x
image
ნინი_ნინჩო
ანჰედონია - სიხარულის არცოდნა
ანჰედონია ანჰედონია სიხარულის არცოდნაა. როცა არ იცი, როგორ უნდა გიხაროდეს. დედამიწის მოსახლეობის 10%-ს არ შეუძლია სიხარულის განცდა, რადგან ანჰედონიით იტანჯება. ბევრი საკუთარ თავს დაბადებიდან პესიმისტად აღიქვამს, ამას ეჩვევა და ვერც კი ამჩნევს, რომ მდგომარეობა დროთა განმავლობაში უარესდება. ხანდახან არასაკმარისად კვალიფიცირებული სპეციალისტები მათ შეგრძნებებს დეპრესიას მიაწერენ და პაციენტის მკურნალობასაც კი კისრულობენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ანტიდეპრესანტებს დადებითი ეფექტი ვერ მოაქვთ.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ არამარტო თავის, არამედ სხვის საზრუნავსა და გადაწყვეტილებებსაც. თუ ამ დატვირთვას ვერ უმკლავდებიან, ყველანაირ წარუმატებლობაში თავს იდანაშაულებენ. მუდმივი მცდელობა, ყველაფერი რაც შეიძლება კარგად გააკეთო და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა - რომელიც მაშინ ჩნდება, როცა “საუკეთესოდ” არ გამოდის - მათ ემოციურ ფონს ადაბლებს.

მტერს უნდა ხედავდე: იმის გაცნობიერება, რა გჭირს და გამკლავებისთვის მზაობა უკეთესობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. ჩვენ მიერ ცხოვრების აღქმა ჩვენივე ემოციებით განისაზღვრება და პირდაპირ კავშირშია იმასთან, რამდენად მოვრიგდებით საკუთარ თავთან, გარშემომყოფებთან და სამყაროსთან. თუ ვერ მოვრიგდებით, არ გვიწერია კარგი განწყობა.

ანჰედონიასთან ბრძოლისთვის საუკეთესოა სიხარულის ჰორმონის ბუნებრივი გამოყოფის სტიმულაციაა. ერთ-ერთი ხერხია – სიხარულის მიზეზის ყველაფერში, ყველაზე უმნიშვნელო მოვლენებში, შთაბეჭდილებებსა და შეხვედრებში ძებნა. მარტივად, გაგიხარდეთ რომ გათენდა.


4
270
11-ს მოსწონს
ავტორი:ნინი_ნინჩო
ნინი_ნინჩო
270
  
2013, 7 იანვარი, 23:52
:დ :დ 10 პროცენტი, ეგ მხოლოდ საქართველოში
2013, 7 იანვარი, 23:48
მეც :)
2013, 7 იანვარი, 23:48
:D :D :D :D :D
2013, 7 იანვარი, 23:47
იუჰუ. . . ბევრს ვიცნობ მე ეგეთს :დ :დ
0 1 4