საზოგადოებრივი საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები. 2012, 29 დეკემბერი, 1:10 1.304-237 ძვ.წ. ფარნავაზ I-ის მეფობა.აზოს დამარცხება და იბერიის მეფედ კურთხევა.
2.65 ძვ.წ. პომპეუსის ლაშქრობა იბერიაში.
3.36 ძვ.წ. კრასუსის ლაშქრობა იბერიაში და მეფე ფარნავაზ II-ის დამორჩილება.
4.40-50წწ.ანდრია მოციქულის მიერ ქრისტიანობის ქადაგება აჭარაში, კლაჯეთში, სამცხეში, სვანეთსა და აფხაზეთში.
5.120-150წწ.ფარსმან II-ის მიერ დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილის შემოერთება.მისი სტუმრობა რომში იმპერატორ ანტონიუს პიუსთან. 6.298წ.ნისიბინის ზავი ირანსა და რომს შორის. იბერიის გამოცხადება რომის გავლენის სფეროდ. 7.337წ.მირიან III-ის მიერ ქრისტიანობის სახემწიფო რელიგიად გამოცხადება. 8.482-484წწ.ქართველთა და სომეხთა ანტიირანული აჯანყება ვახტანგ გორგასლის მეთაურობით. 9.532წ. მეფობის გაუქმება ქართლში. 10.627წ.თბილისის აოხრება ხაზართა მიერ. 11.653წ.არაბთა შემოსვლა ქართლში, "დაცვის სიგელის" დადება და დახარკვა. 12.735-736წწ.მურვან ყრუს დამსჯელი ლაშქრობა. 13.853წ.ბუღა თურქის ლაშქრობა საქართველოში. 14.989წ.ბაგრატ III-ის მიერ კლდეკარის ერისთავის რატი ბაღვაშის დამორჩილება. 15.1010წ.კახეთ-ჰერეთის შემოერთება ერთიანი საქართველოს სამეფოსათვის. 16.1064-168წწ.ალფ-არსლანის ლაშქრობები საქართველოში. 17.1080წ. "დიდი თურქობა" და აოხრება საქართველოსი. 18.1096წ.კლდეკარის ერისთავის ლიპარტის გაძევება საქართველოდან. 19.1099წ.საქართველოს განთავისუფლება თურქ-სელჩუკთა მოხარკეობისაგან. 20.1104წ.კახეთის მეფის აღსართანის შეპყრობა და ჰერეთ-კახეთის შემოერთება. განძის ათაბაგზე გამარჯვება ერწუხის ბრძოლაში. 21.1121წ.დიდგორის ბრძოლა და ქართველების ძლევამოსილი გამარჯვება. 22.1122წ.თბილისის განთავისუფლება 400-წლიანი ბატონობისგან. 23.1195წ. ათაბაგ აბუ-ბაქრის ჯარის სასტიკი დამარცხება შამქორის ბრძოლაში. 24.1204წ. რუმის სულთნის რუქნადინის კოალიციური ლაშქრის განადგურება ბასიანის ბრძოლაში. 25.1220-1221წწ.პირველი ბრძოლა მონღოლებთან და მარცხი. 26.1225წ.ჯალალ ედ-დინის შემოსევა და ქართველების სასტიკი მარცხი გარნისის ბრძოლაში. 27.1228წ.ქართველების მორიგი მარცხი ხვარაზმელებთან ბოლნისის ბრძოლაში. 28.1235-1236წწ.აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობა მონღოლების მიერ. 29.1243-1256წწ.საქართველო ოქროს ურდოს შემადგენლობაში. 30.1247წ. კოხტასთავის შეთქმულება. 31.1289წ. დემეტრე II თავდადებულის სიკვდილით დასჯა მონღოლების მიერ. 32.XIV ს.-ის 30-იანი წლები საქართველოს განთავისუფლება მონღოლთა ბატონობისგან გიორგი V ბრწყინვალის მიერ. 33.1386წ.თემურლენგის პირველი შემოსევა თბილისის აღება. 34.1387წ. თემურლენგის მეორე შემოსევა. 35.1393-1394წწ. თემურლენგის მესამე და მეოთხე შემოსევა. 36.1399წ. თემურლენგის მეხუთე შემოსევა. 37.1400წ. თემურლენგის მეექვსე შემოსევა. 38. 1401წ. თემურლენგის მეშვიდე შემოსევა. 39. 1403წ. თემურლენგის მერვე შემოსევა. ზავის დადება თემურლენგსა და გიორგი VII-ს შორის. 40.1407წ.შავბატკნიანი(ყარა-ყოიყნლუს) თურქმანების შემოსევა. გიორგი VII-ის სიკვდილი ბრძოლაში. 41.1440წ. შაჰ-ჯაჰანის ლაშქრობა საქართველოში. 42.1461-1462წწ.უზუნ-ჰასანის პირველი შემოსევა. 43.1464წ.გიორგი VIII-ის დამარცხება ჩიხორის ბრძოლაში და სამცხისა და იმერეთის საბოლოო განდგომა. 44.1477წ.უზუნ-ჰასანის მეორე შემოსევა. 45.1483წ. ყვარყვარე II ჯაყელის გამარჯვება კონსტანტინე II-ის ლაშქარზე. არადეთის ბრძოლაში. 46.1485-1486 და 1488წწ. იაყუბ-ყაენის ლაშქრობა საქართველოში. 47.1518წ. ირანის შაჰის ისმაილ I-ის შემოსევა.აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები ირანის ვასალები ხდებიან. 48.1522წ. თელეთის ბრძოლა. თბილისის აღება ყიზილბაშების მიერ. 49.1535წ. მუჯახეთის ბრძოლა. სამცხის საათაბაგოს შეერთება იმერეთის სამეფოსთან. 