარი თავის მიმართ, ახლაც ეს პაუზა მაქსიმალურად გამოვიყენე და ჯერ კიდევ ვიყენებ. ვისვენებ მთელი სერიოზულობით, დავდივარ უცხოეთში და ვერთობი. ახალი იდეები მაქვს, ახალი პროექტები, მუდმივად სიახლის ძიებაში ვარ.


– და ეკრანზე დაბრუნებაზე არ ფიქრობ?


– რა თქმა უნდა, მაქვს უკვე გამზადებული პროექტი, იყო სხვა შემოთავაზებებიც მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი პროექტის განხორციელების პერსპექტივა უფრო მხიბლავს, რაც სავსებით რეალურია. სამი სერიოზული ტელევიზიაა დაინტერესებული ამ იდეით, ვესაუბრე იმ ადამიანებს ვინაც ეს პროექტი უნდა მიიღოს, ძალიან მოეწონათ იდეა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ერთ-ერთ არხზე აუცილებლად გავა.


– გია, იქნებ გაგემხილა რომელი ტელევიზიისკენ გიჭირავს თვალი...


– მართლა არ ვიცი ჯერ სამივეს მოეწონა პროექტი და რომელიც უფრო მეტს გადამიხდის იმ არხზე გავაკეთებ. იცი რა მონენტია, წლების მანძილზე მივხვდი რომ ქართულ ბაზარზე კარგად ვიყიდები, იდეები არასდროს მელევა, ასე რომ მჯერა რომელ არხზეც არ უნდა ვიყო, გადაცემა წარმატებული გამოვა.


– პოლიტიკური გადაცემა, რომ არ გექნება ცხადია, გაგვიმხელ შენ იდეას?


– იცი რაა აპოლიტიკურს ხშირად ვხმარობთ მაგრამ არცერთი სფერო არა აპოლიტიკური, რაღაც დოზით იქნება პოლიტიკაც ამ გადაცემაში. პრინციპში უკვე ღიად შემიძლია ვისაუბრო გადაცემის დეტალებზე და ფორმატზე, რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკება სტუდიასთანაც რომელმაც უნდა გამიკეთოს ულამაზესი მეფური სავარძელი. ამ სავარძელში ვზივარ მე და მიმყავს გადაცემა. გვერდით კი მიდგას პატარა სამფეხა სკამი, (იმერული ბოკინა) და როგორც სხვებს ისე ჩემ თავს ვეუბნები, რომ თუ კარგად არ წავიყვან გადაცემას, არ ვიქნები ჭკვიანი, ნიჭიერი და ღირებული არ იქნა გადაცემა ერთ მშვენიერ დღეს მეც შეიძლება აღმოვჩნდე იმ პატარა სკამზე.

რეალურად მართლაც სკამის პრობლემა

imageარის მთელ მსოფლიოში, ჰგონიათ რომ სავარძელი არის მიწებებულია ადამიანზე და ყოველთვის ამ სკამზე იქნება. თუ ადამიანი დაფიქრდება და გააანალიზებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება სწორედ ბოკინაზე აღმოჩნდეს, ის იქნება ბევრად ადამიანური და არ მოწყდება ღირებულებებს.


მარტო წაიყვან გადაცემას? საინტერესოა რა პროფესიის სტუმრებს მოიწვევ?


– მეყოლება თანაწამყვანი, რომელიც ყოველ კვირაში გამოიცვლება. გადაცემა იქნება ყოველდღიური, იქნება სამი ჭრა, სტუმრები მეყოლება ნებისმიერი სფეროდან. აუცილებლად მეყოლება პოლიტიკოსები, რომელნიც ერთ დროს ისხდნენ სავარძლებში. სხვათაშორის გადაცემას სწორედ “სავარძელი” ერქმევა. შემეცნებით -გასართობი პროგრამის გაკეთებას ვგეგმავ თემები ამოუწურავია.


თანაწამყვანის ყოველკვირეული ცვლა რატომ გადაწყვიტე?


– კარგი კითხვაა, სულ რომ დავტოვო სავარძლიდან ჩემ ჩამოგდებას მოინდომებს, ერთ კვირაშიც შეუძლია ეს გააკეთოს და ბოკინაზე მიმიჩინოს ადგილი. თუ მაგარი იქნება ერთი კვირა და მაჯობებს თავად დავსვამ მეფურ სავარძელზე და შესაძლოა გავუხანგრძლივო კიდეც თანაწამყვანობა.(იცინის)


– გია ეს ორიგინალური იდეა? თუ გადმოიღე ვინმესგან?


