x
image
სალო123
გაგრძელდება თუ არა პროექტი ,,ცეკვავენ ვარსკვლავები" სხვა არხზე

image

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ტელეკომპანია “იმედი"-ს განცხადება ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით დაიხურა “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ" და ბევრი სხვა რეიტინგული თუ ნაკლებად რეიტინგული გადაცემა. თუმცა “რუსთავი 2"-ის ეთერში მალე ვიხილავთ “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს", გამომდინარე გადაცემის რეიტინგიდან. რაც შეეხება მეგა შოუ “ცეკვავენ ვარსკვლავებს" არხის მფლობელებმა ის მხოლოდ იმ მიზეზის გამო არ დახურეს, რომ წინასწარ ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდათ. მოგეხსენებათ რომ აღნიშნული პროექტის მეორე სეზონი დამთავრდა (რაც ხელშეკრულებაში იყო გათვალისწინებული). გამომდინარე იქედან, რომ პროექტს საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" მსგავსად შესაძლებელია ეს პროექტი სხვა არხზე ვიხილოთ. ამის საფუძველს ია ფარულავას კომენტარიც გვაძლევს- “იცეკვებენ ოღონდ სად კაცმა არ იცის დღეს დიდი დომხალია ტელესივრცეში".

1
218
3-ს მოსწონს
ავტორი:სალო123
სალო123
218
  
2013, 13 იანვარი, 14:25
იმედს მარტო სერიალები შერჩა,ახალ წელს სერიალები გადიოდა შემძულდა ეგ არხი სერიალების გარდა არაფერი არ იციან,რუსთავზე ბევრი საინტერესო ფილმი გადის ღამითაც კი თან გადათარგმნილი და არა როგორც იმედისაა შენთვითონ რომ უნდა წაიკითხო....იმედზე მხოლოდ სერიალები გადის რუსთავზე:ფეხბურთი,რამოდენიმე სერიალი და ისიც ძალიან საინტერესო,გამხმოვანებლებიც კარგები ჰყავთ ლამაზი ხმა და დიდი ემოცია აქვთ,რუსთავი 2-ზე ვერ მოიწყენ ბოლო3 დღის განმალობაში ინდიანა ჯონსი ხოლო ბოლო 2 დღის განმალობაში უკანა მომავალში გადის
0 1 1