50.1541წ. სპარსეთის შაჰის თამაზ I-ის პირველი ლაშქრობა საქართველოში. 51.1545წ.იმერეთის დამარცხება ოსმალებთან სოხოიტის ბრძოლაში.სამცხის საათაბაგოს გამოყოფა იმერეთის სამეფოსგან. 52.1546-1547წწ.თამაზ I-ის მეორე ლაშქრობა საქართველოში. 53.1551წ.თამაზ I-ის მესამე ლაშქრობა საქართველოში. 54.1554წ. თამაზ I-ის მეოთხე ლაშქრობა საქართველოში. 55.1556წ.ქართლის ჯარის გამარჯვება ირანელებზე გარისის ბრძოლაში სიმონ ლუარსაბის ძის მეთაურობით. 56.1569წ.სიმონ I ატყვევებს დაუდ-ხანს ფარცხისის ბრძოლაში. 57.1578-1606წწ.ოსმალთა ბატონობა საქართველოში. 58.1588წ.სიმონ I ზავდება ოსმალეთთან, თავს ესხმის იმერეთს შემოერთების მიზნით და იმარჯვებს გოფანთოს ბრძოლაში. 59.1590წ. სიმონ I-ის ცდა იმერეთის შემოსაერთებლად მარცხით მთავდება ოფშკვითის ბრძოლაში. 60.1599-1600წწ. ნახიდურის ბრძოლა და სიმონ I-ის დატყვევება ოსმალების მიერ. 61.1609წ.ოსმალების შემოჭრა ქართლში და თევდორეს გმირობა. 62.1614წ. შაჰ აბას I-ის ლაშქრობა ქართლ-კახეთში. 63.1616-1617წწ. შაჰ აბას I-ის ლაშქრობა კახეთში. 64.1622წ. ლუარსაბ II-ის სიკვდილით დასჯა ირანში. 65.1624წ. ქეთევან დედოფლის სიკვდილით დასჯა ირანში. 66.1625წ.აჯანყება ირანის წინააღმდეგ და გამარჯვება მარტყოფის ბრძოლაში გიორგი სააკაძის და თეიმურაზ I-ის ხემძღვანელობით. 67.1625წ.თეიმურაზ I მარაბდის ბრძოლაში ირანელებთან მარცხდება. 68.1626წ.გიორგი სააკაძის რაზმები მარცხდება თეიმურაზ I-ის ლაშქართან. ბაზალეთის ბრძოლაში. 69.1659წ.ბახტრიონის აჯანყება კახეთში და ირანის გეგმების ჩაშლა. 70.1723წ. ოსმალები თბილის იღებენ. 71.1723-1735წწ. ოსმალების ბატონობა ქართლში. 72.1735-1747წწ. ნადირ-შაჰის მიერ ოსმალების განდევნა და ქართლის ირანის გავლენის ქვეშ მოქცევა. 73.1757წ. იმერეთის მეფე სოლომონ I-ის გამარჯვება თურქებზე ხრესილის ბრძოლაში. 74.1770წ.ერეკლე II-ის გამარჯვება ოსმალებზე ასპინძის ბრძოლაში. 75.1774წ. ოსმალების შემოსევა იმერეთში. ჩხერის ბრძოლა. 77.1780წ. იმერეთ-გურია-ოდიშის გაერთიანებული ლაშქრის გამარჯვება ოსმალებზე რუხის ბრძოლაში. 78.1783წ.გეორგივსკის ტრაქტატზე ხელმოწერა. 79.1795წ.ირანელები აღღა-მახმად-ხანის მეთაურობით ამარცხებენ ერეკლე II-ის ლაშქარს კრწანისის ბრძოლაში. 80.1801წ. რუსეთის იმპერატორების პავლე I-ის და ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებაზე და მისი რუსეთთან შეერთებაზე. 81.1802წ. ქართლ-კახეთის ანექსირება რუსების მიერ. 82.1804წ.მთიულეთის ანტირუსული აჯანყება. 83.1810წ. სოლომონ II-ის ტახტიდან ჩამოგდება და იმერეთის ანექსირება რუსების მიერ. 84.1811წ.რუსეთი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას აუქმებს. 85. 1812წ. კახეთის ანტირუსული აჯანყება. 86. 1819-1820წწ. იმერეთის ანტირუსული აჯანყება. 87.1828წ. გურიის სამთავროს გაუქმება. 88.1832წ. ქართველი თავად-აზნაურთა შეთქმულება რუსეთის წინააღმდეგ. 89.1857წ. სამეგრელოს სამთავროს გაუქმება. 90.1858წ.სვანეთის სამთავროს გაუქმება. 91.1864წ.აფხაზეთის სამთავროს გაუქმება. 92.1918წ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. 93.1921წ.წითელი რუსეთის მე-11 არმიის საქართველოში შემოსვლა და ანექსია. 94.1921-1922წწ. ანტისაბჭოთა აჯანყება სვანეთში. 95.1924წ. ანტისაბჭოთა აჯანყება საქართველოში. 96.1989წ. მშვიდობიანი მიტინგის დარბევა საბჭოთა ჯარების მიერ. 97.1991წ. საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება. 98.1992წ. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალისმიერი დამხობა. 99.1992-1993წწ. სამოქალაქო ომი აფხაზეთში და სოხუმის დაცემა. 100.2003წ. ვარდების რევულუცია და ედუარდ შევარდნაძის მშვიდობიანი გადადგომა. 101.2012წ. საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების პირველი ცვლილება. 4004 1-ს მოსწონს
|