– არა, არასოდეს არსად არ ყოფილა მსგავსი რამ, არ მომიპარავს. იდეები კიდევ ძალიან ბევრი მაქვს. სხვათაშორის ძალიან საინტერესო სლოგანები მაქვს ამ გადაცემისთვის და გაგანდობ :”უძველესი დროიდან დღემდე ინტრიგებს ხლართავდნენ და ომებს მართავდნენ სავარძლებისთვის, იმედია ამ სავარძლისთვის ომს არავინ გამომიცხადებს, ინტრიგების კი ნამდვილად არ მეშინია, მე მშვიდობიანი გზით მოვიპოვე ეს სავარძელი და იმედი მაქვს ასევე მშვიდობიანად დავთმობ როცა დავბერდები... თუ ჭკვიანად არ მოვიქცევი აღმოვჩნდები ამ ბოკინა, ამ სამფეხა სკამზე. ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად ფხიზლად, ვიყოთ კანონმორჩილები, რადგან არავინ იცის ხვალ რა გველოდება, რა სიურპრიზებს გვიმზადებს განგება”...


– ამბობ, გადაცემა შემეცნებითი იქნებაო, თუმცა უფრო მეტი პოლიტიკური ქვეტექსტები იგრძნობა, არადა ადრე მსგავს ამპლუაში არასდროს ყიოფილხარ...


– “მზესუმზირაში” პოლიტიკური გადაცემები შესაძლოა არ მქონია, მაგრამ უამრავი თემა თუ პრობლემა უკავშირდებოდა კონკრეტული სფეროს პოლიტიკას.
რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას პოლიტიკასთან, ერთი საინტერესო ექსპერიმენტი ჩავატარე წინასაარჩევნო პერიოდში. გახსოვთ, მთელი თვეები დაძაბული გარემო იყო. ჩემ მეგობრებს შორის იყვნენ, როგორც “ნაციონალების” მომხრეები, ასევე “ მეოცნებეები” და იცი რას ვშვებოდი? “ნაციონალებთან” ვამბობდი რომ “ქართულ ოცნებას” ვაძლევდი ხმას, ოცნების მხარდამჭერებთან კი პირიქით, მაინტერესებდა მათი დამოკიდებულება რამდენად შეიცვლებოდა ჩემს მიმართ და მიხარია რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არავინ არ დამიკარგავს. ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა დაკარგონ.
– და მაინც რომელიც პოლიტიკური ძალა გესიმპატიურებოდა?
– მე არ მიყვარს როცა ობიექტურობას კარგავს ადამიანი, ამიტომ ვთვლი რომ არ უნდა დაუკარგო წინა ხელისუფლებას რაც ქონდა დადებითი, მაგრამ არც უარყოფითზე უნდა დახუჭო თვალი. ალბათ წლების მანძილზე დაგროვილმა უკმაყოფილებამ და “ნაციონალთა” სისტემურმა შეცდომებმა განაპირობა მათი დამარცხება. ობიექტურობა მოითხოვს ასევე, რომ ვაღიაროთ, “ქართული ოცნება” ღირებულებებზე დაფუძნებული ძალაა. ძალიან საინტერესო პერიოდს გავდივართ ახლა, ყველაზე უმთავრესი კი ისაა, რომ არჩევნები მშვიდობიანად დამთავრდა. ჩემი გადაცემით კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ სწორედ წაგება, სკამიდან ჩამოსვლა არ უნდა იყოს ცხოვრებაში ადამიანებისთვის ტრაგედია.


– რაც შეეხება შენ იმიჯს, ძველებურად ეპატაჟური გიას ხილვას უნდა ელოდეს მაყურებული?


– იქედან გამომდინარე, რომ ხალხიც დაიღალა ჩემი ექსპერიმენტებით და მეც (ბოლოს წლებში ხომ სულ სხვადასხვა ფორმაში მივდიოდი შოუებში და ვხუმრობდი კიდეც, რომ ერთ დღეს შეიძლება მოვიდე და საკუთარი თავი იღლიაში ამოდებული მქონდესთქო.) უკვე ამოვწურე შოუებში ეპატაჟური იმიჯი, რასაც მოითხოვდა ჩემი სამსახური. ამიერიდამ მაყურებელი სოლიდურ და დინჯ გია ჯაჯანიძეს იხილავს.
მაკა დეკანოსიძე




0
173
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0