სასმელები სად როგორ სვამენ ალკოჰოლს 2013, 13 იანვარი, 19:41 ![]() - სკანდინავიის მცხოვრებლები სუფრის გაშლის დროს, უპირველეს ყოვლისა, მაგიდაზე დებენ კარგ არაყს, თუმცა, ლუდის მოხმარება მათთან ყოველწლიურად იზრდება. - იტალიაში სადილობის დროს მიღებულია მშრალი ღვინით სავსე დოქის გვერდით ცივი წყლით სავსე ჭურჭლის დადგმა - მათ წყურვილის მოსაკლავად წყლით გაზავებული ღვინის სმა უყვართ. - ფრანგები ჩვეულებრივ დღეებშიც კი მაგიდაზე წითელ ანდა მშრალი თეთრი ყურძნის ღვინოს მიიტანენ ხოლმე, ჩვეულებრივ, ერთი ადამიანისთვის ნახევარი ბოთლია განკუთვნილი. - ფრანგული სამზარეულო მრავალი სადილისა და სოუსის დამზადების დროს კომპონენტებად ღვინის, კონიაკისა და ლიქიორის გამოყენებას ითვალისწინებს. - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის (იაპონია, კორეა, ჩინეთი, ვიეტნამი) ქვეყნების მცხოვრებნი ძველი დროიდან ტრადიციულად სპირტიან სასმელად ბრინჯის არაყს იყენებენ. მას ჩვეულებრივ მინიატურულ ფუჟერებსა და პატარა სასმისებში ასხამენ. ის საყოფაცხოვრებო რიტუალების დროს გამოიყენება. - მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ამ ქვეყნებში ლუდის გამოყენება ძალზე გაიზარდა. 83 5-ს მოსწონს
|