x
image
ხიზანიშვილი
სად როგორ სვამენ ალკოჰოლს
image- ალკოჰოლის მოხმარების კულტურა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა.

- სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, სადაც მრავლად იზრდება ვაზი, ძველი დროიდან მიჩვეულნი არიან და თითქმის ყოველდღიურად სვამენ ყურძნის ღვინოს.

- ამ ქვეყნების მოსახლეობის შესახებ მიღებულია გამოთქმა, რომ ისინი, "სვამენ ცოტ-ცოტას, მაგრამ ხშირად". რაც უფრო ჩრდილოეთისაკენ მივდივართ, მით უფრო მაგარ სასმელებსა და ლუდს ეძლევა უპირატესობა. სკანდინავიელების შესახებ ამბობენ, რომ ისინი "ან გონების დაკარგვამდე სვამენ, ან - წვეთსაც არა".

- ინგლისურენოვანი ქვეყნების (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია) მოსახლეობა უპირატესობას ლუდს ანიჭებს. მეორე ადგილზეა - მაგარი სასმელები - ვისკი, კონიაკი, არაყი. ჩვეულებრივ, მაგარი სასმელები გაზავებული სახით გამოიყენება. შოტლანდიელებსა და ირლანდიელებს, ამას გარდა, უყვართ გლიტვეინი და პუნში.


- სკანდინავიის მცხოვრებლები სუფრის გაშლის დროს, უპირველეს ყოვლისა, მაგიდაზე დებენ კარგ არაყს, თუმცა, ლუდის მოხმარება მათთან ყოველწლიურად იზრდება.

- იტალიაში სადილობის დროს მიღებულია მშრალი ღვინით სავსე დოქის გვერდით ცივი წყლით სავსე ჭურჭლის დადგმა - მათ წყურვილის მოსაკლავად წყლით გაზავებული ღვინის სმა უყვართ.

- ფრანგები ჩვეულებრივ დღეებშიც კი მაგიდაზე წითელ ანდა მშრალი თეთრი ყურძნის ღვინოს მიიტანენ ხოლმე, ჩვეულებრივ, ერთი ადამიანისთვის ნახევარი ბოთლია განკუთვნილი.

- ფრანგული სამზარეულო მრავალი სადილისა და სოუსის დამზადების დროს კომპონენტებად ღვინის, კონიაკისა და ლიქიორის გამოყენებას ითვალისწინებს.

- სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის (იაპონია, კორეა, ჩინეთი, ვიეტნამი) ქვეყნების მცხოვრებნი ძველი დროიდან ტრადიციულად სპირტიან სასმელად ბრინჯის არაყს იყენებენ. მას ჩვეულებრივ მინიატურულ ფუჟერებსა და პატარა სასმისებში ასხამენ. ის საყოფაცხოვრებო რიტუალების დროს გამოიყენება.

- მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ამ ქვეყნებში ლუდის გამოყენება ძალზე გაიზარდა.

1
83
5-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
83
  
2013, 13 იანვარი, 20:15
საინტერესო იყო..ყოჩაღ
0 1 1