x
image
jango
კახა ბენდუქიძე: 14 სპეციალობაზე უფასო სწავლება "ბანძობაა"

imageგანათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით 2013 წლიდან სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის 14 სპეციალობის სრული კურსი უფასო გახდება. აგრონომია, განათლების მეცნიერებები, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მშენებლობა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ეკონომიკა, არქეოლოგია, ისტორია, ქართული ფილოლოგია, ფილოსოფია და არქიტექტურა, ეს ის ფაკულტეტებია რომლებზეც სწავლა უფასო ხდება. რათქმაუნდა ეს ინიციატივა საზოგადოების დიდმა ნაწილმა დადებითად შეაფასა, მაგრამ უფასო სწავლის წინააღმდეგნი მაინც გამოჩნდნენ. თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი კახა ბედუქიძე ამ ინიციატივას ფეისბუქზე გამოეხმაურა: ეს კიდევ ერთი სისულელე, არავითარი კავშირი არც ხარისხთან, არც ხელმისაწვდომობასთან არა აქვს. ეგ ფორმა - ანუ გრანტები - რჩება, აქ საუბარია იმაზე, რომ ვინც გრანტს ვერ აიღებს, მაინც რომ მეცნიერი გამოვიდეს. ვინ არის ის ახალგაზრდა, რომელმაც ეროვნულ გამოცდაზე დაბალი ქულები მიიღო, და ამიტომ ფიზიკა უნდა უფასოდ ისწავლოს, არ ვიცი. განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, 7 უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტები ამ მიმართულებებზე სახელწიფოსგან მიიღებენ 4- წლიანი სწავლის საფასურის დაფინანსებას. გარდა ამისა, ზურაბიშვილმა განაცხადა: "30%-იანი გრანტის გაუქმებით, რომელიც ფაქტიურად დიდ შეღავათს არ იძლეოდა, ჩვენ შევძელით 50, 70 და 100%-იანი გრანტების გაზრდა, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი სტუდენტი მიიღებს დაფინანსებას".


0
795
4-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
795
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0